x
კრეატიულობა
image


რას ნიშნავს კრეატიულობა? სიტყვა კრეატიულობა ლათინური სიტვიდან-creatio მომდინარეობს, რომელიც შექმნას ნიშნავს. კრეატიულობა, ეს არის უნარი, წარმოადგინოთ ახალი, განსხვავებული, უჩვეულო იდეები და მათი გახორციელების გზები, შექმნა ახალი, ღირებული და აქტუალური პროდუქტი. ეს არის შესაძლებლობა ნებისმიერი სასიცოცხლო პროცესის, ნებისმიერი საკითხის ავტორისეული ხედვის გადმოცემისა.

კრეატიულობის მრავალი სხვადასხვა განმარტება არსებობს. კრეატიულობა განისაზღვრება, როგორც ადამიანებს შორის ინდივიდუალური განსხვავებები, რომელიც ხსნის იმას, თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს, სხვებთან შედარებით, დიდი პოტენციალი ადრე უკვე გადაჭრილი პრობლემების ახალი გზით მოგვარებისა. (Hennessey & Amabile, 2010).

კრეატიულობა ე. თორანსის მიხედვით ადამიანის მიერ უკვე არსებულ ცოდნაში ხარვეზების, ნაკლოვანებების, დისჰარმონიის აღქმის უნარია;
სიმპსონის მიხედვით კრეატულობა არის პიროვნების შესაძლებლობა, დაძლიოს აზროვნების სტერეოტიპული საშუალებანი; დინ კეიტ სიმონტონი (Dean Keith Simonton) გვთავაზობს 2 სახის კრეატიულობას:

  • პატარა c კრეატიულობა (little-c creativity), რომელიც ხშირად გონებრივი, ფსიქიკური ჯანმრთელობის საზომად გამოიყენება, მოიცავს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრასა და ასევე ცვლილებებთან შეგუების უნარს;
  • დიდი C კრეატიულობა (big-C creativity), რომელიც უფრო იშვიათი ფენომენია. ის ვლინდება მაშინ, როდესაც პიროვნება გადაჭრის ისეთ პრობლემას ან შექმნის რაიმე ისეთ ღირებულს, რასაც უდიდესი გავლენა ექნება ადამიანთა ფიქრებზე, გრძნობებზე და ცხოვრებაზე. როგორც სიმონტონი ამბობს, „პატარა c დონეზე კრეატიულობა გულისხმობს საბაზისო ქმედებებს, ხოლო დიდი C დონის კრეატიულობა არის ის, რაშიც ჩვენ ნობელის პრემიას ვიძლევით“.

  • სამი კრიტერიუმის თეორია, რომელიც ყველაზე პოპულარული და გამოყენებადია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კრეატიულობის სამ კრტიერიუმს გამოიყოფს: 1.ორიგინალურობა/უნიკალობა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ასოციაციების პროდუცირების უნარს; 2. გამოყენებადობა/სარგებლიანობა, რომელშიც მოიზარება ის, რომ იდეა ფასეული, გამეყენებადი უნდა იყოს; და 3. სიურპრიზი, რომელიც გულისხმობს იმას რომ იდეა უნდა იყოს მოულოდნელი/გასაოცარი და არათვალსაჩინო.

    კრეატიულობა ხშირად ასოცირდება დივერგენციულ აზროვნებსათან, თუმცა კრეატიულობას ვერ განვსაზღვრათ ისე როგორც დივერგენციულ აზროვნებას. დივერგენციული აზროვნება განისაზღვრება, როგორც პრობლემის სხვადასხვაგვარი უჩვეულო გადაწყვეტის უნარი, რომელიც კონცენტრირდება ალტერანტიული პასუხების დიდი რაოდენობის წარმოქმნაზე, მათ შორის ორიგინალური, მოულოდნელი ან უჩვეულო იდეების ჩათვლით. ამრიგად, დივერგენიცული აზროვნება ასოცირდება შემოქმედებითობასთან, კრეატიულობასთან, მაგრამ კრეატიულობა და დივერგენციული აზროვნება იდნეტური ცნებები არ არის.

    0
    39
    1-ს მოსწონს
    ავტორი:შენგელია თეკლა
    შენგელია თეკლა
    39
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0