x
აღზრდის კატეგორიის მახასიათებლები

image
აღზრდა სოციალური ხასიათის კატეგორიაა, იგი მხოლოდ საზოგადოებაში ასებობს, ხოლო ცხოველთა სამყაროსთვის უცხოა. მაგალითად, კომს, ვეფხვს თუ სხვა ცხოველს არ გააჩნია ცნობიერება, აზროვნება, მსოფლმხედველობა...მათ არ შეუძლია კულტურის გადაცემა, რომელიც სწავლებისა და განათლების მეშვეობით ხდება და ფაქტობრივად, ამ ორი კომპონენტის გარეშე აღზრდა ვერ იარსებეს.


როგორიცაა საზოგადოება ისეთია აღზრდა და სწორედ საზოგადოება განსაზღვრავს აღზრდას, როგორ დნმ არის განმსაზღვრელი ცოცხალი ორგანიზმის მემკვიდრეობისა. მაგალითად, ფაშისტები, რომლებიც სისასტიკით გამოირჩეოდნენ ასეთივე სასტიკი აზღედილის სტილიც ჰქონდათ. მათვის უცხო იყო ყოველგავრი ტოლერანტობა, ლიბერალობა ... მათ მთავარ მიზანს ტირანული ადამინის ჩამოყალიბება იყო.ამგვარად, საზოგადოების შეხედულებამ განსაზღვრა აღზრდის სტილი.


აღზრდა როგორც ობიექტირი ასევე სუბიექტური კატეგორიაცაა. იგი საზოგადოებისთვის აუცილებელი და მარადიული მოვლენაა, რომელიც ყოველთვის იარსებებს საზოგადოებასთან ერთად.მაგალითად, პირველყოფილები ერთამენთს სიმბოლოების, ჩანახატების, ზეპირსიტყვიერების საშუალებით ახერხებდნენ ამა თუ იმ მოვლენის ახსნას, ამგვარად აღზრდა მაინც მიმდინარეობდა იმის მიუხედავად, რომ მათ ეს გათვითცნობიერებულიც არ ჰქონდათ ვინაიდან, საბოოლოდ ყალიბდებოდნენ პიროვნენებად.


აღზრდა ცვალებადი, ისტორიული ხასიათის კატეგორიაა, ვინაიდან იცვლება და ვითარდება აღზრდის შინაარსი, მიზანი და ამოცანები, ფორმები და ა.შ. მაგალითად, ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში საზოგადოების მიზანი იყო მეომარი, უძლეველი, რაინდი ადამიანის აღზრდა, ხოლოდ დღეს მთავარია აღზრდა მიმდიონარეობდეს ჰარმონიულად. მაშასადამე, ადრე თუ ყურადღება ეთმობოდა ფიზიკურ და შრობით აღზრდას, დღეს ამ ორ კომპონენტღან ერთად მთავარია ესთეტიკური, მორალური და გონებრივი აღზრდა.



აღზრდა მიზანმიმართული პროცესია. აღზრდის მიზანს, ამოცანებსა და ხასიათს, საზოგადოების ეკონომიკურ-პოლიტიკური წყობის შესაბამისად, განსაზღვრავსსახელმწიფო. ე. ი. წინასწარ, კანონზომიერად გამიზნულია, თუ სახელმწიფოს როგორი მოქალაქის აღზრდა სურს.მაგალითად, ფინეთი, რომელიც ორიენტირებულაი მხოლოდ და მხოლოდ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მოზარდს და არამარტო მას საშუალებას აძლევს განათლება მიიღონ უფასოდ, ისწავლეს და დაუფლოს იმ პროფესიას რაც გულით სურს კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე. საბოლოდ, ასეთი მიდგომა განათლებისადმი ზრდის ქვეყანაში განათლებული ადამიანების რიცხვს, რომელთა საქმიანებებიც უშუალოდ ავითარებს ქვეყნის ეკონომიკას თუ სხვა სფეროს.


აღზრდა ორგანიზებული პროცესია. მაგალითად, როგორც ვიცით, სწავლებაც განათლებასთან ერთად აღზრდის შემადგენელია ნაწილია, ამგვარად სწავლების გზით წარმოებს აღზრდაც და განათლებას. სწავლების პროცესი აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, თუმცა ორმხრივი პროცესი. წარმოვიდინოთ, რომ მასწავლებელი ხსნის გაკვეთილს, თუმცა მოსწავლეები ან ვერ იგებენ არ არ აინტერესებთ ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს ისეთი გეგმა, რომელიც გაკვეთილს დაორგანიზებს და ამასთანავე მოსწავლესაც დაინტერესებს. ახლა რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ საგაკვეთილი პროცესში ბავშვმა ვერ გაიგო საკითხი, მაშინ მასწავლებელი აუცილებლად უნდა დაეხმაროს ვინაიდან მის გარეშე მოზარდი ვერ მიიღებს ცოდნას, რაც აღზრდის განუყოფელი ნაწილია.


აღზრდა რთული პროცესია, ვინაიდან ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისაგან და სხვადასხვაგვარი მიდგომა სჭირდებათ. მაგალითად, მასწავლებელი, ლექტორი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი ცოდნას ყველას ერთი მეთოდით, გზით ვერ გადასცემს, ვინაიდან კლასში არსებობს სხვადასხვა ნიჭის მატარებელი ინდივიდები, რომელთაგანაც ზოგს კარგად აქვს განვითარებული უნარ-ჩვევები, ზოგს-ნაკლებად.

0
40
12-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0