x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სიტყვა

**
"გული, ლხინისკენ თუმცა გამიწევს,
ზოგჯერ დარდები მაინც გროვდება.
ალბათ, მკითხველი, ამას არ მიწყენს,
ჩემს ლექსს, ხან ცრემლიც, თუ მოჰგორდება."

**
"რა მასწავლა მოლხენამ
და რა მასწავლა ომმა?
ყველაფერი სწავლაა და
უფრო მეტად, შრომა."

**
"აღარ ვლოთობ,
აღარ ვწევ,
ახლა მხოლოდ,
ლექსებს ვწერ."

**
"თუმც დაღლილს ვგავარ მგზავრს,
მაინც ზეცისკენ ვილტვი.
ყველას თავისი გზა აქვს,
ყველას თავისი ტვირთი."

**
"სხვა რაღა მეთქმის...
დადუმდა ენა.
ცოცხალი ღმერთის,
ცოცხალი რწმენა."

ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ლილუაშვილი
ლაშა ლილუაშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0