x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
უსათაუროები 3
(უსათაუროები 3)

* *

"ვინ იცის, სიმპათიათ გექცეს...
ალბათ გამიგებ, –მიხვდები,
მე ვწერ პატარა ლექსებს,
რომ არ გადავღალო მკითხველი."


* *

"საქმე, ჩემებურად მოვიგვარე,
ზოგჯერ, მიღირდა წამეგო.
სიკვდილი ახლოს მოვიყვანე,
სიცოცხლე, რომ უფრო გამეგო."


* *

"ყველაზე მეტად, შენზე, ის ზრუნავს,
ვისაც ცოდვილიც ებრალვის, -უყვარს.
ვის შეუძლია დაგიცვას სრულად?
თუ არა უფალს,
თუ არა უფალს."


ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ლილუაშვილი
ლაშა ლილუაშვილი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0