x
ფაქტები ვენერაზე და მარსსზე
image

ხალხს ხშირად ვენერა ვარსკვლავი ჰგონია. მთვარის შემდეგ იგი ჩვენს ღამის ცაზე უკაშკაშესი ობიექტია. რადგან იგი ზომით თითქმის დედამიწის ტოლია, მე-20 საუკუნემდე ასტრონომები ფიქრობდნენ, რომ ის შეიძლებოდა რაღაცნაირად დედამიწის მსგავსიც ყოფილიყო, გამოსაკვლევად გაგზავნილმა კოსმოსურმა ზონდებმა აჩვენეს, რომ ეს ასე არაა. ვენერას სქელი, ღრუბლებიანი ატმოსფერო ზედაპირს საიმედოდ უმალავს თვით ყველაზე მძლავრ ტელესკოპებსაც კი. მხოლოდ რადარს შეუძლია შეღწევა და პლანეტის რუკის შედგენა. სანამ ზედაპირზე წარმონაქმნთა კვლევას შეძლებდნენ ( ეს უმეტესად ვულკანური დაბლობებია) მეცნიერებს არ შეეძლოთ დაედგინათ ვენერას დღე-ღამის ხანგრძლივობა. ატმოსფერო მომაკვდინებელია ადამიანებისთვის, იგი ნახშირორჟანგისა და გოგირდმჟავას ნარევისაგან შედგება, რაც ძლიერ „სათბურის ეფექტს“ იწვევს -ატმოსფერო აკავებს სითბოს. ანტიკური ხალხები კი მხოლოდ მშვენიერ კაშკაშა პლანეტას ხედავდნენ და მას თავიანთი სიყვარულის ქალღმერთის სახელი შეარქვეს. ჰომეროსი მას კალისტოსს უწოდებდა, რაც მშვენიერს ნიშნავს. შოთა რუსთაველი მას ხშირად მიმართავდა, როგორც სიყვარულისა და სილამაზის სიმბოლოს. რუკაზე დატანილ ვენერას ზედაპირის თითქმის ყველა წარმონაქმნს ქალთა პატივსაცემად შეარქვეს სახელები, მაგალითად : პავლოვა, საფო და ფებე.

ვენერას ხან დილით გათენების წინ ვხედავთ აღმოსავლეთის ცაზე, ხან საღამოს ჟამს მზის ჩასვლის შემდეგ ცის დასავალზე. ჩვენში მას ცისკრის ვარსკვლავსაც უწოდებენ. მზიდან დაშორებულია 108 მლნ კილომეტრით და როცა ჩვენსა და მზეს შორის მოექცევა ხოლმე, ზოგჯერ მხოლოდ 39 მილიონი კილომეტრი აშორებს ჩვენგან. შეიძლება ითქვას ვენერა მესამე მნათობია ცაზე სიკაშკაშით- მას მხოლოდ მზე და მთვარე სჯობს ამ მხრივ. ვენერაზე სეზონური ცვალებადობა მცირეა.

ვენერას ზონდები


1960-იან 70-იან წლებში ყოფილმა სსრრკ-მა ვენერას ზედაპირის გამოსაკვლევად რამდენიმე ზონდი გაუშვა სახელწოდებით ვენერა. ისინი გაოცდნენ, როდესაც სამმა ასეთმა ზონდმა ფუნქციონირება შეწყვიტა ატმოსფეროში შესვლისთანავე. შემდგომმა ვენერას ზონდებმა ახსნეს, რატომ ხდებოდა ასე- ატმოსფერული წნევა პლანეტაზე 90 -ჯერ აღემატებოდა მიწიერს, ატმოსფეროს ახალი მჟავიანობა ახასიათებდა, ტემპერატურა კი 900 გრადუსი ფარენჰეიტი იყო.


სათბურის ეფექტი

ვენერას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობა ნიშნავს, რომ, თუმცა მზის ენერგია აღწევს პლანეტამდე, სითბო უკან ვეღარ გადის. ამან გამოიწვია უძლიერესი სათბურის ეფექტი. ზედაპირის ტემპერატურა ადვილად აღწევს 870 გრადუს ფარენჰეიტს, თუმცა სქელი ღრუბლების ფენები მზის სხივთა 80%-ს არ უშვებენ შიგნით.

მარსი

მარსი მეოთხე პლანეტაა შორით მზის სისტემაში. ღამის ცაზე ბაცი ნარინჯისფერი ჩანს . ბაბილონელებმა, ბერძნებმა და რომაელებმა მას თავიანთი ომის ღმერთის სახელი მისცეს. სინამდვილეში, მარსი პატარა პლანეტაა- დედამიწის ნახევარი ზომისაა, მაგრამ არსებობს მსგავსებანიც. მარსს, ისევე როგორც დედამიწას აქვს დაახლოებით 24 საათიანი დღე-ღამე, პოლარული ქუდები და ატმოსფერო. გასაკვირი არაა, რომ მარსი ყოველთვის ყველაზე პოპულარული ობიექტი იყო შესაძლო არამიწიერი სიცოცხლის არსებობისთვის. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ სიცოცხლის ზოგიერთი ფორმა- ან, წარსული სიცოცხლის საბუთი მაინც შეიძლება არსებობდეს პლანეტის შიგნით, მაგრამ ვერანაირი სიცოცხლე ვერ გადარჩებოდა მის ზედაპირზე. ატმოსფერო მეტისმეტად თხელია, რათა გადაეღობოს მომაკვდინებელ ულტრაისფერ სხივებს, ამასთანავე მარსი მზიდან დედამიწაზე უფრო შორსაა, რის გამოც იგი უფრო მეტად ცივია. უფრო ხშირად მარსი შუაღამისას მოჩანს და ანათებს სისხლისფრად. ამ ფერის გამო შორეული წარსულის ადამიანი მას უკავშირებდა წარმოდგენას ომის ღმერთზე და ამიტომ უწოდა მარსი- ეს ძველრომაული მითოლოგიური სახელი.

მზის გარშემო მარსი ისე მოიქცევა, რომ თითქმის ორ წელიწადში მის ირგვლივ ერთხელ შემოწერს წრეს, რომლის რადიუსი 230-მდე მილიონი კილომეტრია. ასეთ ვითარებაში მანძილი დედამიწიდან მარსამდე ფართო ფარგლებში იცვლება, მაგრამ 15-17 წელიწადში ერთხელ ეს მანძილი თავის მინიმუმ მნიშვნელობას აღწევს ხოლმე, რა დროსაც მარსზე დაკვირვება ხელსაყრელია.

მარსის ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობის შესწავლა ძნელი საქმე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დადგენილია, რომ მასში მომატებული რაოდენობით მოიპოვება ნახშირორჟანგი, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობით - ჟანგბადი და წყლის ორთქლი. ასეთ პირობებში მარსის ზედაპირზე წყალი ადუღდებოდა სულ მცირე 40-45 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ ასეთი მაღალი ტემპერატურა მარსზე ასე ადვილად როდი მიიღწევა?! მარსზე სეზონური ცვლილებები, ზამთარ-ზაფხულისა და გაზაფხულ-შემოდგომის შენაცვლება ისე მიმდინარეობს, როგორც დედამიწაზე, ოღონდ ყოველი სეზონი მარსზე უფრო ხანგრძლივია, ვიდრე დედამიწაზე.


მარსის წარმონაქმნები

1659 წელს დანიელმა მეცნიერმა კრისტიან ჰიუგენსმა, მარსის პირველი რუკა დახატა. მასზე აღნიშნული V-ს ფორმის წარმონაქმნი სირტის მაჟორი იმავე ადგილას ჩნდებოდა, ყოველ 24 საათში. მან სწორად დაასკვნა, რომ ეს მარსის დღე- ღამის ხანგრძლივობაზე მიუთითებდა.

მარსის პირველი ზუსტი რუკა ევგენი ანტონიადიმ შეადგინა. იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი სკიაპარელიმ კი დაწვრილებით შეისწავლა მარსის ზედაპირი და შენიშნა ბნელი ხაზები, რომლებსაც არხები უწოდა.

პლანეტა მარსის გარშემო

მარსის ატმოსფერო ბევრად თხელია დედამიწაზე და ძირითადად ნახშირორჟანგისაგან შედგება. იქ საკმაო წყლის ორთქლია შემთხვევითი ნისლის, სქელი ჯანღის და ღრუბლების წარმოსაქმნელად. მარინერ-9-მ პირველმა კოსმოსურმა ხომალდმა, რომელმაც, მარსს შემოუფრინა, აღმოაჩინა გადასერილი დაბლობები ქრისეს რაიონში, რაც მდინარეთა დამშრალი კალაპოტები შეიძლებოდა ყოფილიყო. მარსს ძალიან დიდი ვულკანებიც აქვს, ერთი მათგანი, ოლიმპოს მთა-უმაღლესია მთელ მზის სისტემაში. არის აგრეთვე უდაბნოები, ღრმა ხეობები და ყინულის ქუდები.

პოლარული ყინული

მარსის პოლარული არეები დაფარულია წყლისა და მყარი ნახშირორჟანგის ყინულის თხელი ფენით. პოლარული ქუდები იზრდებიან და ილევიან მარსის სეზონების მიხედვით.

უდაბნოს ლანდშაფტი

მარსი უდაბნოს ჰგავს. ქარები იტაცებენ წითელ მტვერს, რითაც ატმოსფეროს მოწითალო ელფერს აძლევენ.

მარსს ორი პატარა მთვარე ყავს ფობოსი(მარჯვნივ) და დეიმოსი (მარცხნივ). რადგან დეიმოსი მარსთან შედარებით ახლოს არის, ის სავარუდოდ მარს დაენარცხება 50 მილიონ წელიწადში. 1970-იან წლებში მეცნიერებმა მარსის გრუნტის ანალიზისას სიცოცხლის ვერავითარი ნიშნები ვერ იპოვეს.

მარსს ყველაზე მეტი ვიზიტორი და მზვერავი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პლანეტას, მაგრამ ბევრი თავსატეხი მაინც ამოუხსნელი რჩება.

უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, რომ იქ წყალი უკვე იქნა აღმოჩენილი. მართალია ეს წყალი მარილიანია, თუმცა იქ ის მინერალებია, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის. მარსზე გაფრენა თვით “ნასამაც’’ კი გადადო. 2020 წლისთვის დაგეგმილი ექსპედიცია ახლანდელი ცნობით 2030 წელს შედგება. დედამიწიდან მარსამდე მანძილის დაფარვა წარმოუდგენელ თანხებს მოითხოვს, ამასთან მარსზე ერთი ექსპედიციის მისვლა-მოსვლას დაახლოებით 2 წელიწადი მაინც სჭირდება. მარსის ატმოსფერო ჩვენთვის არ გამოდგება. ის შეიცავს დიდი როდენობით მეთანს, რომელიც დედამიწის მკვიდრთათვის შხამიანია.

1
302
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ქუფარაშვილი
მარიამ ქუფარაშვილი
302
  
2018, 22 დეკემბერი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1