სხვა წარწერა კედელზე 2014, 26 ივნისი, 19:50 როცა პატარა ვიყავი, ჩვენი ქუჩის ბილოს პატარა სახლი იდგა.ფანჯრები ჩამტვრეული ჰქონდა.იმ სახლს ჩვენ რაიონში მცხოვრები ბავშვები ერიდებოდნენ.ხმები დადიოდა თითქოს იქ მოჩვენება ყოფილიყო .ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა თავის გამოცდა გადავწყვიტეთ.მიტოვებული სახლის უკანა ფანჯრიდან შევედით შიგნით.ბინძური ადგილი იყო .მივიხედ-მოვიხედეთ ერთ - ერთ კედელზე ეწერა : მე მოვკვდი -ალბათ ვიღაცეები ასე აშინებენ ბავშვებს.-ვუთხარი მეგობარს . -ალბათ ასეა .სამზარეულოშI გავედით და კიდევ ერთი წარწერა ვიპოვეთ:მეორე სართულზე ვარ .სახლს სულ ორი სართული ჰქონდა.კიბეებზე ავდიოდით.არ მეშინოდა, მაგრამ უცნაური გრძნობა დამეუფლა.მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში, კარებზე ეწერა: თქვენ ამ ოთახში მიპოვით.ჩემს მეგობარს უკვე ძალიან ეშინოდა და კანკალებდა.მეც შეშინებული ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა, ეს შეემჩნია.ოთახისკენ წავედით.სახელური ჩამოვწიე .კარი გაიღო.შიგნით შევედით.იქ არავინ და არაფერი არ იყო.ოთახის ცენტრში კიდევ ერთი წარწერა აღმოვაჩინეთ:ჩემი თავი მარჯვნივ არის ტანი კი მარცხნივ . მარჯვნივ და მარცხნივ კარები იყო.მეგობარმა დაიყვირა და უკან მიბრუნდა.ხელი მოვკიდე, მაგრამ ყვირილით გაიქცა. გამბედაობა მოვიკრიბე და მარჯვენა ოთახში შევედი.ოთახის ბოლოშI ისევ წარწერა დავინახე:ჩემი სხეული დაბლააა.დაბლა დავიხედე და კვლავ წარწერაა !ზედ ვიდექი.ცოტათი უკან გამოვიწიე და წავიკითხე;ჩემი თავი შენთან მოდის სხვა ოთახიდან.მიიხედე! გავიგე კარი რომ გაიღო.უკან მივიხედე.სიბნელეში რაღაც ლანდი დავინახე.ის მიახლოვდებოდა.ძალიან მეშინოდა, როცა ჩემი მეგობრის გათეთრებული თავი დავინახე, დავიყვირე და ფანჯრიდან გადავხტი.მეორე სართულიდან გადმოხტომამ სხეული დამიზიანა, მაგრამ არ გავჩერებულვარ.სახლში გავიქეცი და მომხდარის შესახებ მშობლებს გავაგებინე. პოლიციამ ძველი სახლი კარგად დაათვალიერა.მათ იატაკიც კი დააზიანეს და მეორე სართულზე ჩემი მეგობრის ტანი იპოვეს.მისი თავი გაქრა, პოვნა ვერავინ შეძლო, ეს საშინელი სახლი კი დაანგრიეს 32 2-ს მოსწონს 1-ს არა
|