x
მოტივაცია და სასწავლო გარემო

მოტივაცია მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობისთვის აუცილებელი პირობაა იგი ხელს უწყობს ცოდნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. რამდენადაც დიდია მოსწავლეში მოტივაცია, მით მეტია მისი სწავლის პროცესში ჩართულობა და სწავლის მიმართ ინტერესი.image

მოტივაცია ინდივიდუალურია, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მოტივაციის აღმძვრელი ფაქტორებით, ასევე მისი სიძლიერის თვალსაზრისით. განასხვავებენ მოტივაცის ორ ფორმას - შინაგანს და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია პიროვნული ფაქტორით, კონკრეტული ქცევის მიმართ შინაგანი ინტერესით, მაგალითად მოსწავლე წიგნს კითხულობს იმიტომ, რომ ეს ქცევა მისთვის ღირებულია, საინტერესოა. გარეგანი მოტიაცია- ადამიანის ქცევა განპირობებულია გარეგანი ფაქტორებით, მაგალითად მოსწავლე წიგნს კითხულობს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომ დააჯილდოვებენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ახერხებენ მასწავლებლები მოსწავლეებში აამაღლონ სწავლისადმი მოტივაცია. ამისათვის აუცილებელია მათ სწორად და შემოქმედებითად დაგეგმონ სასწავლო პროცესი. მოსწავლეებში მოტავაციის აღძვრისა და ამაღლებისათვის გასათვალისწინებელია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს შემდეგნეაირად:

  • იყოს მრავალფეროვანი;
  • სასწავლო აქტივობები მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებების შესაფერისი ;
  • მასწავლებელმა დაანახოს მოსწავლეს შესასწავლის მასალის ღირებულება;
  • ყოველთვის მისცეს უკუკავშირი, გაამახვილოს მისი ყურადრება არა მარტო რეგრესზე არამედ პროგრესზე, რაც მოსწავლეს შემდგომი წარმატების სურვილს გაუჩენს;
  • ჩართოს მოსწავლე სასწავლო პროცესის მართვასა და დაგეგმვაში; გარემო, სადაც ისინი თავს მასწავლებლის პარტნიორებად იგრძნობენ, ხელს შეუწყობს მათი მოტავაციის ზრდას;
  • არ დასაჯოს მოსწავლე დაშვებული შეცდომის გამო, ეს უარყოფითად იმოქმედებს მოტივაციაზე;
  • იყოს მიუკერძოებელი, არ გააკრიტიკოს მოსწავლე საჯაროდ;
  • და ბოლოს მასწავლებელი უნდა იყოს მუდამ პოზიტიური, მის განწყობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსწავლის განწყობაზე, თვითრწმენაზე, მოტივაციაზე და ზოგადად, სწავლისადმი დამოკიდებულებაზე.


    0
    102
    შეფასება არ არის
    ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
    მარიამ ქუფარაშვილი
    102
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0