x
"დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ევროპულ არჩევანზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით „ტყუილია რომ ევროპული არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის კუთვნილებაა".image"ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ იყო. ამას მოწმობს ჩვენი სარწმუნოება, კულტურა, ქართველი კაცის მსოფლმხედველობა. სულხან-საბას, ილიასა და ვაჟას ქვეყანაში ვერავინ დაიჩემებს, ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც "ქართული ოცნება", რომ ევროპული გეზი მხოლოდ მისი კუთვნილებაა. ტყუილია, რომ ევროპული არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილებაა, ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა. ამ გზაზე ყველაზე მეტად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მათ",

რევანშს არ დაუშვებთ მაგრამ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს მინდა, შევეხო იმ დაპირისპირებასაც, რომელიც ამ ბოლო დროს ჩხუბში და ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, მათ შორის პოლიტიკოსების გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ. კარგად მინდა, გავაანალიზო, რა მოხდა და რასთან გვქონდა საქმე საჯარო ბიბლიოთეკასთან. მე კარგად მესმის აღელვებული, სააკაშვილისგან უფლებააყრილი ხალხის, რომელიც პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბა. ამას მათ, რა თქმა უნდა, ვერავინ დაუშლის. მაგრამ ის, რაც მერე მოხდა, ყოვლად დაუშვებელია. ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი-კრივით, რადგან თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ პირადად უნდა გაუსწორდნენ და ასე აგებინონ პასუხი მოძალადეს, არაფერი გამოვა, ასე სახელმწიფო არ აშენდება. ერისა და ქვეყნის კულტურა სწორედ აქ ვლინდება. სწორედ სახელმწიფო და კანონია ის ძალა, რომლის იმედიც უნდა ჰქონდეს კაცს. სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა - ძალადობას და ქიშპი და ანგარიშსწორება აღარ დამთავრდება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება. მესმის, რომ ძნელია ამის მოსმენა იმ ხალხისთვის, რომელმაც რეჟიმის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თუ არ შევაჩერეთ, გაცილებით მძიმე შედეგებამდე მივალთ. მე გპირდებით, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ, მაგრამ ეს ცივილიზებულად უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ჩვენს დიდი კულტურის ქვეყანას ეკადრება. სამართლიანობის აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

0
9
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი_ამი
მარი_ამი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0