x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
საღამო მშვიდი

საღამო იყო ისეთი მშვიდი,

აგუგუნება ზეცას შევთხოვე,

ვიდექი ძირშიდ ტანმომცრო შინდის


და ყურს ვუგდებდი ლუდვიგ ბეთჰოვენს.


შთაბეჭდილების უბადლო ნიჭი,

ვიწამე მეც და ამჯერად ორღანს,

იქ სმენად ვექეც თავნება ბიჭი,

ჰანგს, აღსარებას სულისა რომ ჰგავს.



ღ ი ა კ ა რ ე ბ შ ი



ოთახში ვზივარ, ღია კარებში

არცთუ სასტიკი მოსჩანს სიბნელე,

ღამის ამალა მდიდრულ კარვებს შლის,

უწინ საღამოს თბილს მოინელებს.


რაღაც არ მოსჩანს, ღია კარებში

მე უპირველეს ვერ ვხედავ ვეზირს,

კვლავ ღამის ტრფობით წესად გალეშილს,

რომელიც ხან წევს, ხან კი დგას, ვერ ზის.


მთვარე არ მოსჩანს, დაღამებამდე

მიუწვევია ის მწველ ჰელიოსს,

რაკიღა სითბოს დახარბდა აგრე,

ღამევ მას შენთან ნუღარ ელიო.



წ ე რ ი ს ჟ ი ნ ი


ო, როგორ მინდა ვწერო,

ლექსები ვთხზა და ვთხზა,

არ მოსცდე კალმის წვერო,

გასვენებს გზადაგზა,


მობერებული მკლავი,

მოსუსტებული მაჯა,

თავს შემახსენებს, მკლავს ის,

თუმც უმოწყალოდ მხარჯავს


შემოსწრებული ჟამი,

დიდი თვალებით შიშმა,

ისე მომხედა ლამის,

ბედის გზამკვლევად იშვა,


შემოსწრებული ჟამი,

მომდგა თვალებით შიშის,

ნუთუ დრო არის ვაის,

ან იქნებ დროა ვიშის?


ან იქნებ აწ თავს დამტყდარს,

ვერ მოვერიე შიშს ვერ?

ეშმა მოვიდა საყდარს,

თითს კი ის ჩემსკენ იშვერს.


ვაი და ვიში ატყდა,
თუმც მოვერიე შიშს მე,

ნაბიჯს მონა ღვთის წავდგავ,

ეშმას დავადგე შიშველს.


დ ი ლ ი ს ნ ი ს ლ ი



დილით როგორც აწვა ქალაქს,

რომ არც ჩქარობს გაიფანტოს,

ის შარმი რაც, ლამაზ ქალს აქვს,

ზეცას განა ღამით მარტო.


ღამით ის ხიბლს, რაც ამ დილით,

მიანიჭა ქალაქს ნისლმა,

ინარჩუნებს დალოცვილი,

და არც შემდგომ კარგავს ის მას.


ნისლი ისევ აწევს ქალაქს,

თუმც კი უკვე საღამოა,

ზედ მთვარესაც მოირკალავს,

თვალებიდან არ ამოვა.


თ ო ვ ლ ი ს ე რ ზ ე


სერი ისევ გადათეთრდა,

ეს მშვენება სარკმელიდან,

ძირს გაწოლილს ჰგავდა თეთრ დათვს,

დილიდან რომ ამეკიდა.


ადგილიდან არ დაძრულა,

თეთრი დათვი ისევ იქ წევს,

ვფრთხილობ აწ კარგს დახამებულ,

თვალებად არ გადავიქცე.



უ გ უ ნ ე ბ ო ბ ა


სულშიდ ფიფქებად სათქმელს ჩამითოვს,

ისე აშკარად ზეცა დილიდან,

უგუნებობა მჭირს მე ამიტომ,

ნება რომ მისცე, გადამივლიდა.


მე შებრალებას არა, არ ვითხოვ,

იმ უცხვირპიროს როგორ ვეაჯო?

არა გსმენია, არ იცი ვითომ,

უგუნებობა იმედს ვერა სჯობს.


ფანტელებს უფლის კალთა ჰფარვიდეთ,

ვეღარ აღვიქვავ ისე დიდებად,

სჯობს გავეცალო, ეს სული ვიდრე,

უგუნებობას მიეყიდება.


მ თ ვ ა რ ე


მიყვარს ჩუმი საღამო და

ღამე, ზეცა, სად სულ მალე,

მთვარე ისე აღარ მოვა,

არ იკადრებს ნასტუმარევს.


გადააძრობს ამ ლურჯ ზეწარს

და მას უმალ შესცვლის შავით,

სათავისოდ მორთავს ზეცას,

თუმც კი ისეც მდიდარს შარმით


ზედ მიუჩენს ყოველს ადგილს,

დაურიგებს სასთუმალებს,

ცაზედ მოსულთ, კარგად აღზრდილთ,

მიუწვება ის სულ მალე.


0
4
შეფასება არ არის
ავტორი:გუჯა შველიძე
გუჯა შველიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0