x
წარმატებისა და მარცხის ატრიბუცია
ატრიბუცია ნიშნავს მსჯელობას რაიმე შედეგის მიზეზის შესახებ. ამ დროს უნდა განისაზღვროს თუ სად მდებარეობს კონტროლის ლოკუსი (ანუ მომხდარის მიზეზი). იგი მოიცავს სამ კომპონენტს, ესენია: ორიენტაცია, რომელიც გულისხმობს ინტერნალურ (შინაგან) ან ექსტერნალურ (გარეგან) ძალებზე კონცენტრირებას. სტაბილურობა - უცვლელი (მდგრადი) მიზეზობრივი ფაქტორი ან ცვალებადი (არასტაბილური) და გლობალური ანუ ზოგადი ან სპეციფიკური (კონკრეტული) ატრიბუცია.


ის, თუ როგორ განვსაზღვრავთ მომხდარის მიზეზს, გავლენას ახდენს ჩვენს როგორც გუნება-განწყობაზე, ასევე მოივაციაზე. ახსნის თვალსაზრისით, განსხვავდება პესიმისტური და ოპტიმისტური სტილი. მაგალითად, წარმატებას პესიმისტური განწყობის მქონე ადამიანი ახსნის, როგორც გარეგანს, ცვალებადსა და ზოგადს. იგი მას იღბალს მიაწერს, ვიდრე საკუთარ ძალისხმევას, მაშინ, როცა მარცხს ის ხსნის, როგორც შინაგან, უცვლელსა და ზოგადს. ამ ყველაფეის მიზეზად კი ძალისხმევას უფრო მიიჩნევს, ვიდრე ზემოთხსენებულ იღბალს. ისინი ხშირად ფიქრობენ: „მე ამას ვერ შევცვლი და ეს გავლენას მოახდენს ყველაფერზე“.


სიტუაცია იცვლება ოპტიმისტური ახსნის სტილის შემთხვევაში. წარმატება აღიქმება, როგორც პიროვნული (შინაგანი), უცვლელი და ზოგადი, ხოლო მარცხს ხსნიან გარეგანი მიზეზებით, ცვალებადსა და კონკრეტულს. მათთვის დამახასიათბელია შემდეგნაირი გაწყობა: „თუ მეტ ძალისხმევას გავწევ, მომავალში უკეთ გავართმევ თავს. ერთი წარუმატებლობა ვერ მოახდენს გავლენას ჩემზე“.


ატრიბუციის დადებითი ინტერპრეაცია პროდუქტიულობისა და მოტივაციის მაღალი დონის საწინდარია. რეალურად, მნიშვნელოვანი არ არის შედეგის მიზეზი სად მდებარეობს, არამედ არსებითია, თუ როგორ ინტერრეტაციას აძლევს მას ინდივიდი.


image

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა სამუშია
ლელა სამუშია
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0