x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134801
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509141
"მამაკაცები ქალებს დაემსგავსებიან"... – წარღვნამდელ ხელნაწერში მოსალოდნელი კატასტროფის წინაპირობაა აღწერილი

ყველამ იცის ნოსტრადამუსის და ვანგას წინასწარმეტყველებები. მაგრამ, ცოტას თუ სმენია ხელნაწერის შესახებ, რომელიც «კოლბრინის ბიბლიის» სახელით არის ცნობილი. წიგნში საუბარი კაცობრიობის მომავალზეა... და სავარაუდოდ, ის სწორედ ჩვენს დროს ემთხვევა.


image


ვის მიერ არის ეს წიგნი დაწერილი, უცნობია, რადგან ჩვენამდე, წიგნის მხოლოდ, ნაწილმა მოაღწია. სავარაუდოდ, ის უფრო ძველი წყაროებიდან გადმოწერილ ინფორმაციას შეიცავს და მასში, ძველი ისტორიების გარდა, ისეთი დეტალებიც წერია, რომელიც ძველ აღთქმაში გამოტოვებულია.

განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ მასში წარღვნის გამომწვევი მოვლენებია აღწერილი და კონტექსტში, ფარული აზრიც იკითხება, იმის შესახებ, რომ თუ ადამიანები დაშვებულ შეცდომებს გაიმეორებენ, მსგავს კატასტროფას ისევ უნდა ელოდნენ...

«ხალხი ფრინველივით იფრენს და თევზივით ცურვას დაიწყებს. ისინი მშვიდობაზე საუბარს დაიწყებენ, მაგრამ თვალთმაქცობა და ტყუილი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება.

ქალები კაცებს დაემსგავსებიან, კაცები – ქალებს. სიყვარული, ადამიანის ხელში, კონტროლის საგანი გახდება. კანონმდებელთა ქვეყანა დედამიწის მართვას შეუდგება. წმინდანთა ენა კი, დავიწყებას მიეცემა.

ზღვების ერი ყველა სხვაზე დიდი გახდება. მაგრამ ის ვაშლივით იქნება, რომელსაც დამპალი გული აქვს.

მოვაჭრე ერები შეჭამენ ადამიანებს, რომლებიც სასწაულების მოხდენა შეუძლია. და ეს მათი გამარჯვების ნიშანი იქნება.

მაღლები – დაბლებს დაუპირისპირდებიან. სიბნელე – სინათლეს. ხალხი რასებად დაიყოფა. მათ შორის დაბადებული ბავშვები თავს უცხოდ იგრძნობენ.

ძმა – ძმას შეებრძოლება. ცოლ–ქმარი. მამები ვეღარ ასწავლიან საკუთარ ვაჟებს, რადგან ისინი გათავხედდებიან. ქალები პატივისცემას დაკარგავენ. ხალხის გული გაქვავდება და გაბოროტდება.

ადამიანებს დიდი სიმდიდრე ექნებათ, მაგრამ სულიერად, ღარიბები იქნებიან.

გამანადგურებელი საათი შეუმჩნევლად მოვა და მის გამოცდას, ბევრი ვერ გაუძლებს. ხოლო, გზის გაგრძელებას, მხოლოდ მტკიცე ბუნების ადამიანები შეძლებენ» – ნათქვამია «კოლბრინის ბიბლიაში».


image

არხის სხვა სიახლეები:


* ბევრი იტყვის "მოგონილიაო" – 10 რეალური ისტორიული ფაქტი

* სახალისო და უცნაური ფოტოები, რედაქტირების გარეშე

* პასკის რეცეპტი (1 თვე ახალივით არის)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
409
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0