x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134613
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
ცნობული მსახიობების ტრავმები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე თამაშისას მიიღეს

image
მსახიობებიც შეიძლება დაშავდნენ გადასაღებ მოედანზე, იმისდა მიუხედავად ჰყავთ თუ არა საკუთარი დუბლიორი, ან კასკადიორი:

1. ჟერარდ ბატლერი

ფილმი 300-ის გადაღების შემდეგ მსახიობს წელის ტკივილი დაეწყო, რის გამოც ბატლერს სერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდა ტკივილგამაყუჩებლებზე. ექვსი წლის განმავლობაში მსახიობმა მედიკამენტებზე უარის თქმა ვერ შეძლო და საბოლოოდ დახმარებისთვის ნარკომანიის სპეციალისტებს მიმართა. ჩვევის მოშორების შემდეგ ბატლერმა წონაშიც დაიკლო.image

2. აილა ფიშერი

Now You See Me არის მშვენიერი ფილმი ძლიერი ეფექტებით. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი თითქმის ბოლო გახდა მსახიობ აილა ფიშერის ცხოვრებაში. წყლით სავსე შუშის კამერიდან გაქცევის სცენის დროს მსახიობი კინაღამ დაიხრჩო. ჯაჭვები, რომლებიც მის ფეხებს ბოჭავდა, ჩაიხლართა, რის გამოც მსახიობმა წყალქვეშ სამი წუთი გაატარა.image

3. ჰარისონ ფორდი

71 წლის ჰოლივუდის ვეტერანმა ჰარისონ ფორდმა ტერფი მოიტეხა ვარსკვლავური ომების: VII ეპიზოდის გადაღებისას. მსახიობი პირდაპირ გადასაღებ მოედანზე სამედიცინო ვერტმფრენით წაიყვანეს და ოქსფორდის ჯონ რედკლიფის ჰოსპიტალში გაგზავნეს. image


4. ჯორჯ კლუნი

თრილერი "სირიანას" გადაღება მსახიობს ძვირად დაუჯდა. პირველ რიგში, მას 10 კილოგრამის მომატება მოუწია რეჟისორ სტეფან გაგანის თხოვნით. მეორეც, კლუნი წარუმატებლად დაეცა სკამის საზურგეზე და დაიზიანა ზურგი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანება თავის დარტყმას უკავშირდებოდა. მსახიობის თქმით, წამების სცენებში მიღებული დარტყმის შემდეგ იგრძნო, რომ ინსულტი ჰქონდა. კლუნის ტანჯვამ სრულად გაამართლა: მან მიიღო ოსკარი CIA-ს აგენტის როლისთვის.image

5. რობერტ დაუნი უმცროსი

Iron Man 3-ის გადაღებები 2012 წელს შეჩერდა, რადგან მთავარმა მსახიობმა ფეხი დააზიანა, როდესაც საკუთარ ტრიუკს ასრულებდა. დასვენების დღე ეკიპაჟს დიდ ფულს უჯდება, რის გამოც სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ტრიუკები დუბლიორებმა უნდა შეასრულონ გადასაღებ მოედანზე.image

6. ნიკოლ კიდმანი

იცოდით, რომ მულენ რუჟში მსახიობის ახლო კადრების უმეტესობა გადაღებულია, როდესაც ის ინვალიდის ეტლში იჯდა? მსახიობს გადასაღებ მოედანზე რამდენიმე მტკივნეული მომენტის გატარება მოუწია. პირველი, მან ნეკნი მოიტეხა, როდესაც მსახიობმა ევან მაკგრეგორმა ცეკვის დროს მსახიობი დროულად ვერ დაიჭირა და ნიკოლი კიბეებზე დაეცა და ვერ შეძლო ფეხზე დარჩენა. დაცემის დროს კიდმანმა მუხლიც დააზიანა. დაიზიანა ნეკნიც კორსეტის შეკვრის დროს.image

7. შარლიზ ტერონი

”მე ნამდვილად მსიამოვნებდა გადაღებების დროს ყვირილი. მაგრამ "ფიფქია და მონადირე" გადასაღებ მოედანზე ამას ისე ხშირად ვაკეთებდი, რომ მუცლის ის კუნთი დავხიე, რომლის არსებობის შესახებ მანამდე არც კი ვიცოდი", - იხუმრა შარლიზმა ამერიკულ MTV-სთან ინტერვიუში. მაგრამ რეალურად, ტერონი არ აბუქებდა: გადაღებები რამდენიმე საათით შეწყდა.image




0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0