ფსიქოლოგია პოსტტრავმული სტრესული აშლილობა: შემთხვევის შესწავლა და ანალიზი 2019, 16 თებერვალი, 1:12
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მიეკუთვნება შფოთვითი აშილობების რიცხვს და ტრავმული მოვლენის შემდეგ ვითარდება. აშლილობის ეს სახე სხვადასხვა ადამიანთან განსხვავებული სიმპტომებეით გვხვდება, რაც შეიძლება გულისხმობდეს განსხვავებულ ქცევით და ემოციურ სიმპტომებს, ფლეშბექებსა და ინტრუზიებს, ავტნომიურ ჰიპერაგზნებას. ტრავმულ გამოცდილებათა რიცხვში შედის ისეთი უშუალო გამოცდილებები, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობა, საომარი მოქმედებები, სტიქიური უბედურებები, წამება, სამხედრო ტყვეობა, ავტოსაგზაო შემთხვევები, გატაცება და მძევლად აყვანა. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანმა უშუალოდ არც განიცადოს, თუმცა თვითმხილველი გახდეს ისეთი მატრამვირებელი მოვლენებისა, როგორიცაა მაგალითად სხვა ადამიანზე სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა, ოჯახური ძალადობა, ომი, სხვადასხვა ტრაგიკული თუ უბედური შემთხვევები (American Psychiatric Association, 2013).
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის არსის, სიმპოტმების სპეციფიკისა და განსხვავებული მიდგომების მნიშნელობის უკეთ გადმოსაცემად, ქვემოთ განხილულია შემთხვევა (case) საშუალო ასაკის მამაკაცზე (მისი სახელი აღნიშნულია როგორც მ.), რომელსაც ტრავმული მოვლენის შედეგად განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
მ. 38 წლის დაქორწინებული მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ცოლთან და 3 შვილთან ერთად და ლიფტის ტექნიკოსი (შემკეთებელი) იყო ფსიქიატრუულ კლინიკაში მოხვდა ნაირობის დაბომბვიდან (ეს მოხდა 1998 წლის 7 აგვისტოს) 6 თვის შემდეგ.
სიტუაცია განვითარდა შემდეგნაირად, მ. ამ ინციდენტის დაწყებამდე მუშაობდა ამერიკის საელჩოს შენობაში, რომელიც ნაირობიში მდებარეობს. ის აკეთებდა ლიფტს 21-ე სართულზე მაშინ, როცა დაბომბვის ეპიზოდი დაიწყო. თავდაპირველად მ. ვერ გაერკვევა სიტუაციაში და ჰქონდა განცდა იმისა, რომ აღნიშნული აფეთქება ჩამრთველებზე არასწორი მანიპულაციის შედეგი იყო და საკუთარი თავი მოიაზრა დამნაშავედ. მისი ფიქრები მდგომარეობდა იმაში, რომ მან გამოიწვია ორი თავისი კოლეგის სიკვდილი. მ-მ გამორთო ჩამრთველები და გარშემო სიბნელე ჩამოწვა. რამოდენიმე წუთში, როცა კოლეგებმა მ-ს დაუძახეს, მან აღმოაჩინა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ და მათთან ერთად გაიქცა კიბეებით ქვევით სართულზე. სიტუაცია მატრამვირებელი იყო იმ მხრივაც რომ ირგვლივ ძალიან ბევრი სისხლიანი, დასახიჩრებული ადამიანი იყო, რომელთა ნაწილი უძრავ მდგომარებაში, სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო. ასევე იგრძნობოდა საშინელი სუნი და ეს სუნი სისხლისა და აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლის კომბინაცია იყო. როდესაც გარეთ გააღწიეს მ-ს გაახსენდა, რომ მან ლიფტის ჩამრთველი გათიშა, მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ლიფტში დარჩენილი ადამიანები მის გამო დაღუპულიყვნენ, ამიტომაც ყველა სართული დაიარა რათა დარწმუნებული იმაში, რომ იქ არავინ დარჩა. ბოლოს როცა გარეთ გამოაღწია დაახლოებით 5 საათის გამავლობაში აკვირდებოდა სამაშველო ქმედებებს ადამიანების გადასარჩენად. შემდეგ სახლში წასვლა გადაწყვიტა, რათა ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. იმ ღამეს არ ეძინა, მუდმივად ფიქრობდა სისხლიან და დასახიჩრებულ ადამიანებზე. მას შემდეგ საერთოდ აკრძალა ხორცის მიღება და საკუთარი ოჯახის წევრებსაც უკრძალავდა ხორციანი საჭმლის მომზადებას. ის ძალიან სენსიტიური გახდა ხმაურის მიმართ, სამი დღის განმავლობაში კი საერთოდ არავის ნახვა უნდოდა. ამ დღეების შემდეგ იგი დაბრუნდა სამსახურში, თუმცა ერიდებოდა იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც ამ მატრამვირებელ მოვლენას ახსენებდნენ. აქედან ერთი კვირის შემდეგ მ-ს დაეწყო გამუდმებული ფიზიკური ტკივილი, მადის დაქვეითება, ძილის პრობლემები, სექსუალური დისფუნქცია, შიშის განცდა და უსიამოვნო გრძნობები მუცელში. მას ეშინოდა მარტო დარჩენის. აღიზინებდა კომუნიკაცია არამარტო კოლეგებთან, არამედ ოჯახის წევრებთანაც კი. როცა ამ ყველაფერმა ძალიან გააუარესა მისი მდგომარეობა და ფუნქციონირება, გადაწყვიტა მიემართა ფსიქიატრისათვსის, რათა აღმოეჩნათ მისთვის დახმარება. კლინიკაში მოხდა მისი მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტირება. განხილვა და მკურნალობის ეტაპები მ.-ს შემთხვევა არის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ტიპური მაგალითი, რადგანაც გამოვლინდა ის ძირითადი სიმპტომები, რაც აშლილობას ახასიათებს DSM-5-ის კრიტერიუმების მიხედვით, ესენია:
26 შეფასება არ არის
|