x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508656
ახლები

გორაკი
ჩემი სარკმლიდან თუ გაიხედავთ,
ნათლად შეამჩნევთ, ერთ მომცრო გორაკს
და გთხოვდით კამათს ნუ ამიტეხავთ,
თავი თუ მცირე რამეთი მომაქვს.

მე ბავშვობიდან ვეტრფი მის ძალას,
გამძლეობად და სიმტკიცედ რომ აქვს.
სევდა-დარდს მიქრობს, -ერთობ მიკრძალავს,
როცა გავცქერი იმ მომცრო გორაკს.

სხვა ცხოვრება
რაღაცას იძენ, რაღაცას კარგავ.
ხვდები, ვერ ხვდები, -გულის სუსხვაა...
ასე ცხოვრება კარგია მაგრამ,
ალბათ ცხოვრება მაინც სულ სხვაა.

ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ლილუაშვილი
ლაშა ლილუაშვილი
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0