x
პიროვნული მიღწევის მოტივაცია

მოტივაციის სამი ძირითადი ძალიდან, პიროვნული მიღწევის მოტივაცია ერთ-ერთი უმნიშველოვანესია. ფსიქოლოგი ჰენრი მარეი მის შემდეგნაირად განმარტავს - იგი არის მიღწევის მოხოვნილების ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის წარმატების მიღწევაზე. ადამიანთა მიღწევის მოტივაციის შესაფასებლად, მკვლევრებმა შექმნეს თემატური აპერტენციის ტესტი (TAT), რომელშიც მონაწილეებს წარუდგენდნენ ორაზროვან გამოსახულებებს და სთხოვდნენ მათ აღწერას. ეს ტესტი ეფუძნებოდა აზრს, რომ აღწერისას პიროვნება ეყრდნობა საკუთარ ღირებულებებს, ინტერესებსა და მოტივებს. (ფანტაზიისა და ოცნების კვლევთ კი შესაძლებელია ადამიანის მოქმედებების ახსნა).

image

მაკლელანდი სამი მოთხოვნილების თეორიაში, ძალაუფლებისა და აფილაციის მოთხოვნილებასთან ერთად, გამოყოფს მიღწევის მოთხოვნილებას - nAch (need for achievement), როგორც ადამიანის სურვილს, შეასრულოს რთული დავალებები წარმატებით. იგი ასახავს განსხვავებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის მიზნის დასახვა და მის მისაღწევად გაწეული შრომა. მაგალითად, მაღალი nAch - ის მქონე ადამიანები უფრო მეტად აღწევენ წარმატებას პროფესიულ ასპარეზზე, ვიდრე დაბალი nAch-ის მქონენი. ამასთანავე, ისინი დავალებას, როცა ის რთულია, თავს ანებებენ, ორიენტირებულნი არიან ეფექტურობაზე და ცდილობენ, ნაკლები ძალისხმევით მიიღონ დამაკმაყოფილებელი შედეგი. აღსანიშნავია, რომ აღზრდა და nAch კორელირებს ერთმანეთთან. კერძოდ, აღზრდის სტილი, რომელიც მოითხოვს მიზნის მიღწევისთვის მკაცრი წესების შესრულებას, დაკავშირებულია მაღალ nAch-თან.

image

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა სამუშია
ლელა სამუშია
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0