x
კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის ძირითადი პრინციპები
კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის (CBT) მთავარ პრინციპს გადმოგვცემს შემდეგი წინადადება: „ჩვენ ის ვართ, რასაც შთავაგონებთ საკუარ თავს, რომ უნდა ვიყოთ და ვაკეთებთ იმას, რაც გვგონია, რომ უნდა ვაკეთო“. CBT განაწყობს რა ადამიანს წარმატებულობის შეგრძნებისაკენ, ცვლის ინდივიდის წარმოდგენებს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, რაც ზრდის პიროვნების ეფექტურობას. CBT აერთიანებს ორ მთავარ მიდგომას:

  • აზრებისა და განწყობების გავლენის იდენტიფიცირება, მოტივაციასა და ქცევაზე.
  • პირობითი განმტკიცების გზით, ქცევის მოდიფიკაცია.
image

არასასურველი ქცევითი პატერნის მოდიფიცირება ხდება, ამ ქცევის საფუძვლადმდებარე აზრებისა და განწყობების კოგნიტური რეკონსტრუირების გზით. ეს გულისხმობს საკუთარ თავზე უარყოფითი გამონათქვამების შეცვლას, ქმედითი გამოთქმებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება პიროვნების დამოკიდებულების შეცვლა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენებისადმი.


თერაპიის პოცესში, თრაპევტმა უნდა დაადგინოს, რა სახის აზრები უბიძგებს კლიენტს დისფუნქციური ქცევებისაკენ და როგორ გამოხატავს იგი პრობლემას. ასევე, ხდება ახალი კონსტრუქციული დებულებების შემუშავება, რომელიც შემდგომში ჩაანაცვლებს თვითპატივისცემის შემამცირებელ ან თუნდაც შფოთვის (ემოციური დისტრესის) გამომწვევ, თვიგამკიცხავ დებულებებს.


ემოციური დისტრესი შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა წარმოდგენებმა ან არსებული რეალობისა და საკუთარი წარმოსახვების (მოლოდინების) ერთმანეთისგან გამიჯვნის პრობლემამ.


თერაპიისას მნიშვნელოვანია აქცენტის გადატანა წარსულის უარყოფითი მომენტებიდან, მომავლის დადებით ასპექტებზე (ვინაიდან, წარსულის მოვლენების შეცვლა შეუძლებელია), მიღწევადი მიზნების დასახვა და შედეგების რეალისტურად შეფასება, რაც ზრდის თვითეფექტურობას. საკუთარი თავის რწმენა (თვითეფექტურობა), თავის მხრივ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა ძალისხმევას გავიღებთ მიზნის მისაღწევად და რამდენად შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ დაბრკოლებას.


ინდივიდის მცდარი აზრები, შეიძლება ეფუძნებოდეს:

  • უსაფუძვლო განწყობებს („იდეალური გარეგნობა სოციალურად სასურელობის აუცილებელი წინაპირობაა“).
  • მცდარ წინაპირობებს („თუ წარმატებული არ ვიქნები, არავინ მომაქცევს ყურადღებას").
  • ხის წესებს, რომლებიც ავტომაურად გადადის ქცევაში („აუცილებელია, რომ ბევრი იშრომო და ყველა დავალება შეასრულო).
0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა სამუშია
ლელა სამუშია
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0