x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134688
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508885
"შეტევას აანონსებს! რატომ იცით?!"- რა ინფორმაციას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სრულიად სამარცხვინო და ყოვლად უღირსს განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და შოვში სტიქიის დროს გადარჩენილებზე კობახიძის შეტევას აანონსებს:


"შოვში ნაზიარები ირაკლი კობახიძე, არც მეტი არც ნაკლები, მსხვერპლზე შეტევას აანონსებს! ვინც გადარჩა საეჭვოდ მოეჩვენა და გადასამოწმებელიაო! არ აწყობთ რასაც გადარჩენილები ყვებიან ამ ნაძირლებს!

რატომ იცით?! გუშინდელის მერე და გუშინდლამდეც რომ ყველას ვინც იმსახურებს ის შოვის ტალახი არ შევაზილეთ სახეში! ყველას! ჩინოვნიკიანანაფორიანად!

ჩვენ აქ ვაკაკუნოთ და მოვთქვათ!

ვაი, ჩვენს პატრონს!"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ დღეს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, სადაც ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს პასუხობდა. მისი თქმით, 3 აგ­ვის­ტოს "ვი­საც მის­წვდა ღვარ­ცო­ფუ­ლი მასა, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­დათ":


"იყო ასე­ვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს ერთ-ერთი ბავ­შვი 3 სა­ა­თი ებ­რძო­და ღვარ­ცოფს, რაც არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტყუ­ი­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო იქ პრო­ცე­სი. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სტი­ქია იყო მყი­სი­ე­რი... სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვი­ღაც 3 სა­ა­თი ებ­რძო­და სტი­ქი­ას, უბ­რა­ლოდ არის ცა­რი­ე­ლი ტყუ­ი­ლი", - განაცხადა კო­ბა­ხი­ძემ.


მმართველი გუნდის ლიდერმა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასევე მე­წყერ­ში დის­შვილ­თან ერ­თად მო­ყო­ლილ და­ვით ჯე­ლა­ძის შე­სა­ხებაც და ის სიცრუეში ამხილა, მისი თქმით, მას ეეჭ­ვე­ბა რე­ა­ლუ­რად გა­და­ლა­ხა თუ არა მან გზა სას­ტუმ­რო "სან­სეთ შო­ვის" სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს გა­დას­ვლის მიზ­ნით. გან­ცხა­დე­ბას "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად და­ვით ჯე­ლა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომელმაც მას ასე უპასუხა: "ვა­ი­მეე, ამას რას მო­ვუს­მი­ნე, ეს რა თქვი, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ! დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო; ერთი 6 ადამიანი დავინახე, ჩემ თვალწინ როგორ დაიღუპა".


კობახიძის განცხადებას ასევე სტი­ქი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლები - გიო ადა­მია და მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძეც გამოეხმაურა, რომელიც მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მე­წყერ­ში მოჰყვა:


"ჩემი თვა­ლით ვხე­დავ­დი, რო­გორ და­ცო­ცავ­და ტასო მე­წყერ­ში სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს, ვერ მი­დი­ო­და, გაწ­ვა, ყვე­ლა­ფე­რი სცა­და. ჩვენ ვი­დე­ქით კალ­ცის წყალ­თან ხიდ­ზე, იქ ყვე­ლა­ფე­რი მე­წყერ­მა და­ფა­რა ნა­ხე­ვარ წუთ­ში. ოდ­ნავ შე­მაღ­ლე­ბუ­ლის­კენ რომ გა­ვი­წი­ეთ, ისევ მე­წყერ­მა გა­დაგ­ვი­ა­რა და 20 მეტრზე მეტი გვათ­რია. და­ვი­თი და მაშო უფრო შორს წა­იყ­ვა­ნა. ჩვენს ირ­გვლივ ყველ­გან მე­წყე­რი იყო, გა­ყი­ნულ ტა­ლახ­ში ვი­დე­ქით და ვე­ლო­დე­ბო­დით ვერ­ტმფრენს 3 სა­ა­თი.


შენ არ გან­გიც­დია, რას ნიშ­ნავს ბავ­შვი ზურ­გზე გეჯ­დეს და მუხ­ლამ­დე ეფ­ლო­ბო­დე მე­წყერ­ში, ყო­ველ ფე­ხის ჩად­გმა­ზე ქვე­ბი გსე­რავ­დეს, სი­ა­რუ­ლის ძალა არ გქონ­დეს, ყო­ველ წამს ახა­ლი ტალ­ღის გე­ში­ნო­დეს. არც ის გან­გიც­დია ბავ­შვით ხელ­ში, შენს წინ მე­წყრის ორ­მეტ­რი­ან ტალ­ღას უყუ­რებ­დე, ხე­დავ­დე რო­გორ მო­ი­წევს შენ­სკენ და ვერ­სად გარ­ბო­დე. სი­ცო­ცხლის­თვის ბრძო­ლა სპე­კუ­ლა­ცია არ არის", -დაწერა გიო ადამიამ.


რაც შეეხება მარიამ ბე­რი­ა­ნი­ძეს მან კობახიძის დღევანდელ განცხადებებს "ფსკერი" უწოდა და მას ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა:


"3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა 3 მეტრიანი იყო, მეწყრის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა მეწყრის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!


3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყრის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ. ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ სად არის ის ნაპირი სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყრის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!


იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა რადგან მეწყრის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა! ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა", - დაწერა მარიამ ბე­რი­ა­ნი­ძემ სოციალურ ქსელში.


რაც შეეხება გომალაურის შესაძლო გადადგომას კობახიძემ განაცხადა რომ "ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი გამორჩეული მინისტრია":


"ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი არის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც ეს და­ამ­ტკი­ცა სხვა­დას­ხვა ტი­პის ვი­თა­რე­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თგზის აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ცა­რი­ე­ლი სპე­კუ­ლა­ცია. თქვენ იცით, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იყო სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, მათ შო­რის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი იყო სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რაც არის, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ რა­ღა­ცებ­ზე სა­უ­ბა­რი არის სრუ­ლი­ად უად­გი­ლო და მხო­ლოდ ასეთ­მა ე.წ ექ­სპერ­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ვი­თა­რონ ასე­თი აზ­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­ში გამართულ ბრიფინგზე.


0
976
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
976