x
ბათუმობა 2016
image

3-4 სექტემბერს ბათუმში ''ბათუმობას'' აღნიშნავენ. ორი დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობები გაიმართება. ქალაქი მთლიანად სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის . სხვადასხვა ქუჩები ფერადი ქოლგებით მოირთო, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა მემედ აბაშიძის ქუჩა.

imageimage


დილიდანვე დაიწყო ბათუმობის აღნიშვნა ქალაქში, გაიმართა "Lifa N Style"-ის ქუჩის გამოფენა, ფოტოგამოფენა - "ცეკვა და თანამედროვეობა", ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.



imageimage


ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა ოფიციალური პირები.



image


მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილზე დაგეგმილმა მუსიკალური ჯგუფების კონცერტმა ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე დილის 12 საათიდან 7 საათამდე გაიმართა ფოტოკონკურსის – “ჩემი ბათუმი” გამარჯვებულების ფოტოგამოფენა კინოთეატრ „აპოლოს“ წინ, რომელთა დაჯილდოვების ცერემონია ხვალ 4 სექტემბემბერს იგეგმება.


image


ქუჩებში საზეიმო განწყობის უფრო ასამაღლებლად გამოჩნდა სასულე ორკესტრი, რომლებმაც რამდენიმე ქუჩაზე მოაწყვეს მსვლელობა. ასევე ევროპის მოედანზე გაიმართა ფლეშმობი.


image


”ბათუმობა2016” ხვალ 4 სექტემბერს გაგრძელდება, ხვალინდელი პროგრამა ასევე ბევრ ღონისძიებას და საინტერესო აქტივობებს მოიცავს. მთავრი აქტივობა, რომელიც ხვალისთვის იგეგმება არის ანბანის კოშკისაკენ მძლეოსნური გარბენი, რომელიც სტარტს აიღებს 6 მაისის პარკიდან.


image


ორივე დღის განმავლობაში ”ბათუმობა2016” სხვადასხვა ადგილზე უმასპინძლებს სტუმრებს მუსიკის მოსასმენად, ხოლო დაკვნითი გალა კონცერტი ანბანის კოშკთან გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, ანრი ჯოხაძე, მაკა ზამბახიძე, ლაშა ღლონტი, სოფო ხალვაში, გია ნიკოლაძე, გიორგი ნაკაშიძე, ავთო აბესლამიძე, კვარტეტი “ბათუმი”, “ალილო”, “თეთრალური კვარტეტი”, “ბანი”, სტუდია “ლალე”.


image


0
76
შეფასება არ არის
ავტორი:მარი_ამი
მარი_ამი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0