განათლება წიგნიერების დონე და ეკონომიკური კეთილდღეობა 2020, 22 თებერვალი, 19:11 საზოგადოების უმრავლესობისთვის წიგნიერება ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ სკოლასთან, ბიბლიოთეკასთან, სავალდებულო საკითხავ მასალასთან. ბევრმა არ იცის, რომ წიგნიერებს უნარი პირდაპირ კავშირშია ცხოვრებოსეულ წარმატებასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან.წიგნიერების დაბალ დონეს თან სდევს, დაბალი ანაზღაურება, სიღარიბე. საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო პასუხიისმგებლობები, ოჯახური ცხოვრება და დასაქმება დამოკიდებულია წიგნიერების დონეზე.მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოქვეყნებულია შემდეგი გაფრთხილება: წიგნიერების მაღალი დონე ბრიტანეთის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. წიგნიერების უმაღლეს დონეზე განვითარებული უნარების გარეშე ცალკეულ ადამიანებს ექნებათ ცუდი შემოსავლები და ქვეყანა გახდება ეკონომიკურად არაკომპეტენტური მსოფლიო ბაზარზე. დღეს, ეგრეთ წოდებულ, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის პირობებში, მოსწავლეთა წიგნიერების დონეზე გავლენას ახდენს ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში კეთილდღეობის ხარისხი. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს რესურსებზე და მათ ხელმისაწვდომობაზე. წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, PIRLS 2011 ადასტურებს, რომ 500 ქულაზე მაღალი შედეგი აქვთ მაღალი HDI (ქვეყანაში კეთილდღეობის ხარისხის მაჩვენებელი) ინდექსის მქონე ქვეყნებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წიგნიერების დონის ამაღლება დიდი რაოდენობის ეკონომიკური რესურსის დახარჯვის გარეშეცაა შესაძლებელი. ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობითი სიღარიბე, როდესაც ადამიანებს ჩაგონებული აქვთ, რომ ამგვარი ეკონომიკური მდგომარეობა მათი ბედისწერაა და ამას არაფერი არ შეცვლის, მხოლოდ წიგნიერების მაღალი დონის შემთხვევაში შეიძლება დაიძლიოს. ხოლო წიგნიერების განვითარებაზე ზრუნვა ძალიან ადრე, სკოლამდელ პერიოდში უნდა დაიწყოს სათანადო, ასაკისთვის შესაბამისი, ადრეული წიგნიერებისთვის საჭირო აქტივობებით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი სკოლამდელ დაწესებულებებს ეკისრება, თუ ოჯახები უძლურნი არიან მემკვიდრეობით სიღარიბესთან ბრძოლაში. 38 შეფასება არ არის
|