x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"მე დავბრუნდები სიკვდილის მერე..." - გოდერძი ჩოხელი
image

2 ოქტომბერს დაიბადა გოდერძი ჩოხელი-ქართველი პროზაიკოსი, პოეტი, კინორეჟისორი და სცენარისტი, დღეს პოეზიის მოყვარულებს გაგახსენებთ (ზოგიერთისთვის ალბათ პრემიერაც იქნება) უდროოდ გარდაცვლილი ხელოვანის ერთ-ერთ ლექსს:


„მე დავბრუნდები სიკვდილის მერე

ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან,


მოვიტან ღმერთის ლამაზ სიმღერებს

და თვითონ ღმერთის იმედს მოვიტან.

მე დავბრუნდები საიქიოდან

ბალახად მოვალ ნისლად და წვიმად,

წამალბალახა ყვავილს მოვიტან

რომ ვუმკურნალო ვისაც რა სტკივა.

მე დავბრუნდები საიქიოდან

მაღალი ღმერთის სუნთქვას მოვიტან,

მე დავბრუნდები თავისუფალი

სიკვდილისა და სიმარტოვისგან.

მე აღარ წავალ საიქიოში,

ყველგან ვიქნები: ქარში, წვიმაში,

ვიქნები მზეში, მზის ამოსვლაში,

ცისკრის ვარსკვლავთან ვივლი დილაში.

მე აღარ წავალ, სულ აქ ვიქნები

საუკუნიდან საუკუნეში,

მაღალი ღმერთის სუნთქვა ვიქნები

სიყვარულს დავთეს ყველას გულებში.

მე აღარ წავალ საიქიოში,

ვიქნები ქვეყნად დილის სიოში,

არაგვის ერთი ტალღა ვიქნები,

ტალღა ვიქნები მტკვარში, რიონში.

მე აღარ წავალ,

მე აღარ წავალ,

მე აღარ წავალ საიქიოში!'

1
264
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
264
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:11
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1