x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
„იცით, რა მეწყინა ყველაზე მეტად?..“ - ქეთი დუმბაძე
image.

იცით, რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა – „რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციო?“, – აღნიშნულის შესახებ მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთი დუმბაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

.

მისივე თქმით, ცდილობს, სოციალურ ქსელში აღნიშნული პირების სტატუსები არ წაიკითხოს.



„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? – სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!“, – განაცხადა დუმბაძემ.

.

ქეთი დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლის დირექტორობას არ დათანხმდებოდა თუ არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ ნატა ლომოურის ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილი დრო დასრულებულია. ამ თემაზე დუმბაძე „ქრონიკას“ ესაუბრა.


„ოქტომბერში დაერქვა [ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორი], თორემ დანიშვნა მოხდა აგვისტოში. ეს ყველამ იცის და პირველ რიგში ნატაშამ იცის. ჩვენ მეგობრები ვართ. ასე არ არის, მტრებად რომ გაგვიყვანეს. 3 მინისტრი გამოვიცვალე კულტურის სამინისტროში და სამივე მთავაზობდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ მე ასე არ გავაკეთე არავითარ შემთხვევაში. იმისთვის, რომ მე იქ წავსულიყავი ნატაშა გაეშვათ, ასეთი რამ გამორიცხული იყო“, - ამბობს დუმბაძე.

.

მისი თქმით, ის შეხვდება და ითანამშრომლეს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და დასძენს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაურჩევია.

.

ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას მწერალთა სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა ქეთი დუმბაძემ.


საზოგადოების ერთი ნაწილის მის მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერას უკავშირდება. დუმბაძემ განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დუმბაძემ.

,

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნა ქეთევან დუმბაძე. დუმბაძე და წულუკიანი პარლამენტში კოლეგები იყვნენ. ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება.


მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.

0
545
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0