x
ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა როგორც პედაგოგიური მეცნიერება.
მეთოდიკა პედაგოგიური მეცნიერებაა, ამიტომ იგი ზოგადი განათლებისა და აღზრდის მიზნებს შეესაბამება. მეთოდიკა მასწავლებლის მიერ სასწავლო მასალის გადაცემის, მოსწავლეთა მიერ ცოდნის მტკიცედ ათვისების და მათი ცხოვრებაში გამოყენების უნარის შეგნებული დაუფლების რაციონალურ მეთოდებსა და საშუალებებს აწესებს.

ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა კი შეისწავლის მასწავლებლის მიერ საბუნებისმეტყველო ცოდნის გადაცემისა და მოსწავლის მიერ მისი გააზრებულად შეთვისების და მისი პრაქტიკაში გამოყენების ოპტიმალურ ხერხებს გზებსა და საშუალებებს.

მეთოდად იგულისხმება ყოველგვარი მოწესრიგებული ქმედება რაც პირველ რიგში დაგვეხმარება გარკვეული მიზნის მისაღწევად. ანუ რის მიღწევასაც ვაპირებდით . ამგვარად მეთოდიკა არის ცოდნის დარგი, რომელიც შეისწავლის განსაზღვრული ამოცანის სწორად და მიზანშეწონილად გადაწყვეტის გზებს. მეთოდიკა, პირველ რიგში, განიხილავს სასწავლო მასალის შინაარს სწავლებისა და აღზრდის მეთოდებსა და ფორმებს. იგი აგრეთვე განსაზღვრავს სასწავლო სამუშაო პროცესის მოწყობილობას და საშუალებას. ამდენად მეთოდიკა თავის მხრივ პასუხობს

შემდეგ კითხვებს : რატომ უნდა ვასწავლოთ? რა უნდა ვასწავლოთ? როგორ უნდა ვასწავლოთ და ვინ უნდა ასწავლოს?


ბუნებისმცოდნეობა როგორც სასწავლო საგანი სწავლების ფორმებისა და მეთოდების თავისებურებებით ხასიათდება. იგი შეისწავლის როგორც კონკრეტულ ობიექტებს, ისე ცოცხალი ბუნების მოვლენებს. და ისეთ მეთოდებს, რომლებიც თვალსაჩინოებისათვის საჭიროო მასალების გამოყენებას საჭიროებს.

ბავშვები პირველივე კლასში ექსკურსიების დროს ეცნობიან ბუნების მოვლენებს აკვირდებიან ცალკეულ ობიექტებს და ეცნობიან ბუნების ყველა ნაწილს . და ამ ყველაფერს უკვე იწერენ თავიან დაკვირვების დღიურში . მეორე კლასში მოსწავლეებმა უნდ აშეძლონ ბუნებაში არსებული მიზეზ -შედეგობრივი კავშირების გააზრებაა. მესამე კლასში კი მოსწავლეებიი უფრო ფართოდ იწყებენ ბუნების მოვლენებზე დაკვირვებას მათი შედეგების ფიქსირებას, მასწავლებლის ხელმძღვანელობით უკვე ადგენენ კავშირებს ცოცხალ და არა ცოცხალ ბუნებას შორის. მაშასადამე მეთოდიკას მჭიდრო კავშირი აქვს სკოლისგარეშე, კლასგარეშე აქტივობებთან. ექსკურსიებზე ეცნობიან ბუნების მოვლენებს, აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს და აფიქსირებენ თავიანთ დაკვირვებებს. დაწყებით კლასებში ბავშვებისათვის ბუნებისა და მისი სილამაზის გაცნობა მასწავლებელს დიდ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეთა პედაგოგიური აღზრდის საქმეში. დაწყებით კლასებში ბავშვებს შეუძლიათ თერმომეტრით კომპასით მცირეოდენი ცდების ჩატარებაც კი.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც რომ ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა პირველ რიგში ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს მათ შესაძლებლობებს სწორედ ამიტომ აქტივობებიი, რომლებიც მასწავლების მხრიდან ხორციელდება სწორედ ამ ყველაფერს ეფუძნება.

ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა ეფუძნება დიდაქტიკურ პრინციპებს ბავშვების მიერ ახალი მასალის ათვისებას ფსიქოლოგიურ კანონზომიერებსა და წინა

კურსების შინაარს . იგი პედაგოგიური მეცნიერების ციკლს განეკუთვნება. ამიტომ ამ საგნის პედაგოგი კარგად უნდ აიყოს გაწაფული დედაქტიკურ პრინციპებში, რათა იგი შემდგომ გამოიყენოს და შეუხამოს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს. ეს უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული აგრეთვე გაკვეთილის მიზნებთან და ამოცანებთან, რათა პედაგოგმა მიაღწიოს საკუთარ დასახულ მიზანს. აგრეთვე პედაგოგი კარგად უნდა ფლობდეს ბუნებისმცდონეობის პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, მასალებს.

ბავშვების მიერ ადრე შეძენილი ცოდნა უშუალოდა დაკავშირებულ ახალ შესასწავლ მასალასთან ამიტომ ბუნებისმცოდნეობის სწავლების ამოცანა არის ის, რომ ყოველდღიურიი სისტემური მუშაობით ბავშვებს შევუქმნათ საბუნებისმცოდნეო წარმოდგენები და ცნებები. წარმოდგენის გაღრმავებისთვის და გაფართოების მიზნით პედაგოგმა მოსწავლეებს ისეთი კითხვებიი უნდა დაუსვას რომლებზეც პასუხის გაცემა გაამოააშკარავებს და აჩვენებს მათ ამა თუ იმ საგნის მოვლენის მნიშვენლობას.

ბუნებისმცოდნეობა, როგორც სასწავლო საგანი შეისწავლის კონკრეტულ ობიექტებს, ცოცხალი ბუნების მოვლენებს და ცნებებს. ბუნებისმცოდნეობაში ორი სახის ცნებები გვხვდება: გეოგრაფიული და ბიოლოგიური. გეოგრაფიულ ცნებებს განეკუთვნება- ერთეული და ზოგადი, ხოლო ბიოლოგიურს-სახეობითი და გვარობითი ცნებები. ცნებების შინაარსის ზუსტ ახსნას განსაზღვრება ეწოდება. ყოველი ცნება შეიძლება გამოვხატოთ სიტყვებით. ეს სიტყვები კი მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი და გასაგები უნდა იყოს. ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე აუცილებლია მოსწავლეებს შევუქმნათ ჩამოვუყალიბოთ სივრცული წარმოდგენები და ელემენტარული ცნებები მაგ: ჰორიზონტის ან მისი მხარეების შესახებ და სხვა . ამრიგად მოსწავლეებში მეცნიერული ცოდნის მტკიცედ შეთვისება და დაუფლება მიმდინარეობს აღქმის, წარმოდგენის შექმნისა და მისი გააზრების გზით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკა ითვალისწინებს მოსწავლეთა თავისებურებებს

აქედან გამომდინარე იგი უშუალოდ ეყრდნობა საბავშვო ფსიქოლოგიასაც. იგი აგრეთვე მჭიდროდ უკავშირდება პედაგოგიკის დიდაქტიკისა და აღზრდის ხელოვნებას. მას კავშირი აქვს აგრეთვე სხვა მეცნიერებებთან ; ქიმიასთან, ფიზიკასთან, ასტრონომიასთან, გეოგრაფიასთან.

ისევე როგორც ყველა მეცნიერებას ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკასაც აქვს თავისი სრულყოფისა და განვითარების კვლევის მეთოდები და საშუალებები. იგიი პირველ რიგში დაფუძნებულია პედაგოგების გამოცდელებაზე და მეცნიერულად შემოწმებულ რეკომენდაციებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ იგიი არ უნდა იცლებოდეს და მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში უნდ აიყოს, არამედ ყოველმა ახალმა პედაგოგმა უნდა წარმოადგინოს თავის გამოცდილება და გაამდიდროს იგი.

რაც შეეხება ბუნებისმცოდნეობის აღზრდის მიზნებსა და ამოცანებს იგი შემდეგნაირად შეგვიძლია განვმარტოთ : ძირითად ამოცანას შეადგენს ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება. მეთოდიკის ამოცანაა ბუნებიმიზნების მიღწევა.

სმცოდნეობის კურსის შინაარსის გადასაცემად საჭირო საუკეთესო და ეფექტური ფორმების, მეთოდებისა და ხერხების შერჩევა. ასევე მისი ამოცანაა ის, რომ ყოველდღიური, სისტემური მუშაობის გზით შევუქმნათ ბავშვებს საბუნებისმცოდნეო წარმოდგენები და ცნებები.

ხოლო რაც შეეხება მიზნებს მისი არსი შემდეგია- დღევანდელობა მოითხოვს ყოველმხრივ განვითარებული და ჰარმონიულად არზრდილ მოქალაქეს, რომელსაც ეცოდინება თანამედროვე მეცნიერებათა საფუძვლები, ქნება პატრიოტი, შრომისუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე. ბუნებისმცოდნეობის სწავლების მეთოდიკის მიზანია წვლილი შეიტანოს ზემოთ დასახელებული ამოცანების გადაჭრაში. ასევე მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებას, გაუღრმავოს საკუთარი კუთხის სიყვარული მისი დაცვის, მოვლის სურვილი.

მაშასადამე, ბუნებისმცონეობის სწავლების მეთოდიკის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ყოველმხრივ ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება. ჰარმონიული აღზრდის ქვეშ მოაზრება პიროვნების გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, ფიზიკური და შრომითი აღზრდა . სწორედ ეს ყოველივე უნდა განავითაროს პედაგოგმა თითოეულ მოსწავლეში, რათა მოხდეს ბუნებისმცოდნეობის მეთოდიკის განსაზღვრული ამოცანების ზუსტი შესრულება და დასახული.

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0