x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134682
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508878
"გგონიათ თქვენს გინებას ვაპირებ? არა…” - ირინა სარიშვილი ვახტანგ გომელაურს

image


პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ონში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"შეგეძლოთ შველა და არ უშველეთ!


შეგეძლოთ გეცადათ და არ ცადეთ!


და ეს ყველას ეხება, მთავრებსაც და რიგითებსაც, ვინც თოჯინიანი კაცის გვერდით არ დადექით არ დამიტოვოთ ბავშვები ღამით მარტოო რომ გემუდარებოდათ!

მერე წახვედით სახლებში, ივახშმეთ, ბავშვებს მოესიყვარულეთ, ალბათ ცოლებსაც, დაიძინეთ, გაიღვიძეთ, ისაუზმეთ და დაბრუნდით ტალახში დაფლული ცხედრების საძებნელად.


გგონიათ თქვენს გინებას ვაპირებ? არა, რადგან ჩვენც ასე მოვიქეცით – ვივახშმეთ, დავიძინეთ, ოღონდ მეორე დილით აღვშფოთდით და დღეს თქვენთან ერთად ცხედრებს ვითვლით.

არაფრით თქვენზე უკეთესები არ ვიქნებით თქვენ თუ არ მოგიშორებთ და შოვის ტალახს არ გაგასინჯებთ, იმ ტალახს, ჩვენს პატარებს რომ გუდავდა სანამ თქვენ დანაყრებულებს გეძინათ!


თქვენც მძულხართ და საკუთარი თავიც, სანამ თქვენ ჩემი სამშობლო გაბარიათ!"- ვკითხულობთ ირინა სარიშვილის ფეისბუქპოსტში.


"ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში. ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. ამას მომზადება სჭირდება" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ონში ჟურნალისტებთან საუბრისას:


"ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს – კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე ჩვენი პოლიციელები იყვნენ. დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები", – განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმითაც, სტიქიის ზონაში ღამე ვერტმფრენები რისკების გამო არ მუშაობდნენ:


"რაც შეეხება იმას თუ რატომ არ დაფრინავდნენ ვერტმფრენები ღამე – ასჯერ მაქვს ახსნილი. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ. მაგრამ რისკია. ღამე არ არის ისეთი ხედვა. ხეობაა, მთებია, ხეებია. შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. იქაც გარისკეს პილოტებმა, იმიტომ რომ ადამიანი ცოცხალი იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა მოხდა უბედურება. შეიძლება იგივე განმეორდეს. როცა ადამიანების უსაფრთხოდ არიან მთაზე, რატომ უნდა გარისკო?" – განაცხადა მინისტრმა.


შეგახსენებთ, რომ გომელაური შოვში შეხვდა ასევე იმ მამაკაცს, რომელიც ღვრცოფში დღემდე უშედეგოდ დაეძებს თავის მესამე გარდაცვლილ შვილს მისივე თოჯინით ხელში, რომელსაც უთხრა რომ გადამწყვეტ ღამეს ვერტმფრენის გამოყენება გარისკვად არ ღირდა.

0
1057
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1057