x
მოსალოდნელია თუ არა ალა პუგაჩოვას კონცერტი თბილისში?
საქართველოში რუსული ესტრადის ვარსკვლავების მოსალოდნელი კონცერტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ხალხის აჟიოტაჟის მიზეზი გახდა.

მთავრობა შეიცვალა და რა თქმა უნდა ეს ჩვენს შოუბიზნესსაც მალე დაეტყობა, ახალი მთავრობა აღარ აპირებს წინა მთავრობის შეცდომების გამეორებას კულტურის სფეროში და მილიონების ტყუილად გადაყრას.

რაც შეხება ალას საქართველოში ვიზიტის შესახებ ინტერნეტში გავრცელდა კულტურული პროექტების ორგანიზატორს ბატონ დავით ოქიტაშვილის ინტერვიუ, რომელიც ასეთ კომენტარს აკეთებს :

“ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება შეიცვალა, რადგან წინათ მთავრობა წყვეტდა, საქართველოში რომელი შემსრულებელი ჩამოსულიყო. მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კულტურაში ასე არ ხდება. სახელმწიფო შოუბიზნესში არ უნდა ერეოდეს, ამ სფეროს არ უნდა აფინანსებდეს, წინა მთავრობის დროს კი უაზრო ღონისძიებების მოწყობაში მილიონები "იყრებოდა". შეიძლება, რომ ყველა ადამიანში, ვინც საქართველოში არ არის, სამშობლოს მოღალატე, მკვლელი და ჯაშუში ეძებონ?! სირცხვილია! 20 იანვარს მოსკოვში მივდივარ. რა, სამშობლოს მოღალატეებთან მივემგზავრები?! რაც შეეხება, ალა პუგაჩოვას ჩამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, ეს ინფორმაცია არ დამიდასტურებია. შეიძლება, ალა პუგაჩოვა საქართველოში ერთ-ერთ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწროს. ჯერ ერთი, ეტყობა, ინტერნეტსაიტებზე "ნაციონალები" არიან "გარჭობილები" (გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი) და ილანძღებიან. მათ ისიც არ იციან, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი; მეორე: არ მინდა, რომ კულტურული ღონისძიებები პოლიტიკას უკავშირდებოდეს; მესამე: ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელიც არავის ეტყვის, - საქართველოში არ ჩამოხვიდე, არ იმღერო და იცეკვოო“,


image

0
45
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარი_ამი
მარი_ამი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0