x
ადამიანი და ოჯახი
image

ოჯახის ტიპები:

ცნობილია, რომ ოჯახის მრავალი ტიპოლოგია არსებობს. უმეტესად ტიპოლოგიის ძირითადი კრიტერიუმებია საქორწინო წყვილის (ოჯახის ბირთვის) დაყოფა არსებობა-არარსებობის მიხედვით და მათი რაოდენობის მიხედვით. გამოყოფენ პატარა ანუ ნუკლეარულ (ერთი დაქორწინებული წყვილი შვილებით (შვილით) ან უშვილოდ) და რთულ ოჯახს. რთული ოჯახი ართიანებს შემდეგ ქვეტიპებს:

  • ერთი დაქორწინებული წყვილი შვილით (შვილებით) ან უშვილოდ და ერთ-ერთი მეუღლის მშობელი;
  • ერთი დაქორწინებული წყვილი შვილით (შვილებით) ან უშვილოდ, ერთი მეუღლის მშობელი (ან მის გარეშე) და სხვა ნათესავები;დ და სხვა ნათესავები (ან მის გარეშე);
  • დედა შვილით (შვილებით) და ერთ-ერთი მშობელი;
  • მამა შვილით (შვილებით) და ერთ-ერთი მშობელი;
  • დანარჩენი ოჯახები, სადაც არიან და-ძმები, ბებია-ბაბუები, სხვა ნათესავები და ა.შ.

  • ოჯახის განვითარების ძირითადი ეტაპებია:

    გაცნობისა და მოწონება

    მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე საპირისპირო სქესთან ურთიერთობის გამოცდილების შეძენა, პარტნიორის არჩევა და მასთან ემოციური კონტაქტის და ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ეს შეყვარებულობის, შეხვედრების, მოლოდინების პერიოდია. შეყვარებულებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა იყვნენ ერთმანეთის გარეშე და ითვლიან წუთებს შეხვედრამდე. ამ ეტაპზე წყვილს, როგორც წესი, არ აქვს ისეთი მოვალეობები, პასუხისმგებლობები და მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, როგორც დაქორწინების შემდეგ და სწორედ ამის ხარჯზე, ეს პერიოდი შედარებით ლაღი და რომანტიულია.

    ახალგაზრდა ოჯახი

    ახალგაზრდად ითვლება ოჯახი თანაცხოვრების დაწყებიდან პირველი შვილის გაჩენამდე. ამ ეტაპზე წყვილისთვის წამყვანი საკითხი ახალი სოციალური როლის მორგება და მასთან დაკავშირებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაა.
    ამ პერიოდში ასევე მიმდინარეობს მშობლების ოჯახისგან გამიჯვნა (თუ ეს მანამდე არ მომხდარა), მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის ახალი საზღვრების ჩამოყალიბება, პირადი და ოჯახური მოთხოვნილებების გამიჯვნა.
    ახალგაზრდა ოჯახს უწევს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, რაც შესაძლოა ეხებოდეს ყველა ცხოვრებისეულ სფეროს- სიახლოვისა და პირადი საზღვრების დაცვას, ყოფით საკითხებზე პასუხისმგებლობის აღებას, სექსუალური ურთიერთობებისა და ბავშვის გაჩენის საკითხებს და ა.შ. ამ ეტაპის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანაცხოვრების პროცესში წყვილს უწევს ერთმანეთის საფუძვლიანი შესწავლა.

    ახალგაზრდა ოჯახი პატარა შვილით

    აღნიშნული ეტაპი იწყება პირველი შვილის გაჩენის შემდგომ, როდესაც წყვილი კვლავ ახალი ამოცანის გადაჭრის წინაშე დგება. მეუღლეებს უწევთ ახალი როლების მორგება - დედისა და მამის; მშობლის პოზიციის ჩამოყალიბება კრიზისული პროცესია და ორივე მშობლისთვის გარკვეულ გარდატეხას გულისხმობს. ეს გარდატეხა მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც ოჯახში ბავშვის განვითარების პროცესის მიმდინარეობას, ასევე მშობლების პიროვნებისა, მშობლებისა და ბავშვის ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოჯახის სრული რეორგანიზაცია. მეუღლის როლს ბავშვის დაბადების შემდეგ ემატება მშობლის როლი და იკვეთება ამ როლებს შორის კონფლიქტების მოგვარების საჭიროება. შვილის გაჩენა გარკვეულ გავლენას ახდენს მეუღლეებს შორის დისტანციაზე - ზრდის ან ამცირებს მას.
    ამ ეტაპზე საკმაოდ გავრცელებულია დედის თვითრეალიზაციის საკითხის წინა პლანზე წამოწევა. როგორც წესი, დედას უწევს სახლში დარჩენა და ბავშვზე ზრუნვა მაშინ, როდესაც მამა ინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან, ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფის საკითხიც მასზე გადადის, რაც თითქოსდა „ათავისუფლებს“ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობისგან. ამის ნიადაგზე მეუღლეებს შორის შესაძლოა განვითარდეს კონფლიქტური სიტუაციები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კავშირს. ხდება ისე, რომ ცოლს ეზრდება მოთხოვნები ბავშვზე ზრუნვაში დახმარებასთან მიმართებაში, ხოლო ქმარს უჩნდება გრძნობა, რომ ცოლი და შვილი მის სამსახურსა და კარიერას საფრთხეს უქმნიან.

    პირველი შვილის სოციალურ სისტემაში გაშვება

    ოჯახისთვის სრულიად ახალი პროცესია, როდესაც უწევს შვილის პირველად გაშვება სხვა სოციალურ გარემოში, როგორიცაა საბავშვო ბაღი. ეს არის ოჯახის განვითრების მორიგი ციკლი და მნიშვნელოვანი ეტაპი იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახს დღის განმავლობაში გარკვეული დროით უწევს შვილთან განშორება და ოჯახმა, როგორც სისტემამ, უნდა ისწავლოს სხვა სოციალურ სისტემასთან, ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღთან, თანამშრომლობა. ოჯახში იწყება პასუხისმგებლობების გადანაწილების მორიგი ეტაპი, რაც დაკავშირებულია ბავშვის ბაღში თუ სხვა ადგილებში ტარებასთან. ამ ეტაპზე ხშირად ხდება ისე, რომ დედა იწყებს მუშაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწილობრივ ოჯახური საქმეებისა და მოვალეობების საკუთარ თავზე აღება სხვა ადამიანს უწევს, ეს კი, როგორც წესი, უთანხმოების მიზეზი ხდება.

    ოჯახი სასკოლო ასაკის შვილით

    ამ ეტაპზე ოჯახს უწევს კიდევ ერთ ახალ სისტემასთან - სკოლასთან ურთიერთობის აწყობა. საბავშვო ბაღთან შედარებით, სკოლას მეტი მოთხოვნები აქვს.
    ოჯახში ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა შვილის დახმარება, ხელშეწყობა მეცადინეობის პროცესში, მისი წაყვანა სკოლაში ან ოჯახში დახვედრა. ამ დროს, როგორც წესი, ოჯახში ხშირია ემოციური დაძაბულობა, რადგან მშობლებს საკუთარ თავზე უწევთ ახალ პასუხისმგებლობათა აღება. მეუღლეებს შორის დამატებითი მოვალეობების თანაბრად გადანაწილება, როგორც წესი, ვერ ხერხდება, რაც იწვევს ე.წ. კოალიციების შექმნას შვილსა და ერთ-ერთ მშობელს შორის. მაგალითად, მამა ადანაშაულებს დედას ლოიალობაში შვილის მიმართ, ხოლო დედა მამას უხეშობაში სდებს ბრალს. ამის ნიადაგზე მშობლებს შორის ხშირია უთანხმოება და კონფლიქტები, რაც ბავშვს ხელს უწყობს მანიპულაციური ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. მანამ მშობლები ერთმანეთს ადანაშაულებენ, შვილზე გავლენას ვერავინ ახდენს.

    ოჯახი მოზარდი შვილით

    ეს ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც უფროსი შვილი მოზარდობის ასაკში შედის. ოჯახს ამ ეტაპზეც უწევს მიღებული წესების შეცვლა, რაც დაკავშირებულია მოზარდის მოთხოვნილებასთან, ეწეოდეს ავტონომიურ ცხოვრებას და გააფართოვოს ურთიერთობის საზღვრები სოციუმთან. ამ ეტაპზე პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჰქონდა ოჯახს აქამდე გამართული შიდა კომუნიკაცია.
    ამ ეტაპის ძირითადი ფსიქოლოგიური მახასიათებელი არის ის, რომ ხდება სხვადასხვა თაობების კრიზისული ეტაპების თანხვედრა - ხშირ შემთხვევაში მშობლებს აქვთ ე.წ. „შუალედური ასაკის კრიზისი“, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფასეულობებისა და საკუთარი მიღწევების გადაფასება, ხოლო შვილს კი „მოზარდობის ასაკის კრიზისი“, როდესაც მიმდინარეობს ცვლილებები როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ დონეზე. კრიზისული ეტაპების თანხვედრა უფრო მგრძნობიარეს ხდის ოჯახს, სახეზეა მაღალი შფოთვის დონე და დაუცველობის განცდა.

    მშობლების ოჯახიდან მოზრდილი შვილის გასვლა

    განვითარების ამ ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში, შვილი საკუთარ ოჯახს ქმნის და მშობლების ოჯახიდან გადის. თუ მოზრდილ შვილს ოჯახი ჯერ კიდევ უწევს ფინანსურ და ემოციურ მხარდაჭერას, სრულფასოვანი დიფერენციაცია და ავტონომიის შექმნა, ბუნებრივია, არ ხდება. პროცესი, რომლის მეშვეობითაც მოზრდილი ვაჟი ან ქალიშვილი ცდილობს მშობლების ოჯახისგან გამოსვლას, ”ემოციურ გაყრად” შეგვიძლია მოვიხსენიოთ. როგორც წესი, ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დონის დაუსრულებელი ემოციური კავშირი საკუთარ მშობლებთან. რაც უფრო ჰარმონიულია შვილისა და მშობლების ემოციური კონტაქტი, მით უფრო ნაკლებია სირთულეები მშობლების ოჯახიდან გასვლის დროს.
    ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ოჯახის სტრუქტურის შეცვლა. მშობლებს უწევთ იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამ ეტაპისთვის უკვე შესრულებული აქვთ მშობლობის ძირითადი ფუნქციები. თუ განვლილ ეტაპებზე მეუღლეთა თანაცხოვრების წამყვანი არსი შვილები იყო, ახლა წინა პლანზე ისევ წყვილის ურთიერთობები გამოდის, თითქოს მეუღლეებს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ და თითქოს ხელახლა უნდა „ისწავლონ“ ერთმანეთთან ურთიერთობა.

    ოჯახი ხანდაზმული მშობლებით

    ოჯახის განვითარების ეს ეტაპი რთულდება იმ ფაქტით, რომ ხდება უფროსი თაობის ოჯახის წევრების პენსიაზე გასვლა, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ იწვევს ოჯახში მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ხელახლა გადანაწილებას.
    ოჯახური სტრუქტურის გადაწყობის კიდევ ერთი მიზეზი არის ოჯახის უფროსი წევრების ავადმყოფობის ხშირი ფაქტები. ეს ძალიან ამძიმებს ოჯახის ცხოვრებას. ამ ეტაპზე ოჯახის თითოეულ წევრს უწევს დიდი ძალისხმევისა და მოთმინების გამოჩენა. ოჯახის მთავარი ამოცანა სიცოცხლის შენარჩუნება ხდება.
    ოჯახების უმეტესობა გადის განვითარების ყველა ზემოთ განხილულ ეტაპს, თუმცა ამ მხრივაც არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები. მაგალითად, განქორწინების შემთხვევაში, ოჯახის განვითარების ციკლი წყდება. დროთა განმავლობაში ყოფილმა მეუღლეებმა შესაძლოა სხვა პარტნიორთან ახალი ოჯახი შექმნან. ასევე, არსებობს ოჯახები, სადაც შვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა და მაშინ, როდესაც უფროს შვილებს უკვე საკუთარი ოჯახი და შვილები ჰყავთ, მშობლები კვლავ შვილის მოლოდინში არიან; გამონაკლისს წარმოადგენს ასევე მრავალშვილიანი ოჯახები ან ოჯახები, რომლებსაც ქმნიან პარტნიორები, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე შექმნეს ოჯახი და ჰყავთ შვილები.
    თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სტრუქტურა და მახასიათებლები, გარკვეულ ეტაპზე ყველა ოჯახი დგას სპეციფიური ამოცანების წინაშე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის.


    ჰეივინგჰერსტის განვითარების მოდელი

    ავტორის აზრით, მოზრდილმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს გარკვეული ამოცანები, რათა იგრზნოს ცხოვრებიტ კმაყოფილება. ადრეული მოზრდილობის ამოცანებია:

  • მეუღლის შერჩევა.
  • ოჯახური ცხოვრებისთვის მომზადება.
  • ოჯახის შექმნა.
  • ბავშვების აღზრდა.
  • ოჯახური მეურნეობის წარმოება
  • პროფესიული საქმიანობის დაწყება.
  • მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მიღება.
  • კონგენიალური სოციალური ჯგუფის პოვნა.
  • ადამიანი როგორც ოჯახის წევრი

    გენდერული სხვაობა არ ფიქსირდება ქალებისა და მამაკაცების კვლევისას და ორივე მხარე არიარებს ოჯახის როლის შესრულების კავშირს მატ იდენტობასთან. ახალგაზრდას, რომელსაც არ შეუქმნია ჯერ ოჯახი, იმყოფება გარდამავალ პერიოდში. ის სულ უფრო მეტად გამოეყოფა მსობლებს და უახლოვდება საკუთარი ოჯახის შექმნას.

    ჰოფმანმა გამოყო 4 ტიპის დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა შეიძინოს ახალგაზრდამ გარდამავალ პერიოდში: 1. ემოციური დამოუკიდებლობა(მშობლებისგან სოციალურად და ემოციურად დამოუკიდებელი), 2. ატიტუდური დამოუკიდებლობა(მშობლებისგან განსხვავებული განწყობის, რირებულებების, დამოკიდებულებების სისტემა), 3. ფუნქციური დამოუკიდებლობა(მსობლებისგან მატერიალურად დამოუკიდებელი, პრობლემას თავად ჭრის), 4. კონფლიქტური დამოუკიდებლობა(ფისქოლოგიური შეგუება, რომ ახალლგაზრდა გამოეყოფა მსობლებს და ეს მატი ღალატი არ არის).


    აღზრდის სტილები

    ოჯახის კლასიფიკაციის ერთ-ერთი პარამეტრია - ოჯახური მართვის (ხელმძღვანელობის) სტილი. ეს უკანასკნელი სპეციალურ ლიტერატურაში განისაზღვრება, როგორც მშობლების იმ ქმედების რაგვარობა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების სწორ გზაზე დაყენებას. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, ოჯახი ოთხ ძირითად ტიპად (ავტორიტეტული, ავტორიტარული, ლიბერალური და ინდიფერენტული) იყოფა. ეს კლასიფიკაცია ხორციელდება მშობლების შვილებისადმი გამოვლენილი კონტროლის და მათდამი გამოხატული სითბოს მიხედვით. მოკლედ დავახასიათოდ თითოეული მათგანი.

    ინდიფერენტული მშობელი გამოირჩევა შვილებისადმი კონტროლის დაბალი დონით, მათდამი სითბოს ნაკლებობით და უგულისყურობით. ასეთი მშობლები თავიანთი შვილებისთვის არ ადგენენ თითქმის არანაირ შეზღუდვებს, რაც შესაძლოა მათი ყოველდღიური პრობლემებით და შვილებისადმი არასაკმარისი ინტერესით არის განპირობებული.

    ავტორიტეტული მშობლები ახორციელებენ შვილებზე მაღალი დონის კონტროლს და ამავე დროს, მათთან აქვთ თბილი ურთიერთობები. ავტორიტეტული მშობლები ადგენენ თავიანთი შვილებისათვის შეზღუდვებს და მკაცრად იცავენ მათ მიერ შემუშავებულ წესებს, თუმცა ისინი უხსნიან თავიანთ შვილებს ამ შეზღუდვის მიზეზებს, რის გამოც მშობლის ქცევა შვილს არ ეჩვენება ძალისმიერად და უსამართლოდ. ავტორიტეტული მშობლების შვილებს აქვთ მაღალი თვითდარწმუნების დონე, მთლიანად აკონტროლებენ საკუთარ თავს, არიან სოციალურად კომპეტენტურები. ასეთი მშობლების შვილებს აქვთ მაღალი თვითშეფასება. მათ აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრების დონეც.

    ლიბერალური მშობლები ახორციელებენ შვილის მიმართ ნაკლებ კონტროლს (შეზღუდვებს) და აქვთ შვილისადმი საკმაოდ თბილი ურთიერთობები. ისინი თითქმის საერთოდ არ ზღუდავენ შვილის ქცევას და ავლენენ მათდამი ე.წ. „უპირობო სიყვარულს“, მაშინაც კი, როცა ლიბერალური მშობლები გაბრაზებულნი არიან თავიანთი შვილის ქცევით, ცდილობენ თავშეკავებას. მათ ახასიათებთ შვილებთან ღია, შეუძღუდავი ურთიერთობები.

    ავტორიტარული მშობლები შვილებზე ახორციელებენ ძლიერ კონტროლს (ადგენენ მკაცრ მოთხოვნებს და მკაცრად მოითხოვენ მათ მიერ დადგენილი წესების შესრულებას), რასაც თან ერთვის შვილებთან მათი გულწრფელობის და სულიერი სიახლოვის არასებობა და შესაბამისად, უფრო ცივი ურთიერთობები. ავტორიტარული მშობლები გაცემენ ბრძანებებს და მოელიან, რომ ეს ბრძანებები ზუსტად და უსიტყვოდ იქნება შესრულებული მათი შვილების მიერ. ასეთი მშობლების შვილები, ჩვეულებრივ, ჩაკეტილები, პასიურიები და ნერვიულები არიან. უმრავლეს შემთხვევებში, ისინი იმეორებენ მშობელთა მართვის სტილს თავის მომავალ ოჯახებში. როგორც ვთქვით, ოჯახი საზოგადოების ბირთვია, უმნიშვნელოვანესი ფორმაა პირადი ყოფისა, რომელიც დაფუძნებულია ცოლ - ქმარის კავშირზე და ნათესავების ურთიერთობებზე ე.ი. ცოლის, ქმრის, მშობლების, შვილების, დების, ძმების და სხვა ნათესავების ურთიერთობებზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და ერთ მეურნეობას ეწევიან. ოჯახი უდიდეს როლის თამაშობს, როგორც საზოგადოების, აგრეთვე, ცალკეული პიროვნების ცხოვრებაში. მსოფლიოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 90% ცხოვრების ამ ფორმას - ოჯახი მიმართავს.


    კამათი ოჯახში, ბავშვი კონფლიქტურ ოჯახში

    აბსოლუტურად ყველა ოჯახში კამათობენ და ეს სავსებით ნორმალურია, მეტიც ზოგჯერ კარგი შედეგის მომტანიც არის = ის ავლენს პრობლემას, ოჯახის წევრების გრძნობებს და ურთიერთდამოკიდებულებას, გეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში, ერთმანეთის გრძნობებში და აზრებში გარკვევაში. კონსესუსისა და მოლაპარაკების საფუძველზე ნებისმიერი საკითხის უმტკივნეულოდ გადაჭრაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა საკუთარ გრძნობებზე კონფლიქტის გარეშე საუბარიც შესაძლებელია, მაგრამ, როგორც წესი, წყნარად მყოფი ადამიანი უფრო ნაკლებად გამოხატავს თავის გრძნობებს, აღელვებული კი ნაკლებად აკონტროლებს მათ. უკონფლიქტო ოჯახში არ არის აუცილებელი რომ მეუღლეებს ერანეთის ესმოდეთ. კონფლიქტი აქ უფო ღრმადაა. მეუღლეები ვერ ხედავ აზრს განიხილონ რაიმე თემა ერთად და მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება. თითოეული მათგანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. კონფლიქტებისგან თავის არიდება და ურთიერთობის გარკვევა და მოუგვარებლობა უფრო აღმავებს უფსკრულს მეუღლეებს შორის და პრობლემის მოგვარებას თითქმის შეუძლებელს ხდის.

    სრულიად უკონფლიქტო ოჯახი შეიძლება იყოს ოჯახი, რომელიც უკვე დიდი ხნის შექმნილია, სადაც პრობლემების ძირითადი მხარეები უკვე გადალახულია და მეუღლეებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.

    თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს კონფლიქტური ოჯახები, სადაც კამათი პრობლემის მოგვარებას კი არ უყრის საფუძველს არამედ უფრო აღმავებს მათ. ჩხუბი შეიძლება დაიწყოს უბრალო მიზეზის გამო, გაგრძელდეს დიდხანს, კამათის დროს მეუღლეები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს არ არის ჯანსაღი კონფლიქტი, რომელიც პრობლემის არსის გაგებაში და მის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. უსასრულო ბრალდებები, შეურაცხყოფა და დაგროვილი წყენა ოჯახში უფრო მეტ დაძაბულობას გააღვივებს და ჩხუბი ყოველდღიურ სახეს მიიღებს. ასეთი სახის კონფლიქტი დესტრუქციულია და ურთიერთობის დანგრევას იწვევს. ასეთ ოჯახებში პრობლემა არ გვარდება, პირიქით პრობლემას პრობლემა ემატება და ოჯახში ურთიერთობა გაუსაძლისი ხდება.

    ბავშვები კონფლიქტურ ოჯახში

    ოჯახში კონფლიქტური სიტუაციისგან ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან. კონფლიქტურ ოჯახებში ბავშვებზე არაპირდაპირი ზემოქმედება ხდება, როგორც ასოციალური ოჯახების მაგალითზე (ნარკომნების, ლოთების ოჯახები). მაგრამ ასეთი ზემოქმედებაც აუცილებლად აისახება ბავშვის პიროვნულობაზე.

    ოჯახში კონფლიქტურმა სიტუაციამ ბავშვი შესაძლოა სხვადასხვა პოზიციაში ჩააყენოს:

    • პატარა მშობლების ჩხუბისა და გარჩევის ჩუმი თვითმხილველია;
    • ბავშვი, რომელზეც გაბრაზებული მშობლი ჯავრს იყრის;
    • ბავშვი, როგორც „კოზირი “ მშობლის ხელში;

    ჩუმი თვითმხილველი

    მშობლები და ბავშვები შეადგენენ ერთ მთლიანობას - ოჯახს. მშობლები ქმნიან ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ბაზას. ხშირად მშობლები ნაკლებად უფიქრდებიან თუ რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვის ფსიქიკას თავისი უსასრულო ჩხუბებით. ოჯახში დამოკიდებულება შემდგომში უნერგავს ბავშვს საკუთარ თავისადმი რწმენას, ნდობას. მშობლებს შორის სტაბილური ურთიერთობა ბავშვს დაცულობის შეგრძნებას აძლევს. კონფლიქტურ ოჯახში კი ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, ხოლო მუდმივი კონფლიქტები კი უფრო აღრმავებს მის ფსიქოლოგიურ ტრამვას. პატარას აწუხებს სხვადასხვა შიშები, ხედავს ცუდ სიზმრებს, საკუთარ თავში იკეტება, ეკარგება გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარ შესაძლებლობებს ვერ აფასებს. ბავშვები და მოზარდებიც ბოლომდე არ არიან გარკვეული ცხოვრებისეულ სირთულეებში. მათ გაგებაში მათი საყვარელი ადამიანი აუცილებლად დადებითი პერსონაჟია. ბავშვს ორივე მშობელი უყვარს და მათ შორის ჩხუბი მათი სამყაროს დაგრევის ტოლფასია. ბავშვები ხშირად ვერ ხვდებიან კონფლიქტის მიზეზს, ამიტომ ყოველივეში საკუთარ თავს თვლიან დამნაშავედ. ისინი ჩუმად იტანჯებიან და ნელ-ნელა უცხოვდებიან. ბავშვის სულიერი ტრამვები იწვევს უამრავ ნერვულ დაავადებას: ღამის ენურეზს, ტიკებს, სხვადასხვა სახის შიშებს, ყურადღების გაფანტვას და სხვა. ბავშვი ხდება ჩაკეტილი, უცხოვდება, მშობლების მიმართ მტრული დამოკიდებულება უღვივდება, რაც მომავალში სხვა ადამიანების მიმართაც ვლინდება. მშობლების უმეტესობას ჰგონია, რომ ბავშვის ფსიქიკაზე ცუდ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდენს, უშუალოდ რომელთა შემსწრეც ბავშვები გახდნენ. ეს აზრი სწორი არ არის. ბავშვები ძალინ კარგად გრძნობენ ოჯახში დაძაბულობას და ემოციურ მუხტს. შეიძლება მშობლებმა ბავშვის წინ არ იჩხუბონ, მაგრამ თქვენი პატარა აუცილებლად იგრძნობს თქვენს შორის დაძაბულობას. მშობლებს შორის სიცივემ, ურთიერთობის გაურკვევლობამ და სამარისებურმა სიჩუმემ ასევე შეუძლია არანაკლებ დაუზიანოს ბავშვს ფსიქიკა.

    ბავშვი, რომელზეც გაბრაზებული მშობელი ჯავრს იყრის

    ხშირია შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო, გაბრაზებული და ყველანაირად გაღიზიანებული მშობლები აურყოფით ენერგიას ბავშვზე ავლენენ. ბავშვი, რომელიც ფიზიკურად მამას გავს და მისი ქცევის რაიმე მახასიათებილიც აქვს შეიძლება დედის მუდმივი ჯავრის ამოსაყრელი ობიექტი გახდეს. დედა, რომელიც მეუღლეზე ვერ ცლის უარყოფით ენერგიას, რომელსაც ეშინია ძლიერი სქესის წარმომადგენლის და ვერაფერს ვერ უბედავს მთელი ყურადღება ბავზე გადააქვს და მეუღლეზე გამწარებული პატარას უსწორდება. მშობელი ბავშვში არა საკუთარ პატარა შვილს ხედავს, არამედ მისი სახით მტრის ხატს ქმნის. ყოველი პატარა ცელქობისთვის სასტიკად სჯის და ბავშვის ხარჯზე თვითდამკვიდრებას ეწევა (ვიღაცას ხომ ერევა ოჯახში).

    ბავშვი, როგორც „კოზირი “ მშობლის ხელში

    ხშირად დედა და მამა ცალ-ცალკე ბავშვის მიმართ დიდ მზრუნველობას გამოხატავენ. ისინი ცდილობენ ბავშვის თავის მხარეზე გადმობირებას, შთააგონებენ, რომ არ ჰქონდეს მას ურთიერთობა მეორე მშობელთან, ამხედრებენ ერთმანეთის მიმართ და სხვა. ჰიპერზრუნვა და ბავშვის ნებაზე გაშვება სინამდვილეში განპირობებულია არა ბავშვზე ზრუნვით, არამედ მშობლის მარტო დარჩენის, გაურკვევლობის შიშით, და ოჯახში საკუთარი ადგილის დამკვიდრების მცდელობით. ასეთი დამოკიდებულება ძირითადად ქალბატონებს ახასიათებთ.

    საკუთარი პრობლემების მოგვარების იარაღად ბავშვის გამოყენება უფრო ამძიმებს სიტუაციას ოჯახში და უფრო მეტ ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს მას. ბავშვმა აღარ იცის ვის ენდოს, რომელი მშობლის ბრძანება შეასრულოს, რით დაიმსახუროს მშობლის სიყვარული, რა დააშავა რომ მას გამუდმებით უმიზეზოდ სჯიან, ზოგჯერ კი ყველაფრის უფლებას აძლევენ, რატომ არ უნდა ელაპარაკოს და არ უყვარდეს მეორე მშობელი და სხვა. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი დაბნეულია, არ იცის ქცევის წესები, ურთიერთობა ადამიანებთან და სხვა.

    ოჯახური კონფლიქტი კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება თვითონ ბავშვიც იყოს. მშობლებს სურთ, რომ ბავშვი კარგად აღიზარდოს, მაგრამ ყველა ადამიანს „კარგის“ განსზაღვრება განსხვავებული აქვს. ხშირად მშობლები ბავშვებს ურთიერთგამომრიცხავ მითითებებს აძლევენ: დედა - „მე შენნაირი გაუგონარი ბავშვები არ მიყვარს“, მამა-„შენნაირი წყნარი და დამჯერი დედიკოს ბიჭები ნამდვილი ვაჯკაცები არ იზრდებიან“. სინამდვილეში კი მსგავს ბრძანებებში უკმაყოფილების ნოტები მიმართულია მეუღლეების მიმართ. ქალი უკმაყოფილოა იმით, რომ მისი მეურლე არ ითვალისწინებს მის რჩევებს და მაინც ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ხოლო მამაკაცი აგონებს რომ არ დანებდება და არ აპირებს მისი პრეტენზიების მოსმენას და, რომ მის მეუღლეს საერთოდ არ ესმის მამაკაცური პრინციპეპი. მეუღლეები იმის ნაცვლად, რომ დასხდნენ და საკუთარი პრობლემები ბავშვის ჩართულობის გარეშე მოაგვარონ პირიქით მაქსიმალურად ცდილობენ მის საკუთარ პრობლემებში ჩათრევას. ხშირად მშობლები კამათის დროს ბავშვს სთხოვენ მხარის ამორჩევას, ეკითხებიან ვინ უფრო მეტად უყვართ დედა თუ მამა. ბავშვს სინამდვილეში ორივე მშობელი უყვარს და ცდილობს ხან ერთ გაუმართლოს იმედები და ხან მეორეს. პატარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მშობლები არაერთ ხრიკს მიმართავენ: საჩუქრები, შეპირებები, მუქარა და სხვა. მშობლებს უნდათ ბავშვი ჩაერთოს მათ კონფლიქტში და განსაზღვროს ვინაა მართალი და მტყუანი. თქვენი შვილი კი როცა წამოიზრდება უბრალოდ ისწავლის ამ თქვენი სიტუაციის გამოყენებას და თავის სასარგებლოდ, ანუ ვინ უფრო სახარბიელო წინადადებას შესთავაზებს იმის მიხედვით მოქცევას. მსგავსმა გამუდმებულმა კამათებმა ბავშვს ემოციური გადაღლილობა, ხასიათის ცვალებადობა, მადის და ძილის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს. მას არ შეუძლია თქვენი კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ მას შეუძლია თავად მოიქცეს ცუდად და თქვენი ყურადღება ამდაგვარი საქციელით მიიპყროს. ასეთი ბავშვები პროტესტის ნიშნად იმდენად ცუდად იქცევიან, რომ მშობლებს საკუთარი თავები და გასარჩევი საქმეები ავიწყდებათ. სწორედ ესაა მათი მიზანი.

    როგორ დავძლიოთ კონფლიქტი ოჯახში?

    როგორც აღვნიშნეთ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები გარდაუვალია, რადგან ოჯახი შედგება რამდენიმე განსხვავებული ადამიანისგან, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა აზრი, ღირებულებები, გაგება, ჩვევები და სხვა. მთავარია არ უგულებელყოთ პრობლემა, წიინაღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა ცოტა ხანში თავს ჩხუბში იჩენს. ისწავლეთ და მიეჩვიეთ პრობლემის კონტრუქციულად მოგვარებას. თავს ნუ აარიდებთ კამათს - ისწავლეთ ჟანსაღი კამათი. გაითვალისწინეთ ორივე მხარის აზრი და მოძებნეთ გამოსავალი. ნუ დაუწყებთ დამნაშავის მოძებნას, გაერთიანდით და დასვით მთავარი საკითხი -„როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის დასაძლევად?“ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს ოჯახში მოხდა კამათი, ეს იმისთვისაა, რომ გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობები, შერიგდეთ და კვლავ განაგრძოთ წყნარი ცხოვრება უკეთესად.

    ფსიქოლოგები დესტრუქციული კამათის თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ:


    • არ მოიბოდიშოთ დროზე ადრე;
    • არ აარიდოთ თავი კამათს, არ გაჩუმდეთ და არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. ისაუბრეთ თქვენი გრძნობების შესახებ ახსენით რატომ არის ეს საკითხი თქვენთვის ასეთი მტკივნეული და სხვა;
    • არ მიაყენოთ ერთმანეთს პირადი შეურაცხოფა;
    • არ თქვათ, რომ ყველაფერი როგზეა, როდესაც სინამდვილეში ნაწყენი ხართ. ეს წყენა ოდესმე აუცილებლად იჩენს თავს;
    • პირდაპირ ვუთხრათ უკმაყოფილების მიზეზი და არა არაპირდაპირად გააგონოთ მეუღლეს თქვენი უკმაყოფილება;
    • ნუ დაემუქრებით ;
    • იკამათეთ ბავშვების დაუსწრებლად;
    • გულახდილად ისაუბრეთ საკუთარ გრძნობებზე;
    • გაარკვიეთ რაში ეთანხმებით და რაში არა მეორე ნახევარს;
    • დაელოდეთ ვიდრე თქვენი ფეთქებადი მეუღლე დაწყნარდება და მერე მშვიდად განიხილეთ მომხდარი;
    • თუ თქვენს კონფლიქტს ბავშვი შეესწრო, კამათის ბოლოს აუცილებლად შერიგდით, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, აკოცეთ. ბავშვებმა უნდა დაინახონ რომ ყველაფერი რიგზეა და თქვენს ოჯახს არაფერი არ ემუქრება;



    0
    111
    შეფასება არ არის
    ავტორი:ანი იმნაძე
    ანი იმნაძე
    111
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0