x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ტალღა
ლონდა

ტალღა ბუნებაში მხოლოდ ზღვის ნაირგვარ პულსირებად ეიფორიას კი არ წარმოადგენს, არამედ ის ჩვენს ყოველდღიურობაში დანერგილი ემოციური მოვლენა არის, რომლის ნიადაგზეც ადამიანები სხვადასხვაგვარი ფორმით ვრეაგირებთ, რისი მიზეზიც ხშირად ის მაპროვიცირებული ბიძგია, თითოეული ცოცხალი ორგანიზმი მის გამოხატულებას, რომ დამოუკიდებლად ან მიბაძვით აღტკინებული ჰპოვებს, მაგრამ ახლა მხოლოდ იმ ტალღაზე გავაგრძელებ წერასაც და საუბარს, რომლის მთავარი გმირი ერთი სახვითი ცეროდენა პერსონაჟია და მის ამბავსაც მკითხველნი, მხოლოდ ილუსტრირებული ფრაგმენტებით ვეცნობით, რის ფონზეც ცალკეულს შეუძლია, რომ მხატვრული ღირებულების ნაწარმოები თავადაც სცადოს და დაწეროს, ან სულაც ჩემს მიერ პროგნოზირებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს და გახდეს ფართო აუდიტორიის ნაცნობი ავტორი.როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ წიგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში აღბეჭდილი ეპიზოდები სახვითია და თავად მკითხველის უნარზეა დამოკიდებული მთელი მისი თხრობა და ჟანრსაც ცხადია დამოუკიდებლად თავად იგი ირჩევს, თუ როგორ მოხაზოს მისი შემდგომი ფრაზებიც თავისი ფანტაზიის მიხედვით ცალკეული ნახატის ფონზე, რა თქმა უნდა.წიგნის ავტორი კი გენიალური სამხრეთ კორეელი ილუსტრატორი სუზი ლი გახლავთ, რომელმაც ეს დასურათებული ვერსია საკუთარ ვაჟიშვილს მიუძღვნა და ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში კითხვა და მით უფრო წერა ძალიან პრესტიჟულია, ამიტომ გთავაზობთ სიამოვნებით საჯაროდ ღია კონკურს, სადაც თითოეულ იუზერს შეეძლება, რომ საკუთარი ნაწარმოები ონლაინ ფორმატში დაფიქსირებულ ლიკზე გამიზიაროს: https://facebook.com/events/s/event-of-writing/371198684218716/?ti=cl

ამა წლის 1 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, ან ფეისბუქის პმ-ში 25 დეკემბრამდე. საუკეთესო ნაწარმოების ავტორი საახალწლო ფონზე საუკუნის ევროთ დაჯილდოვდება, ხოლო კონკურსის საუკეთესო ათეული კი ვირტუალური მედიის აუდიენციის გვერდზე უფასოდ გამოქვეყნდება.

ტალღა


გისურვებთ წარმატებას!

მოქალაქე ჟურნალისტი: ჯორჯიანა

✔წიგნი: ტალღა

ავტორი: სუზი ლი

გვერდი: 44

პირველი გამოცემა: 2008

ფასი: 18€

(იტალიურიდან თარგმნა ჯორჯიანამ)

⚠- კონკურსში მონაწილეობის სკოლის ასაკის მსურველი კი დამიკავშირდეს სრულწლოვან პირთან ერთად!!!

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0