x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
უსათაუროები

* *
"სიყვარულს ვადა არასდროს გაუვა,
ჩვენც ვიყოთ მარად, ამ ნიჭის ღირსი.
ადამიანის წყენას რა უნდა,
შენ გახარება მითხარი მისი."

* *
"გინდ ლხინი იყოს, თუნდაც მეტ-მეტად...
გინდ გაგვიჭირდეს, ბევრიც ვიწვალოთ...
ერთ დღეს მოგვიწევს წარდგომა ღმერთთან.
ერთ დღეს ჩვენც უნდა გარდავიცვალოთ."

* *

"სიკვდილი ახლოს იცოხნის.
ღვთისგან განდგომა დაგვსჯის.
არის გზა, -მარადი სიცოცხლის.
არის გზა, -მარადი ტანჯვის."

ლაშა ლილუაშვილი 2024

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ლილუაშვილი
ლაშა ლილუაშვილი
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0