x
რა არის ინტელექტი?
image


რას არის ინტელექტი? ინტელექტი ლათინური სიტყვაა (intelectus) და ქართულად გონიერებას, გაგებას, წვდომას ნიშნავს. ინტელექტი ახალ, უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის უნარია. ზოგადად, და კერძოდ, ახალი სააზროვნო ამოცანის, პრობლემური სიტუაციის წვდომის უნარია. ინტელექტი განისაზღვრება როგორც ადამიანის გონებრივი უნარი, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, ესენია: ლოგიკური მსჯელობისა და დასკვნის გამოტანის უნარი; დაგეგმვის უნარი; პრობლემის გადაჭრის უნარი; კომპლექსური იდეების გაგების უნარი; აბსტრაქტული აზროვნების უნარი; სწრაფად დასწავლისა და გამოცდილებით სწავლის უნარი.

ფსიქოლოგიის ისტორიაში კვლევების საფუძველზე ინტელექტის ცნება გამუდმებით იცვლებოდა. ჩარლზ სპირმენის განმარტებით ნებისმიერ ინტელექტურალურ მოქმედებას საფუძვლად უდევს მათთვის საერთო მთავარი გენერალური ფაქტორი (G) და სპციფიკური (S) ფაქტორები, რომლებიც ცალკეულ სპეციფიკურ ინტელექტუალურ მოქმედებას ახასიათებს. სპირმენისგან განსხვავებით, რაიმონდ კეტელმა ინტელექტი ორ სხვადასხვა, დამოუკიდებელ კომპონენტად დაყო: 1. ფლუიდური ინტელექტი (თხევადი/fluid), რომელიც მოიცავს რთული მიმართებების დანახვისა და პრობლემის გადაჭრის უნარს; და 2. კრისტალიზებული ინტელექტი (მყარი/crystallized), რომელიც მოიცავს პიროვნების მიერ შეძენილ ცოდნასა და ამ ცოდნის გამოყენების უნარებს. მაშინ, როდესაც ვსწავლობთ, ვიმახსოვრებთ და აღვიდგენთ ინფორმაციას სწორედ კრისტალიზებულ ინტელექტს ვიყენებთ. ამასთან კრისტალიზებული ინტელექტი გვეხმარება კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში, განსხვავებით ფლუიდურისგან (Cattell, 1963).

სტენგებრგი, გასნხვავებით სხვა თეორეტიკოსებისგან, ინტელექტს აღიქვამდა ისე, როგორც სამი კომპონენტის ჯამს: 1. პრაქტიკული ინტელექტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ყოველდღიურ პრობლემებში პოულობს გამოსავალს, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირებით; 2. ანალიტიკური ინტელექტი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული აკადემიური პრობლემების გადაჭრასთან და გამოთვლებთან. ანალიტიკური ინტელექტი ვლინდება ანალიზისა და შედარების უნარებში; 3. კრეატიული ინტელექტი, რომელიც გულისხმობს პრობლემიდან გამოსავლის წარმოდგენას, რაიმე ახლის შექმნას, გამოგონებას. კრეატიულობა შეიძლება მოიცავდეს გადაწყვეტილების მიღებას სიტუაციაში, სადაც მოულოდნელი პრობლემა იჩენს თავს. ასევე შეიძლება მოიცავდეს ხელოვნების ნიმუშის შექმანს და სხვა. სტენბერგის სამი კომპონენტისგან შემდგარ თეორიას ინტელექტის ტრიარქიული თეოირა ეწოდება (Stenberg, 1988).


როგორ იზომება ინტელექტი? ინტელექტის გასაზომად სხვადასხვა ტესტები და სკალები იქმნებოდა, მათგან ერთ-ერთია სტენფორდ-ბინეს IQ სკალა. გარდა სტენფორდ-ბინეს ტესტისა ინტელექტის გასაზომი ტესტებია ვექსლერის IQ სკალები, რავენის პროგრესული მატრიცები, აიზენკის ინტელექტის ტესტები. ინტელექტის ტესტი ზომავს ადამიანის მიღწევას თავისი ასაკობრვი ჯგუფის სხვა ადამიანების მიღწევასთან მიმართებაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, IQ ტესტში მიღებული ქულა გვიჩვენებს, თუ სად იმყოფება კონკრეტული ადამიანი მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ადამიანებთან შედარებით - საშუალოსთან ახლოს, საშუალოზე დაბლა, თუ საშუალოზე მაღლა.

0
172
1-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0