x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135029
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509391
სკანდალური სერიალი Netflix-გან. " M e s s i a h "

imageსერიალი „მესია“, რომელიც 10 სერიისგან შედგება, დიდი სკანდალი გამოიწვია როგორც ქრისტიანებში ასევე განსაკუთრებით მუსულმანურ სამყაროში. მისი გამოსვლისთანავე იგი დაბლოკილი და აკრძალული იქნა ბევრ ქვეყანაში. მისი პრემიერა შედგა 2020 წლის 1 იანვარს, რაც შეგნებულად იყო დაგეგმილი ასე. 26 მარტს კი სერიალი დაბლოკილად გამოცხადდა. მუსულმანურმა აუდიტორიამ ეს სერიალი ნეგატიურად შეაფასა და ასევე იორდანიის სახელმწიფომ ნეტფლიქს მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა მუსულმანური ქვეყნებისთვის ამ სერიალის მისყიდვა. ეს პროექტი შეიცავს რელიგიურ, სარწმუნოებრივ და მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებს. მაგრამ ამ თემების განვითარება და ურთიერთქმედება იმდენად დახვეწილი და ოსტატურია ამ სერიალში, რომ მისი ყურება ძალიან ამაღელვებელია.

სერიალის სიუჟეტი საკმაოდ უჩვეულოა. შუა აღმოსავლეთში, სადაც დაძაბული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა და ხალხი გადარჩენის ზღვარზეა, გამოცხადდა ადამიანი, რომელსაც მესია ეწოდება, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველს ან ღმერთს ცხებულს. ქადაგებებისა და სასწაულების მეშვეობით, იგი ათასობით მიმდევარს პოულობს ჯერ პალესტინაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში. ხალხი მოდის მთელი მსოფლიოდან მხოლოდ ღვთის მაცნე რომ იხილოს, თუნდაც რომ უბრალოდ შეეხონ მაინც, სთხოვონ დახმარება. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ შეეძლო არ დაინტერესებულიყო ასეთი ფენომენით და CIA- ს ერთ-ერთი აგენტი იწყებს ე.წ წინასწარმეტყველის ჯაშუშობას და ცდილობს რაც შეიძლება მეტი გაარკვიოს მის შესახებ.


ამერიკელ აგენტს და ისრაელის სადაზვერვო აგენტს სჯერათ, რომ ის არის ტერორისტი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მისი ყოველი სასწაული მხოლოდ არაჩვეულებრივი ოსტატური ხრიკია. ვინ არის სინამდვილეში ის? კრიმინალური შარლატანი თუ მართლაც ღმერთის მაცნე. როგორც კი გარკვეულ დასკვნამდე მიხვალთ, სცენარისტები თქვენს აზრს 180 გრადუსით შეცვლიან. ეჭვქვეშ დადგება თქვენი ყველა აზრი და ეს თამაში გაგრძელდება სეზონის ბოლომდე. ასე რომ თქვენ ვერ გაიგებთ სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. სიუჟეტური ირონია იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ თქვენ თვითონ აყენებთ თქვენს რწმენას ეჭვქვეშ და გიჭირთ სწორად განსჯა.

გირჩევთ ნახოთ ეს სერიალი, რადგან ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ ამ სერიალის გამოსვლა 2020 წლის 1 იანვარს ეს იყო მინიშნება იმის, რომ უკვე ძალიან ახლოა ბოლო ჟამი და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება უკვე დაწყებულია.

ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0