x
ილია ჭავჭავაძის პედაგოგიკური შეხედულებები
imageილია ჭავჭავაძემ იტვირთა ნაციონალურ- განმათავისუფლებელი ბრძოლის მთელი სიმძიმე, მე-19 საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში არსებულ პატრიარქალურ უძრაობას და ეკონომიურ თუ სულიერ ჩამორჩენილობას. იგი გახლდათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და

ქართული დემოკრატიული პედაგოგიკური მეცნიერების ერთერთი ფუძემდებელი.

მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების დიდმა იდეებმა რომლებიც ნათლად ჩანს მისი მოღვაწეობის დემოკრატიულ მიმართულებებში.

ილია ჭავჭავაძე აკრიტიკებდა იმდროინდელი აღზრდის სისტემას და განათლების სფეროში არსებულ სოციალურ უთანასწორობას . იგი თვლიდა რომ “მხოლოდ ყველა წოდების კავშირი გაუძლებს განათლების და ხალხის დამაბრკოლებელ მიზეზებს“ და წოდებათა შორის განსხვავების გამო მრავალი ძლიერი ერი დაიღუპაო. ეს სიტყვები მეტყველებს მისი პედაგოგიკური ნააზრევის დემოკრატიულობაზე. სკოლებში გამეფებულ უცოდინრობას ილჯა აღზრდა-განათლების საქმეში უსულგულო ფორმალიზმის გაბატონებით, წიგნსა და ცხოვრებას შორის არსებული გათიშვით ხსნიდა. მისი აზრით „გადამეტებული ცოდნა წვრილმანებისა მეტისმეტად ჰღალავს ყმაწვილსა იქამდე, რომ ბოლოსდაბოლოს სამუდამოდ აუძლურებს და ასუსტებს. ილია მკაცრად აკრიტიკებდა ყველას ვინც მშობლიურ ენაზე სწავლების აუცილებლობას უგულვებელჰყოფდა. ამის შესანიშნავი მაგალითია ილიას სტატია ვიცინოთ თუ ვიტიროთ.


ილია თავგამოდებით იბრძოდა მოზარდი თაობის მშობლიურ ენაზე სწავლების ჭეშმარიტი პედაგოგიური აზრის განხორციელებისთვის და ქართული ენის დაცვის დიდ საქმეს ემსახურებოდა.

ილია არ იყო არც რუსული და არც ევროპული ენების შესწავლის წინააღმდეგი, მაგრამ დაურღვეველ ჭეშმარიტებად მიაჩნდა მშობლიური ენის აღიარება მთელი სწავლა-აღზრდის საფუძვლად და წერდა“ბავშვმა თავდაპირველად თავის დედაენაზედ უნდა გაიხსნას გონება და უცხო ენის სწავლას მაშინ მიჰყოს ხელი, როცა თავის დედაენაზედ საკმაოდ გაწვრთვნილი იქნება. ილიას რუსული და სხვა უცხო ენების შესწავლას გადაჭრით მოითხოვდა რაც სხვა ხალხების კულტურის გასაცნობად აუცილებელი იყო.

ილია მეცნიერულ-პედაგოგიკურ საფუძველზე დაყრდნობით არკვევდა აღზრდა-განათლების უმთავრეს პრობლემას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მისი თხზულებანი: „პედაგოგიის საფუძვლები“, „თავად-აზნაურობის გულგრილობა სწავლა განათლების საქმეში ქალთა განათლების საკითხებზე და სხვა.

ილია არ კმაყოფილდებოდა ადამიანის ცალმხრივი განვითარებით და გულმხურვალედ უჭერდა მხარს ჰარმონიული აღზრდის იდეას. ახალგაზრდობის სამოღვაწეოდ მომზადების უპირველეს ამოცანად მას გონებრივი აღზრდა მიაჩნდა. მას ქვეყნის აღორძინება და ცალკეული ადამიანის არსებობაც კი ფართო გონებრივი განათლების გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნდა.

მას მიაჩნდა რომ მეცნიერულ ცოდნასთან ერთად ბავშვს უნდა შეუმუშავდეს სკოლაში დაკვირვების, მთავარის დანახვისა და განსჯის, აზროვნების უნარი.

ილიას არ სწამდა ერთხელ შეთვისებული ცოდნის მუდმივობა, მას კარგად ესმოდა მუდმივი მოძრაობა და წინსვლა მეცნიერებისა .

ილია მოუწოდებდა ახალგაზრდებს თანამედროვეობის შესატყვისი ცოდნა შეეძინათ და კრიტიკის ქარცეცხლში გადაემუშავებინათ. ასეთი განათლება მიაჩნდა მას სამშობლოს გადამრჩენელად.

ილიას ცოდნის მიღების განათლების გავრცელების და მომავალი თაობის ძირითად კერად სახალხო სკოლა მიაჩნდა. მისი აზრით სახალხო სკოლა არის ხალხურობის პრინციპის გამტარებელი და ერის სულიერი საზრდოს თაობიდან თაობაზე გადამცემი და პატრიოტული სულისკვეთების საფუძვლების ჩაყრას სახავდა უმთავრეს ამოცანად სახალხო სკოლისა.

ილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლის საგანმანათლებლო საქმეში სკოლის სასწავლო გეგმებსა და

პროგრამებს რისი უთავბოლობითაც ხსნიდა მოსწავლეთა სიმცირის მიზეზს სკოლებში.

ილია სერიოზულ ყურადღებას აქცევდა სწავლებისთვის აღმზრდელობითი ხასიათის მინიჭებას.

ილია ცენტრალურ ადგილს უთმობდა ზნეობრივ აღზრდას, რაშიც გულისხმობდა

სამშობლოსა და ხალხის სიყვარულის ჩანერგვას პატიოსნებისა და სიმართლoს გრძნობის განვითარებას და სხვა. ზნეობრივი აღზრდის ყველაზე დიდ საშუალებად ილიას მასწავლებლის პირადი. თვისებები და ტაქტი მიაჩნდა. იგი გადაჭრით უარყოფდა ფიზიკურ დასჯას და ზნეობრივ აღზრდაში გადამწყვეტ ფაქტორად ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება მიაჩნდა. ილია მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა მშობლებს ბავშვთა აღზრდაში და ოჯახში აღზრდის უმთავრეს ძალად მშობლების მორალურ სახეს თვლიდა. ილია ფიზიკურ წრთობას აღზრდის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად თვლიდა. იგი მოზარდი თაობის სულიერ გასპეტაკებაში ესთეტიკურ აღზრდას თვლიდა. აღზრდის საქმის სულის ჩამდგმელად იგი მასწავლებელს თვლიდა.

ზოგადი განათლება მას პროფესიული განათლების საფუძვლად მიაჩნდა. იგი იბრძოდა უმაღლესი განათლებისთვის თუმცა ცარიზმის ბიუროკრატიული რეჟიმის პირობებში უნივერსიტეტის დაარსება ვერ მოახერხა . მნიშვბელოვანია ისიც, რომ ილია ერთერთი პირველთაგანი იყო ვინც იბრძოდა ქალთა უმაღლესი განათლების უფლებისთვის.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0