x
ჩემი სკოლის კონცეფცია
ჩემს მიერ შექმნილ სკოლის კონცეფციაში განსაზღვრულია, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლე ჩემს სკოლაში. სკოლის კონცეპცია ავაგე თანამედროვე განათლების თეორიების დახმარებით.

ჩემს სკოლაში აღიზრდებიან განათლებული ადამიანები, სკოლა იზრუნებს მათი იტელექტის განვითარებაზე სხვა შესაძლებლობებთან ერთად ჰარმონიულად. ჩემი მიზანია მოსწავლე განვითარდეს გონებრივად, ფიზიკურად, ესთეთიკურად, ზნეობრივად, მორალურად. მოამზადოს მოსწავლე თვითგანათლების მისაღებად ცხოვრების მანძილზე. (პერენიალიზმი)

ჩემს სკოლაში მოსწავლე იქნება საქმოსანი, მუდმივ მოქმედებაში. იქნება ჩართული სოციალურ ურთიერთობებში, შეეძლება სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, ჩართული იქნება სასწავლო პროგრამის შედგენაში მასწავლებლებთან ერთად. ( პრაგმატიზმი )

მოსწავლე გაერთობა, ითამაშებს მიიღებს გამოცდელბას, ჩართული იქნება სხვადასხვა ექსპერიმენტებში. (პროგრესივზმი)


ჩემს სკოლაში მოსწავლეებს გაცნობიერებული ექნებათ სოციალური მანკიერებები(სიღარიბე, ეკოლოგია, ტერორიზმი, დისკრიმინაცია...) და შეეცდება მათ გადაჭრას. (რეკონსტრუქციონიზმი)

სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების თვითშეგნების განვითარებას, რწმენას შემატებს მათ არსებობას, გააცნობიერებინებს მათ მოვალეობებს, პასუხისმგებლბებს, არჩევანის თავისუფლების პრინციპს. მისცემს ფილოსოფიურ გააანალიზებას სიცოცხლის, სიყვარულის, სიკვდილის შესახებ. ( ეგზისტენციალიზმი )image

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0