x
როგორი იყო ილია ჭავჭავაძის პედაგოგიური იდეები?
image


გამოჩენილმა ქართველმა კლასიკოსმა მწერალმა, ბრწყინვალე პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ ილია ჭავჭავაძემ იტვირთა ნაციონალურ-განათავისუფლებელი ბრძოლის მთელი სიმძიმე და ორმოცდაათი წლის მანძილზე სათავეში ედგა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას.

ჭავჭავაძემ 1861წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა რევოლუციურ მოძროაბაში, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მისი მსოფლმხედველობის შემუშავებაში, რაც შემდეგში ნათლად გამომჟღავნდა საქართველოში მთელი მისი მოღვაწეობის დემოკრატიულ მიმართულებაში.
ფართო იყო ჭავჭავაძის მოღვაწეობის ასპარეზი. მრავალი წლის მანძილზე იგი თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ას
.
ის ამასთან ერთად იყო ქართული დემოკრატიული პედაგოგიური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქართული სახლხო ნაციონალური სკოლის ჩამოყალიბების ორგანიზატორი იაკობ გოგებაშვილთან ერთად.
ძველი აღზრდა-განათლების სისტემის კრიტიკა. ილია ჭავჭავაძე აკრიტიკებდა იმდროინდელი აღზრდის სისტემას, მანკიერ მხარეებს, მის შეზღუდულობასა და უბარგისობას.
მშბოლირუი ენა მეცნიერებისა და უცხო ენების შესწავლის საფუძველი. ილია მკაცრად აკრიტიკებდა ყველა იმას, ვინც სკოლაში მსობლიურ ნაზე სწავლების აუციობლობას უგულებელყოფდა, ააშკარავებდა ქართველი ხალხის მტრების ყოველგვარ ხრიკებს, რომლებიც ცდილობდნენ ქართულ ენაზე სწავლება გაეუქმებინათ.

image

მშობლიურ ენაზე სწავლების უფლების მოპოვებისათვის ილიას არაერთი ბრძოლა გადაუტანია, რის მოწმებ მე19ს-ის ქართული პრესის დურცლებია.


ილია ჭავჭავაძე მოწინავე ქართველი ინტელიგენციის სხვა წევრებთან ერთად იბრძოდა მოზარდი თაობის მშობლიურ ენაზე სწავლების ჭეშმარიტი პედაგოგიური აზრის განხორციელებისათვის. ეს ბრძოლა, გარდა იმისა რომ წმინდა პედაგოგიური მოსაზრებით იყო გამართლებული, ამასთან ერთად ერის ბურჯის ქართული ენის დაცვის დიდ საქმეს ემსახურებოდა.
ილია ნამდვილად არ ყოფილა რუსული ენის ან ევროპული ენების შესწავლის წინააღმდეგი, მაგრამ მას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, დაურღვეველ ჭეშმარიტებად მიაჩნდა მშობლიური ენის აღიარება მთელი სწავლა-აღზრდის საფუძვლად.
აღზრდა-განათლების მიზანი და ამოცანები. ილია თავგამოდებით იბრძოდა მთელი განათლების სისტემის, განსაკუთრებით კი დაწყებითი სკოლების ქსელის გაფართოებისა და ცოდნის რაც შეიძლება უფრო ფართო მასებში გავრცელებისათვის.
ილია ჭავჭავაძე აღზრდა-განათლების საქმეში არსებული ნაკლოვანებეის მხოლოდ კრიტიკით არ კმაყოფილდებოდა. იგი სწორ, დემოკრატიულ, მეცნიერულ-პედაგოგიურ საფუძველზე დაყრდნობით არკვევდა აღზრდა-განათლების უმთავრეს პრობლემას.




ის არ კმაყოფილდებოდა ადამიანის ცალმხრივი განვითარებით და მხარს უჭერდა ჰარმონიული აღზრდის იდეას. მისი აზრით, სკოლაში ადამიანი უნდა იწვრთნებოდეს გონებით, ზნე-ხასიათით, სულით და ხორცით და არც ერთი მთგანი არ უნდა შეეწიროს მეორეს.
მას წარმოუდგენლად მიაჩნდა ქვეყნის აღორძინება ფართო გონებრივი განათლების გარეშე.



მისი აზრით, ბავშვსა და მოზარდს შეგნებული ცოდნა უნდა ჰქონდეს, არა მარტო ვერბალურ, სიტყვიერ სწავლებაზე დამყარებული, არამედ თვალსაჩინოების პრინციპზე აგებული. მეცნიერულ ცოდნასთან ერთად ბავშვს უნდა შეუმუშავდეს სკოლაში დაკვირვების, მთავარის დანახვისა და განსჯის, აზროვნების უნარი.
ილიას მიაჩნდა, რომ კაცობრიობის მიერ შემუშავებული ცოდნა-გამოცდილება მომავალმა თაობამ ბრმად არ უნდა აითვისოს, არამედ კრიტიკულად გადაამუშაოს და თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ შემოქმედებითად გამოიყენოს.
ილია მოუწოდებდა ახალგაზრდობას, შეეძინათ და კრიტიკის ქარცეცხლში გაეტარებინათ ცოდნა, ცოდნა თანამედროვეობის შესატყვისი დ ამუდამ თვალი ედევებინათ მეცნიერების წინსვლისთვის.
სახალხო სკოლა. ილია ჭავჭავაძე მიცნიერული ცოდნის საფუძვლების, განათლების გავრცელების, მომავალი თაობის აღზრდის ძირითად კერად სახლხო სკოლა მიაჩნდა.
მან ისიც იცოდა, რომ სახლახო სკოლას განათლების მხოლოდ მინიმუმის მიცემა შეეძლო ერისთვის.
დაწყებით სახალხო სკოლებთან ერთად, ილიას არ შეუწყვიტავს ზრუნვა ჩვენში ქართული საშუალო სასწავლებლის დაარსებაზე. ის საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურად ჩრთულიყვნენ ქრთული საშუალო სასწავლებლის დაარსებისათვის ბრძოლაში.
ილიას კარგად ჰქონდა შეგნებული, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სკოლის საგანმანათლებლო საქმეში სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს. იგი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მოსწავლეთა რიცხვის სიმცირე სკოლაში ხშირად სასწავლო პროგრამის უვარგისობით იყო გამოწვეული.



image



ილია ავითარებდა სავსებით სწორ, პროგრესულ პედაგოგიკურ შეხედულებას, რომ სასწავლო პროგრამებსა და გემგბეში გათვალისიწნებული უნდა ყოფილიყო, როგორც საჭიროება იმ ხალხისა, რომელსაც ემსახურებოდა ეს სკოლა, ისე ბავშვთა ასაკი და განვითარების დონეც.
სწავლების აღმზრდელობითი ხასიათი. მას სწავლებისა და აღზრდის შერწყმის გარეშე დაუშვებლად მიაჩნდა სასკოლო მუშაობა. ილია გადაჭრით მოითხოვდა სწავლებისა და აღზრდის ორგანულად შეერთებას, სწავლებისათვის აღმზრდელობითი ხასიათის მინიჭებს.
ზნეობრივი აღზრდა. ილია ზნეობრივ აღზდას აღზრდა-განათლეიბსა საერთო სისტემაში ცენტრალურ ადგილს უთმობდა.
მოზარდი თაობის აღზრდის არსში ილია გულისხმობდა სამშობლო ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულის ჩანერგვას, პატიოსნებისა და სიმართლის, თავმდაბლობისა და სააზოგადოებრივი საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.
მშბოლის როლი ზნეობრივ აღზრდაში. ილია მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა მშობელს ბავშვის და მოზარდის აღზრდაში. ილიას აღზრდის უმთავრეს და გადამწყვეტ ძალად მშბოლების მორალური სახე, მთი პირადი ნაგალითი მიაჩნდა.
ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდა. ილია მთელი სერიოზულობით აყენებდა ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების საკითხს. იგი ფიზიკურ წრთობას აღზრდის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად აღიარებდა. მას წარმოუდგენლად მიაჩნდა სწავლა-განათლება ბავშვის ჯანმრთელობის, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუთვალისიწინებლად. ილია მოზარდი თაობის სულიერ გასპეტაკებაში გულისხმობდა ესთეტიკურ აღზრდასაც.



პროფესიული და უმაღლესი განათლება. ილია კარგად ხედავდა რომ მე19ს-ის მეორე ნახევრის საქართველოში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარება მოითხოვდა სათანადო კადრების აღზრდას. მას ზოგადი განათლება პროფესიული განათლების საფუძვლად მიაჩნდა. ილია დაუღალავად ზრუნავდა ქარღველი ინტელიგენციის, განათლებულ სოფლის მეურნეთა და მრეწველობის მუშაკთა კადრების აღზრდაზე.



ილია პედაგოგიკის ისტორიკოსი. ილიას თხზულებებიდან ჩანს, რომ მას კარგად შეუსწავლია კლასიკური პედაგოგიკური მემკვიდრეობა. მან დემოკრატიული და ჰუმანისტური პოზიციებიდან გააშუქა პედაგოგიკის ისტორიის მთელი რიგი საკითხები.
ილია სავსებით ბუნებრივად და პროგრესულად თვლიდა ჰუმანისტური პედაგოგიკის მიერ სქოლასტიკური სწავლების სიტემის დამარცხებას. ილია პრაქტიკული სარგებლიანობის თვალსაზრისით იყენებდა კლასიკურ პედაგოგიკურ მემკვიდრეობ
ას.

0
580
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0