x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"სამგლეს და საძაღლეს, მწერალთა სასახლეს.."-როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ქეთი დუმბაძის მწერალთა სასახლის დირექტორად დანიშვნას
image


"სამგლეს და საძაღლეს,

მწერალთა სასახლეს

ვერასდროს დაღლილი


ვერ მიეყუდები.

აქ არს მოდებული

გაბოროტებული

ეგრეთ წოდებული

ბერიას კუდები."-გალაკტიონის ამ ლექსით ეხმაურება ნიკა გვარამია მწერალთა სასახლის ახალი დირექტორის დანიშვნას.


ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის, მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნაზე უკმაყოფილება გამოხატეს მწერლებმა ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი.მაგალითად ბუღაძე განაცხადა: "მწე­რალ­თა სახ­ლში, რო­გორც იქნა, "დაბ­რუნ­დე­ბა" საქ სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სული... "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ახა­ლი ოფის-შტა­ბი მი­ა­მა­ტა თა­ვის პარ­ტი­ულ ოფი­სებს. ვიდ­რე "ოც­ნე­ბა" იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში - ქვეყ­ნის და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­თა ერო­ზია-დეგ­რა­და­ცია გაგ­რძელ­დე­ბა... თ. წუ­ლუ­კი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი და დესტრუქ­ცი­უ­ლი მმარ­თვე­ლია, ვინც კი ამ სფე­რო­ში ყო­ფი­ლა, მწე­რალ­თა­კავ­ში­რუ­ლი რე­სენ­ტი­მენ­ტე­ბით ცდი­ლობს "ბუ­ნე­ბა­ზე, ყვა­ვი­ლებ­ზე და ჩი­ტებ­ზე" პოს­ტე­ბის მდე­ბე­ბი­სა და ლექ­სე­ბის მკე­თე­ბე­ლი აპო­ლი­ტი­კუ­რი "კულ­ტუ­რის მუ­შა­კე­ბის" გუ­ლის მო­გე­ბას... რო­მე­ლი­მე რუ­სულ კა­ნონ 2-ს ალ­ბათ უკვე ტა­შის­კვრით მი­ი­ღე­ბენ მწე­რალ­თა სახ­ლის დარ­ბაზ­ში, რო­გორც ეს "ძველ და საყ­ვა­რელ" საბ­ჭო­თა მა­მე­ბის და ადრე თუ გვი­ან-შე­ვარ­დნა­ძე­ულ ეპო­ქა­ში ხდე­ბო­და. გი­ლო­ცავთ, ამ­ხა­ნა­გე­ბო!"


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნა ქეთევან დუმბაძე. დუმბაძე და წულუკიანი პარლამენტში კოლეგები იყვნენ.

ქეთევან დუმბაძე და თეა წულუკიანი პარლამენტში


ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება.



0
501
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0