x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134698
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509001
The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 - ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2

საინტერესო ფაქტები

image⚜️მაკენზი ფოის გარდა, კიდევ 10 მსახიობი იყო გამოყენებული რათა რენესმე კალენი სხვადასხვა ასაკში ეჩვენებინათ. ხოლო ჩვილი ბავშვი კი მთლიანად კომპიუტერული გრაფიკით იყო შექმნილი.

⚜️
ხანდახან როდესაც კრისტენ სტიუარტს ხელში ბავშვი უნდა სჭერებოდა, რეალური ბავშვის მაგივრად ანიმატრონული თოჯინა ეკავა. შემდეგ მოითხოვა, რომ ხელში რეალური ბავშვი დაეჭირა რადგან უფრო იოლი იქნებოდა მისთვის როლის თამაში რაზეც რეჟისორი დასთანხმდა.

⚜️
წარწერა “Plus que ma propre vie” რაც მედალიონის შიგნით არის, რომელსაც ბელა თავის შვილს აძლევს არის ფრანგულად და ნიშნავს „მეტი ვიდრე ჩემი საკუთარი სიცოცხლე“.

⚜️თავდაპირველად რეჟისორს სურდა, რომ ბოლო ბრძოლის სცენა ყოფილიყო რეალური და არა წინათგრძნობა. მაგრამ პროდიუსერებმა მოითხოვეს, რომ დასასრული არ უნდა განსხვავებულიყო წიგნისგან. რეჟისორმა ბილ კონდონმა თქვა, რომ მას მოსწონდა უფრო მკაცრი და ბნელი დასასრული სადაც კალენების ოჯახის უმეტესი ნაწილი დაიღუპებოდა და ფილმს განსხვავებულობას შესძენდა, მაგრამ წიგნის ავტორიც კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა და დაჟინებით მოითხოვა, რომ ფილმი დასრულებულიყო წიგნში ასახული მოვლენების მიხედვით.

⚜️
„ბინდი“-ს სერიების ეს ნაწილი გახდა ყველაზე მაღალ შემოსავლიანი დანარჩენ სერიებთან შედარებით.

⚜️სანამ „ბინდი: განთიადი“-ის რომელიმე ნაწილი გამოვიდოდა, მაკენზი ფოი თაყვანისმცემლების ფავორიტი იყო რენესმეს როლის შესრულებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ხშირად შედიოდა საოცნებო შესარჩევი მსახიობების სიაში, რომლებსაც თაყვანისმცემლები ქმნიდნენ და ნახსენები იყო მრავალ ონლაინ ფორუმებსა და შეტყობინებებში, რომლებიც ტრიალებდნენ სერიალის გარშემო.

⚜️
ფილმის გადაღების პერიოდში, ჯექსონ რეთბოუნი (ჯასპერი) დაქორწინდა და შეეძინა ვაჟი მონრო ჯექსონ რათბოუნი. ბავშვის ნათლია კი ნიკი რიდი იყო, როზალის როლის შემსრულებელი.

⚜️ფილმის გახსნით სცენაში ჩანს როგორ მირბის გავამპირებული ბელა ტყეში ფეხშიშველი რათა თავის ძალებში გაერკვიოს. სინამდვილეში კი საერთოდ არც იყო ტყეში ფეხშიშველი. ის უბრალოდ სავარჯიშო ხალიჩაზე დარბოდა და დეკორაცია მთლიანად კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით ტყის გარემოთი შეცვალეს.

⚜️
იმ დროს უკვე ცნობილ მსახიობს დაკოტა ფენინგს, ფილმში მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს - „ტკვილი“.

⚜️
ყალბ დოკუმენტებში, რომლებსაც ბელა იღებს ჯ. ჯენკსისგან, ჯეიკობის გვარი მოხსენიებულია, როგორც "ვულფი" ანუ მგელუკა - რაც გულისხმობს მის ზებუნებრივ სტატუსს. წიგნში კი ჯეიკობს ამ სახელს ბელა არქმევს, რადგან ფიქრობს, რომ ჯეიკობისთვის ეს სახელი სასაცილო იქნება.

⚜️
ბელა, ჯენკს რესტორანში ხვდება, მაშინ როდესაც წიგნში მათი შეხვედრა ჯენკის ოფისში ხდება.

⚜️
რეჟისორმა ბილ კონდონმა სანამ მაკენზი ფოის მოიყვანდა გადასაღებ მოედანზე მისი სცენების გადასაღებად, დააწესა „გინების ქილა“. ყველა მსახიობი და გადამღები ჯგუფის ყველა წევრი გააფრთხილა, რომ თუ ვინმესგან ერთ უწმაწურ სიტყვას მაინც გაიგებდა, ადგილზევე დააჯარიმებდა და ჯარიმის თანხას ქილაში მოათავსებდნენ. ამ მეთოდით უნდოდა, რომ ბავშვს არ მოესმინა უფროსებისგან რაიმე სახის გინება და ბავშვი დაეცვა ცუდი გამონათქვამების მოსმენისგან. როდესაც უკვე მაკენზი ფოი გადასაღებ მოედანზე მოიყვანეს ყველა გადაჩვეული იყო უკვე უწმაწურ გამონათქვამებს და „გინების ქილაში“ კი იმდენად დიდი თანხა იყო მოგროვილი, რომ ბოლოს ეს მთლიანი თანხა ბავშვთა საავადმყოფოს გადაურიცხეს.

????ფილმის ბიუჯეტი: ????136 მილიონი - ????829.7 მილიონი.



ავტორი: ბესო ჭიკაიძე


შეგიძლიათ ნახოთ

imageსკანდალური სერიალი Netflix-გან. " M e s s i a h "

სერიალი „LUCIFER" საინტერესო ფაქტები

John Wick - ჯონ ვიკი

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0