x
დივერგენციული და კონვერგენციული აზროვნების პროცესები
image


აზროვნება კოგნიტური პროცესია, რომლის მიზანიც არის ამოცანის, პრობლემის გადაჭრა, დაკსვნების გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება. აზროვნების პროცესი შინაგანად, გონებაში ხორციელდება, მაგრამ შედეგი თვალსაჩინოდ, ქცევით ვლინდება. ფართო გაგებით აზროვნება ადამიანის გამოცდილებისთვის ახალ სიტუაციაში ორიენტაციის უნარია (უ. ჯემსი), ვიწრო გაგებით კი, აზროვნება ახალი ამოცანის გადაწყევტის უნარია (დ. უზნაძე, ო. ზელცი). აზროვნების პროცესი მაშინ იჩენს თავს, როდესაც თვალსაჩინოდ მოცემული ინფორმაცია არასრულია, ხარვეზიანია, აზროვნება ამ ხარვეზების შევსებაში მდგომარეობს.

როდესაც ჩვენ ახალ, უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც არ ვიცით რა მოვიმოქმედოთ და ვერც გამოცდილებიდან ვიხსენებთ როგორ შეიძლებოდა ამ სიტუაციის გადაწყევტა (ეს არის ზუსტად ამოცანა), ჩვენ ვწყვეტთ მოქმედებას და ვფიქრობთ რა შეიძლება ეს იყოს? როგორ შეიძლება გადავჭრათ ეს პრობლემა? ამ დროს იწყება აზროვნების პროცესი. ადამიანი აზროვნებისას იყენებს არსებულ ცოდნასა და კონტექსტს.

ცნობილი ფსიქოლოგი, გილფორდი თავის წიგნში „ადამიანის ინტელექტის ბუნება“ აზროვნების ორ, ძირეულად განსხვავებულ, ტიპს გამოყოფს: კონვერგენციულს და დივერგენციულს. კონვერგენციული აზროვნება იმ შემთხვევაში აქტიურდება, როცა ამოცანის გადაწყვეტა ერთადერთი სწორი პასუხის პოვნას მოითხოვს (ვთქვათ ისე, როგორც ეს მათემატიკური ამოცანის შემთხვევაშია). კონვერგენციული აზროვნების უნარს გილფორდი ტესტურ ინტელექტთან აიგივებს, ანუ ინტელექტთან, რომლის გაზომვა შესაძლებელია IQ ტესტების საშუალებით. დივერგენციულ აზროვნებას გილფორდი განსაზღვრავს როგორც ერთდროულად „სხვადასხვა მიმართულებით“ განხორციელებულ აზროვნებას. ასეთი აზროვნება პრობლემის გადაწყვეტის გზების ვარირებას უშვებს და მოულოდნელ დასკვნებამდე და შედეგამდე მივყავართ.


დივერგენციული აზროვნება განისაზღვრება, როგორც პრობლემის სხვადასხვაგვარი უჩვეულო გადაწყვეტის უნარი. დივერგენციული აზროვნება კონცენტრირდება ალტერანტიული პასუხების დიდი რაოდენობის წარმოქმნაზე, მათ შორის ორიგინალური, მოულოდნელი ან უჩვეულო იდეების ჩათვლით. ამრიგად, დივერგენიცული აზროვნება ასოცირდება შემოქმედებითობასთან. ამ ტიპის აზროვნებას კრეატიულსაც უწოდებენ, რაგდან გამოირჩევა იდეების სიმდიდრითა და აზრის ორიგინალურობით.

დივერგენციული აზროვნების მახასიათებლებია: 1. ინსტიტქტურობა- იდეები წარმოიქმნება სპონტანურად; 2. თავისუფლად მიედინება- მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნია პასუხი, სხვა პასუხების მოძებნის შესაძლებლობა ჯერ კიდვე განიხილება; 3. კომპლექსურობა- კონცეფციები მრავალხმრივია და მოიცავს მრავალ თვასაზრისს.

კონვერგენციული აზროვნება მიმართულია მხოლოდ ერთი სწორი პასუხის პოვნისკენ, კონვერგენციული აზროვნებისთვის აუცილებელი პირობაა კარგად განსაზღვრული პრობლემა. კონგვერგენიცული აზროვნება მიმდინარეობს მრავალი იდეისა თუ ფაქტის გადამოწმების შედეგად, ლოგიკური და წესებით გათვალისწინებული პროცესია. ამ ტიპის აზროვნებას ანალიტიკურსაც უწოდობენ.

კონვერგენციული აზროვნების მახასიათებლებია: 1. სისწრაფე- დივერგენციულ აზროვნებასთან შედარებით, კონვერგენციული აზროვნება უფრო მეტად ფოკუსირდება სიჩქარეზე, რადგან ის მიზნად ისახავს მოკლე დროში ყველაზე პირდაპირი და ეფექტური პასუხის გადამოწმებას; 2. სიზუსტე- ზუსტი პასუხი მიიღება ამ პროცესის დასრულების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული კონცეფცია შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი; 3. ლოგიკურობა.

როგორც დივერგენციული ისე კონვერგენციული აზროვნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არც ერთი არ არის უფრო უპირატესი მეორესთან შედარებით. ხშირად ორივე ტიპის აზროვნებაა საჭირო იმისათვის რომ რაიმე კონკრეტული დავალება კარგად შევასრულოთ. როდესაც პრობლემის წინაშე ვდგავართ უნდა გამოვიკვლიოთ განსხვავებული ვარიანტები (დივერგნეციული). ამის შემდეგ კი შევამციროთ ჩვენი არჩევანი და დავიტოვოთ მხოლოდ საუკეთესო გამოსავალი (კონვერგენციული).

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0