x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
მფარველი ანგელოზების სამუშაო

ყველა ადამიანს, ნათლობის შემდეგ, მფარველი ანგელოზი ჰყავს. ზოგს გამოცდილი, ზოგს ნაკლებად გამოცდილი, ხოლო ზოგს – ახალბედა ხვდება...
— გამარჯობა, მფარველო. დანიშნულებაზე მოვედი.
— ახალი ხარ, — გაისმა მფარველის ბუზღუნ ნარევი ხმა. — შენ ამ დედამიწისეულ წესებს გადაეჩვიე! და რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, მით უკეთესი იქნება.
— მე… რა? — გაუკვირდა ანგელოზს.
— გამარჯვება ვის უსურვე? — გაეცინა მფარველს, მაგრამ აქვე შეიცვალა ტონი და სერიოზულად ჰკითხა — დატრენინგებული ხარ?
— ეეე…
— გასაგებია, ე. ი. ყველაფერი ყურებს მიღმა გაატარე. ეს რა არის? ვისთან მიწევს მუშაობა… — ისევ აბუზღუნდა მფარველი. — მაშ ასე, ყველაზე მთავარი: გადარჩენა მხოლოდ სამჯერ შეგიძლია. სამი! დაიმახსოვრე? ამიტომ, გადაწყვეტილება მდგომარეობის მიხედვით მიიღე. თუ დაინახავ, რომ ადამიანი უბედურებას უშენოდაც დააღწევს თავს, ზედმეტად ნუ ჩაერევი, გაიგე? მე შენ ძალიან კარგი მასალა შეგირჩიე. თუ არაფერი შეგეშლება, 100 წლამდე იცხოვრებს შენი სამეურვო…
— მე როგორ გავიგებ, როდის… როდის უნდა ჩავერიო?
მფარველი გაბრაზდა:
— შენს მაგივრად მე ვიმუშაო?! მიდი, წადი! და ყველაზე მთავარი, დაიმახსოვრე: სხვის ბედში არ ჩაერიო! — იცოდე არ ჩაერიო, მხოლოდ საკუთარს მიხედე!
«ძალიან მჭირდება, კიდევ ვიღაცა — გაიფიქრა ანგელოზმა, — ნეტა საკუთარი მიმახედინა კარგად და…».
მფარველმა მწუხარებით ამოიოხრა, რადგან ახალბედა ანგელოზის შეცდომების შესახებ, ყველაფერი წინასწარ იცოდა…


image


ანგელოზმა ბავშვის საწოლში ჩაიხედა და მშვიდად ამოისუნთქა — პატარას ტკბილად ეძინა. თან, ძილში იღიმოდა. ცრემლმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო მის ფუმფულა ლოყებზე გაშრობა. ამჯერად ანგელოზის დახმარება საჭირო არ გახდა, რადგან რამდენიმე წვეთმა წამალმა იხსნა ბავშვი მუცლის საშინელი შებერილობისგან. სულ ცოტა ხნის წინ კი, ისე ტიროდა, რომ ანგელოზმა იფიქრა, ჩემი დროც დადგაო. ძალიან სანერვიულო სამუშაოა, მფარველი ანგელოზობა… მაგრამ, თანდათანობით ბავშვის ავადმყოფობებს მიეჩვია. საბედნიეროდ, მისი მფარველობის ქვეშ მყოფს, კარგი და ადეკვატური დედა ჰყავდა. მან მადლიერებით გაიხსენა მფარველი — ალბათ, ახალბედებს რთულ საქმეზე არ უშვებენო, გაიფიქრა მან.
არა, ამ ქალბატონზე ნაადრევად კარგი წარმოდგენა შეექმნა! მაგრამ, ერთხელ მან, ბავშვი ზღვაზე წაიყვანა. რატომ წაიყვანა სამი წლის ბავშვი ზღვაზე?! თან მარტომ, მატარებლით და გადაჯდომებით? — ბრაზობდა ანგელოზი ბავშვის დედაზე.
ზღვაზე ყოფნის პირველ დღეს, ანგელოზი ძალიან ნერვიულობდა, შემდეგ დაწყნარდა. ბავშვის დედა კარგად ართმევდა თავს, თავის მოვალეობას — მას ყველა მოსალოდნელი ხიფათისგან იცავდა: ცივ წყალში არ აბანავებდა, სახიფათო პროდუქტებს არ ყიდულობდა, ყურადღების გარეშე არასოდეს ტოვებდა. ასეთ სიტუაციაში, ანგელოზი გრძნობდა, რომ ის, არც თუ ისე საჭირო იყო...

ერთ დღეს ძლიერი ქარი იყო. თუმცა, ზოგიერთები, აღელვებულ ზღვაში ბანაობას მაინც ახერხებდნენ. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი, ქვიშაზე დაფენილ პირსახოცზე იჯდა და ნიჟარებით ერთობოდა. ხოლო, მოზრდილი ბავშვები ტალღებზე ხტუნაობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. მაგრამ ზღვა, სულ უფრო და უფრო მძვინვარე ხდებოდა და ბავშვები წყლიდან ამოვიდნენ.
ბავშვის დედამ რომ დაინახა, ქარი არ ცხრებოდა და ზღვაზე შტორმი უფრო ძლიერდებოდა, ნივთების მოგროვება დაიწყო და სახლისაკენ აიღო გეზი. მაგრამ, ანგელოზმა შენიშნა, რომ წყალში ერთი ბავშვი დარჩა. ეს ქერა ბიჭუნა იყო, დაახლოებით, ათიოდე წლის. ის ყველანაირად ცდილობდა ნაპირისკენ გამოცურვას, მაგრამ ტალღა უკვე ზევით იწეოდა და ბიჭს გაიტაცებდა.

— ის ვერ მოასწრებს! ვერ მოასწრებს გადარჩენას! — გაიფიქრა ანგელოზმა — გადავარჩინო? მაგრამ ის ხომ სხვისი მეურვეობის ქვეშ არის… სად არის მისი ანგელოზი? — თუმცა, ფიქრის და განსჯის დრო უკვე აღარ იყო. ტალღა მოდიოდა და ახალბედა ანგელოზი ბავშვს გადაეფარა... და თითქოს, შეშინებულმა ტალღამ უკან დაიხია. ანგელოზმა მაშინვე გახედა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დედასთან ერთად პარკისკენ მიდიოდა…
— აი, მითხარი, ყრუ ხარ თუ სულელი? – მფარველი გაღიზიანებული იყო. — მე ხომ გითხარი, არ ჩაერიო მეთქი, ხომ გითხარი?
— ცუდი რა გავაკეთე? ხომ არავინ დაზარალებულა. ბავშვმა რა დააშავა?
— დააშავა… დააშავა… აი იმუშავებ იმდენს, რამდენიც მე ვიმუშავე და საერთოდ დაივიწყებ ასეთ სიტყვებს! არსებობს წესები, რომელიც სულელების მოგონილი არ არის! წადი და შემდეგში ნაკლებად იყურე აქეთ-იქით, გაიგე?!
ანგელოზი არ ელოდა ასეთ გაკიცხვას. მართალია მან წესები დაარღვია, მაგრამ ბავშვის სიცოცხლე ხომ იხსნა?
მისი მფარველობაში მყოფი ბავშვი იზრდებოდა, ანგელოზი კი, ყოველთვის მის გვერდით იყო. ორჯერ მოუხდა მას, გოგონას ბედში ჩარევა, რომელიც გაიზარდა, გათხოვდა და ორი ვაჟი გააჩინა. ერთხელ ის უმართავი ავტომობილისგან გადაარჩინა, მეორედ — მძიმე მშობიარობის დროს, სიკვდილისგან იხსნა...

მისი მფარველობის ქვეშ მყოფი, ჯერ 34 წლის იყო და მფარველ ანგელოზს, მხოლოდ გადარჩენის ერთი შესაძლებლობა ჰქონდა დარჩენილი. ცოტაა ეს თუ ბევრი? ამაზე გამუდმებით ფიქრობდა ანგელოზი. ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა, მანქანას შეხვევა მოესწრო და მაშინ ტყუილად გადაარჩინა... ან, იქნებ ექიმებს, მისი დახმარება სულაც არ ესაჭიროებოდათ და რთულ სიტუაციას, მის გარეშეც გაართმევდნენ თავს?
სწორედ ასეთი ფიქრები არ ასვენებდა ანგელოზს, როდესაც ის ახალგაზრდა ქალს ახლდა. გვიან საღამო იყო. ისინი ერთ-ერთ ჩიხში შევიდნენ და უეცრად დაინახა კაცი, რომელსაც ხელში რაღაც უბზინავდა. ანგელოზი დაიძაბა. მაგრამ, სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან გადარჩენის ერთ შანსი კიდევ ჰქონდა. ქალმა დანა რომ დაინახა, დაიყვირა. ხოლო კაცმა, — ჩაიცინა:

— შენ არ შეგიძლია მისი დაცვა, შენ მხოლოდ ყურება შეგიძლია.
— რას ამბობ… — უპასუხა ქალმა.
— მე შენ არ გეუბნები, მე მას მივმართავ!
და ანგელოზი მიხვდა, რომ კაცი მას რაღაცნაირად ხედავდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მან მოძალადე იცნო. თუმცა, ის 10 წლის ასაკში ჰყავდა ნანახი, როდესაც ზღვაში ტალღებს ებრძოდა. მას ისეთივე ქერა კულულები ჰქონდა, ხოლო გამჭოლი, ლურჯი თვალების ფერი შესცვლოდა… როგორ შეეძლო იმ ბიჭს, მკვლელად გაზრდილიყო? — გაიფიქრა ანგელოზმა და ქალს გადაეფარა, და უეცრად იგრძნო, რომ ვერ დაიცავდა. მაგრამ წესი?! «გადარჩენა 3–ჯერ შეიძლება», — ამბობდა მფარველი. « »
კაცი სულ ახლოს მოვიდა. ქალი კი, თითქოს გაშეშდა. მას არც ყვირილი შეეძლო და არც გაქცევა. ანგელოზი გამალებული ფიქრობდა და აზრებით მფარველთან დაკავშირებას ცდილობდა. მაგრამ, «იქიდან» პასუხი არ იყო. იქნებ მაშინ, ბავშვი რომ გადაარჩინა, ამით საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის, მესამედ გადარჩენის საშუალება დახარჯა? — ფიქრობდა ის — მერე და, ახლა რა უნდა ექნა? ინსტრუქციაში რა წერია ამის შესახებ?
ანგელოზს უცებ გაახსენდა, თუ როგორ ჰკრა ერთხელ ხელი ჯიბის ქურდს, რომელიც ქალის გაქურდვას აპირებდა. მან ძალა მოიკრიბა და კაცს დაეტაკა. იგივე საქციელი კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა — მისი ძალაუფლება კაცზე არ ვრცელდებოდა. ანგელოზმა ზემოთ აიხედა და გონება გაუნათდა.
— ჩინებულია! — გაიფიქრა მან. მთელი გონება მოიკრიბა და მხოლოდ დარტყმაზე მიმართა — რა ბედნიერებაა, რომ დღეს დასუფთავების სამსახურმა ეს ყინულის ლოლოები არ ჩამოამტვრია…
— ყოჩაღ, კარგად მოიფიქრე. — გაიცინა მფარველმა.
— ე. ი. თქვენ მე არ მეჩხუბებით… ეეე… მეჩხუბებით იმის გამო, რომ ადამიანი მოვკალი?
— ის ცოცხალი არც უნდა ყოფილიყო. იმის მკვლელობისთვის როგორ უნდა დაისაჯო, ვინც დედამიწაზე აღარ უნდა ყოფილიყო?
ანგელოზი დაფიქრდა და ბოლოს როგორც იქნა იკითხა:
— იმ დღეს, როდესაც გადავარჩინე, რატომ არ იყო მასთან მფარველი ანგელოზი?
— სწორი შეკითხვაა, — უთხრა მფარველმა. — იცი რაშია საქმე? ასეთ ადამიანებს არა ჰყავთ მფარველი ანგელოზები. არ არის დაშვებული ასეთი დამპალი სულის ადამიანის დაცვა. როგორც თავად დარწმუნდი, ისინი ჩვენ გვხედავენ. ბრაზდებიან და შურისსაძიებლად იწევენ… ისიც არ იციან, ასე რისთვის იქცევიან.
— მერე რატომ ვერ შევძელი მისი მესამედ დაცვა? ხომ იყო მესამე შესაძლებლობაც? ნუთუ მასზე დავხარჯე?!
— თქვენ ანგელოზები, ასეთი ადამიანების წინაშე უძლურები ხართ. მათი მოკვლა მხოლოდ ზამთარში შეგიძლიათ, თუ ყინულს ჩასცხებთ თავში — გაეცინა მფარველს — თან ამას ყველა ვერ მოიფიქრებდა.
— ე. ი. მისი გადარჩენა კიდევ ერთხელ შემიძლია, არა?
— რატომ ერთხელ? თუ გინდა ასჯერ გადაარჩინე!
— მაგრამ ინსტრუქცია! თქვენ ხომ მითხარით — რომ გადარჩენა სამჯერ შეიძლება…
მფარველმა ხმამაღლა გაიცინა.
— თქვენ, ახლები, ერთნაირები ხართ… სასაცილოები. დარწმუნებული ვარ არ გახსოვს შენი ინსტრუქციები, იმიტომ რომ არანაირი ინსტრუქცია არ არსებობს. ხოლო «3–ჯერზე» იმიტომ გითხარი, რომ ყველა წვრილმანზე გადასარჩენად არ მივარდნილიყავი. გახსოვდეს, ადამიანები თავიანთი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ, შეცდომებს უშვებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ, გესმის? ხოლო ჩვენ, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩავერიოთ — უკიდურეს შემ–თხვე–ვა–ში. ახლები კი თავიანთი ჰიპერ პასუხისმგებლობით, სულ «თივის» გაფენას ცდილობენ და ადამიანის სულს განვითარების საშუალებას არ აძლევენ. აი ასეა… ხოლო, რაც შეეხება სხვის ბედში ჩაურევლობას, ამას სერიოზულად გეუბნებოდი.
— ე. ი. წესები მაინც არსებობს?
— აი, ჩერჩეტი! ეს რჩევაა, რჩევა…


image

არხის სხვა სიახლეები:


* "მამაკაცები ქალებს დაემსგავსებიან"... – წარღვნამდელ ხელნაწერში მოსალოდნელი კატასტროფის წინაპირობაა აღწერილი

* ბევრი იტყვის "მოგონილიაო" – 10 რეალური ისტორიული ფაქტი

* პასკის რეცეპტი (1 თვე ახალივით არის)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0