x
გენდერული თანასწორობა საქართველოში

საქართველო ტრადიციული კულტურის მატარებელი ქვეყანაა. საქართველოში, სადაც პატრიარქარული ნორმები დომინირებს, მიღებულია, რომ ქალი თავისი გენდერული როლიდან გამომდინარე, უნდა იყოს დაკავებული ოჯახის საქმეებით, მეუღლესა და ბავშვებზე ზრუნვით და მას სულაც არ მოეთხოვება აქტიურად მონაწილეობდეს სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობებში. გარდა ამისა ოჯახშიც ქალისაგან მორჩილებას და პასიურ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვენ. ქალის გათხოვებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი გავრცელებული გამოთქმა, რომ "ქალი პატრონს ჩაბარდა", ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქალი თხოვდება მასზე პასუხისმგებლობას უკვე ქმრის ოჯახი იღებს და თუკი მანამდე თავისი ოჯახი ზრუნავდა ქალზე, ახლა ქმრის ოჯახი იზრუნებს, იგი ყველანაირად დამოკიდებული ხდება საკუთარ მეუღლეზე.
2010 წელს ქალებზე ჩატარებული კვლევა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში, “7 ცხადყოფს რომ, გამოკითხულ ქალთა 50.7%ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას; 45%ს სწამს, რომ აუცილებელია მამაკაცმა ცოლსპარტნიორს კარგად დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი; 2010წლის კავკასიის ბარომეტრიც ადასტურებს, ოჯახში მამაკაცის უპირატესი უფლებების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულებას, რადგან გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძირითადად მამაკაცი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს და 83%მიიჩნევს რომ ოჯახში შემომტანი აუცილებლად უნდა იყოს კაცი.
ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით პასიურ მდგომარეობაში არიან.მათ არ მოეთხოვებათ სოციალურად აქტიურნი იქყვნენ და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალები კმაყოფილები არიან სუბორდინირებული მდგომარეობით და მათ არ სურთ ცვლილებები.

შესაძლოა, მართლაც ასე არის და ბევრ ქალს არ
სურს არანაირი ცვლილება, არ იღწვის საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ სფეროში ჩასაბმელად და არც ოჯახში სურს რომ მეტი ძალაუფლება ჰქონდეს, ანუ სტრანდარტულ გენდერულ სტერეოტიპებს იცავს, რომელიც მამაკაცის დომინირებას ითვალისწინებს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ
უყურადღებოდ გვრჩება ის ფაქტი, რომ ხშირად ქალები უბრალოდ ვერ აცნობიერებენ არსებულ შესაძლებლობებს ტრადიციულ და პატრიარქალურ ოჯახში აღზრდის გამო, ან იმის გამო, რომ
არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას არსებულ შესაძლებლობებზე. სინამდვილეში, ქალებს ხშირად არ ეძლევათ საშუალება გააკეთონ რეალური და ინფორმირებული არჩევანი და ამგვარად თავი
დააღწიონ უუფლებო მდგომარეობას. უთანასწორობა აფერხებს ძალიან ბევრ ეკონომიკურ და სოციალურ პროცესს, გენდერულ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევას შორის, თურმე, დადებითი კორელაციაც
არსებობს და დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ქალის როლს დემოკრატიის მშენებლობაში, განსაკუთრებით
კი მათ პოლიტიკურ აქტიობებში ჩართვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგჯერ გადამწყვეტიც კი.
ჩვენს ქვეყანაში აშკარაა ქალთა პოლიტიკური პასიურობის
ფაქტი, რაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო სივრცეში მამაკაცთა რაოდენობის დომინირებით გამოიხატება. შედარებით ძველი (2011 წლის) მონაცემებით პარლამენტში მოქმედი 138 წევრიდან
მხოლოდ 9 არის ქალი.(დღესდღეობით ეს მდგომარეობა მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებლით თუ იქნება შეცვლილი). ქალთა დაბალი წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე და პოლიტიკის სფეროში არათანაბარი გადანაწილება, პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის პრობლემის სიმწვავესთან. ამ პრობლემის მოგვარებაზე საქართველოში მუშაობა და მსჯელობა 1994 წელს დაიწყეს და შედეგად საქართველომ ქალთა ყველა სახის დისკრიმინაციის
საწინააღმდეგო კონვენციის (CEDAW) რატიფიკაცია მოახდინა.

2006 წელს მთავრობამ მიიღო კანონი ძალადობის
წინააღმდეგ, 2010 წელს კი_გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი. იგი ითვალისწინებს ქალთა უსაფრთხოების, დასაქმების სფეროში, ბაზარზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის და
ქალთა პოლიტიკური, სოციალური ჩართულობის წახალისებას და ხელშეწყობას.
სახელმწიფოს გარდა გენდერული უთანასწორობის
პრობლემის მოგვარებაზე განსაკუთრებით აქტიურად არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციები მუშაობენ, რომელთა ძირითადი მიზანი საქართველოში ქალთა გაძლიერება, გენდერული თანასწორობის განვითარება, გენდერული პოლიტიკის აქტუალიზება, ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა ჩართულობის გაზრდა
საზოგადოებრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და მშვიდობის და დემოკრატიის მშენებლობაა.

მართალია საქართველომ კანონში გარკვეული ცვლილებები
შეიტანა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი ქვეყანა მაინც არასახარბიელო პოზიციას იკავებს გენდერული თანასწორობის მიხედვით სხვა ქვეყნებს შორის. გენდერული უთანასწორობის ინდექსის
მიხედვით 146 ქვეყანას შორის 73-ე ადგილზეა და გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსის მიხედვით 86-ე ადგილზე 135 ქვეყანას შორის. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად მთავრობაც ძალ-რონეს არ იშურებენ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, პრობლემა პრობლემად რჩება. საჭიროა ქალებმა კარგად იცოდნენ საკუთარი უფლებები, რათა ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.


1
166
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
166
  
2014, 24 ივლისი, 22:38
ეს რა გენდერული თანასწორობაა ვერ გავიგე სადაა ქალის საბლატაო აი ქალი როცა იბლატავებს მაშინაქ საქართველოს კიარა მსოფლიოს დარხეული... მე მომივიდა ქალის მიმართ შელაპარაკება და იმ ქალმა სიტყვიერი შეურაცყოფა მომაყენა წყევლით და პლიუს გინებაც მოაყოლა კაცივარ და გამოვედი მწყობილეიდან და მეც შევაგინე და მე მარბენინეს პოლიციაში იმის გამო რომ ქალს რატომ მიაყენე შეურაცყოფაო და ქალმა რომ მომაყენა შეურაცყოფა ის არ ითვლებოდა იმიტომ რომ ქალიაო ესეიგი რა გამოვიდა კაცზე მაღლა დგას ქალი და რა გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკობთ მთელი სკოლის პერიოდი როცა დავდიოდი მაშინ არ მქონდა არაფერი დაწერილი რაც მე ახსნა განმარტებები მაწერინეს მითუმეტეს ჩემი რალი არაფერი ყოფილა მაგრამ გამამტყუნეს ქალს შეურაცყოფა რომ მივაყენე
0 1 1