x
"ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს! "
image


„ჩვენ გვასწავლეს, რომ უნდა გვახსოვდეს იდეა და არა ადამიანი, რადგან ადამიანი შეიძლება დამარცხდეს, ის შეიძლება შეიპყრონ, მოკლან ან დაივიწყონ, მაგრამ იდეას 400 წლის შემდეგ ისევ შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რამხელა ძალა აქვს იდეას. მინახავს ხალხი, რომელიც იდეის გამო კლავდა, ხალხი, რომელიც იდეის დაცვას შეეწირა.. მაგრამ იდეას ვერ ეამბორები, ვერ შეეხები, ვერ ჩაეხუტები. იდეებს სისხლი არ სდით, არ გრძნობენ ტკივილს, არ უყვარდებათ...“ _ ციტატა, ჩემი საყვარელი ფილმიდან, რომელსაც ვეთანხმები, თუმცა ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებსაც უყვართ, გრძნობენ და ზოგჯერ სიკვდილამდე უფრო ადრეც კი კვდებიან. მე მინდა თქვენთან ერთად ის გმირები გავიხსენო, რომლებიც სწორედ რომ იდეის დაცვას შეეწირნენ, იდეის, რომ მსოფლიოში უნდა სუფევდეს მშვიდობა, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და თუკი ჩვენ შორის ამ იდეის ჩაკვლას შეეცდება ვინმე, იგი მტერი იქნება კაცობრიობისა.

მე მინდა გავიხსენოთ ავღანეთში დაღუპული გმირები და მინდა გავიხსენო ერთ-ერთი მათგანის მიერ მეუღლისადმი გამოგზავნილი წერილით, რომელიც წმინდა ავგუსტინეს სიტყვებით იწყებოდა : „რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა... ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ“ ეს წერილი ქართველი ჯარისკაცის მეუღლეს ნათლიაჩემმა ჩამოუტანა, რომელიც დღემდე ავღანეთში მსახურობს. გამუდმებით იხსენებს მისი მეგობრის თავდაუზოგავ ბრძოლას უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ იქ, ავღანეთში სხვებიც ისეთივე სულისკვეთებით იყვნენ, როგორც მისი უკვე გარდაცვლილი მეგობარი.


ჩვენ დავინახეთ იმ მგზავრთა სიმამაცე თვითმფრინავში, რომლებიც ჩაებნენ ტერორისტებთან ბრძოლაში, იმისათვის რომ თავისი სიცოცხლის ფასად გადაერჩინათ სხვების სიცოცხლე, აქ დედამიწაზე.ჩვენ, ყველამ ვნახეთ ის მოთმინება რომლითაც მაშველები მუშაობენ.ჩვენ ყველამ დავინახეთ როგორ აფრიალებენ დროშებს, ანთებენ სანთლებს, აბარებენ სისხლს, ლოცულობენ ქართულ, ინგლისურ, ებრაულ და არაბულ ენებზე.ჩვენ ვნახეთ წესიერი, თავდაუზოგავი ადამიანი, ვინც სხვის მწუხარებას აღიქვამს ისე როგორც საკუთარს. ასევე ჩვენ ვნახეთ თუ რა ვითარება იყო ავღანეთში, სადაც ტერორისტებისთვის არ არსებობს განსხვავება სამხედრო და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, მათთვის არც ქალებსა და ბავშვებს აქვთ მნიშვნელობა, იქ, ავღანეთში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი თმობს სიცოცხლეს, მათ შორის საქართველოს შვილებიც. ესენი ის გმირები, ის ვაჟკაცები არიან, რომელთა უსიცოცხლო სხეულებია დღეს ფეხქვეშ მიწად რომ გვეგება, რომელთა მაგალითზეც თაობები აღიზრდებიან და რომელთა ღვაწლს იმედია დააფასებს მსოფლიო, მათი სახელები უნდა წარმოითქვას, სწორედ რომ, ზეაწეულად.

რთულია იმ ადამიანზე არ ინერვიულო, ვინც ყოველდღიურად უსხლტება სიკვდილს კლანჭებიდან, ტყვიების წვიმაში, უსიცოცხლო სხეულების გარემოცვაში ატარებს დროს, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ მახსოვს ნათლიაჩემმა ასეთი სიტყვები მითხრა: „ისე უნდა იცხოვრო, რომ სიკვდილი ღირდეს“. ამ სიტყვებზე დაფიქრების შემდეგ, მივხვდი, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ავღანეთში მსოფლიო კეთილდღეობისთვის თავი გაწირეს, ნამვილად თქვეს, რომ სიცოცხლეც ისევე ღირდა, როგორც სიკვდილი, თუნდაც იმიტომ რომ ჩემნაირ უბრალო ადამიანს გაეცნობიერებინა, რას ნიშნავს იყო მსოფლიო ადამიანი, მანამდე ვფიქრობდი, რომ ვინ მისცა საქართველოს „შვილი დასაკარგავი“, ეს დღესაც ასეა, მაგრამ იქ წასულები ამაზე უკვე აღარ ფიქრობენ, მათი წყალობით გაჩნდა ტერმინი:“ შენი, ჩემი_ჩვენი მსოფლიო“, დიახ, სხვა ქვეყნის პრობლემა, ჩვენი პრობლემაც არის, ავღანეთში დაღუპული გმირები უპირატესობას ანიჭებდნენ ზოგადკაცობრიულ ინტერესებსა და ღირებულებებს და საკუთარ თავს განიხილავდნენ, როგორც არა მარტო ქართული კულტურის პირმშოდ და დამცველად, არამედ_ მსოფლიო, გლობალურ მოქალაქედ. ის ბოროტება, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, შესაძლოა ადრე თუ გვიან ჩვენს ქვეყანასაც შეეხოს, მაგრამ მას ჯერ კიდევ ამაგრებს ასეთი გმირების სისხლი და ოფლი. მე ვამაყობ, რომ მყავს, ნათლია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს მისი შვილების და არა მარტო მისი შვილების მომავალს. მინდა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ადამიანები, რომლებიც „ბრძოლაში მოკვდნენ და არც ამის შემდეგ დაუტოვებიათ სიცოცხლე“ . მინდა მათი ღვაწლი არ მოვნათლოდ ისე, თითქოს ეს ყველაფერი არ ღირდა და არაფრისმომტანი იყო, დამიჯერეთ არსებობენ ისეთებიც(ერთეულები), რომელთაც ღრმად სწამთ, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა იბრძოლო თუ გინდა რომ მსოფლიო შეცვალო, ემსახურო იდეას, რისთვისაც გაჩნდი და შენ შემდგომ ხალხს ათქმევინო „ისე იცხოვრა, რომ სიკვდილი ღირდა“, ამ გმირებმა თავიანთი სათქმელი ნამდვილად თქვეს, უბრალოდ მათ „კარგი გამგონენი ვჭირდებით“.

1
26
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
26
  
2014, 4 აგვისტო, 23:03
ძალიან მომწონს ეს სტატია... :*
0 1 1