x
მუსიკა და მისი გავლენა ადამიანზე

imageმუსიკა და მისი გავლენა ადამიანის სხუელსა თუ ტვინზე აქტუალურია თანამედროვე კველვების ფარგლებში, ვინაიდან მას ძლიერი გავლენა აქვს თავის ტვინის ქერქზე და ემოციაზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებზე, რის გამოც ის შეიძლება ადამიანის სასიკეთოდაც იქნეს გამოყენებული, მაგალითად: სამედიცინო მუსიკა თერაპია. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენეს მუსიკის გავლენა ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, არტერიულ წნევაზე, პულსზე, ფიზიკურ გამძლეობასა და დავალების შესრულებაზეც. "მოცარტის ეფექტი" – ასე დაარქვა დ. კემპბელმა ზოგადად მუსიკის გავლენას ადამიანზე. ვიწრო გაგებით კი ტერმინი "მოცარტის ეფექტი" ეხება უშუალოდ ადამიანის ორგანიზმზე მოცარტის მუსიკის ზეგავლენას. ამერიკელმა მეცნიერმა გორდონ შოუმ და მისმა კოლეგამ, მარკ ბოდნერმა, თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული სკანირება მოახდინეს მოცარტის, ბეთჰოვენისა და 30-იანი წლების პოპ-მუსიკის მოსმენისას ცდის პირთა თავისტვინის გააქტიურებული ნაწილების დასაფიქსირებლად. როგორც ელოდნენ, ყველა ზემოთ აღნიშნულმა მუსიკამ თავის ტვინის ქერქის იმ ნაწილის აქტივაცია მოახდინა, რომელიც ხმის ტალღების მიერ გამოწვეული ჰაერის ვიბრაციას აღიქვამს, ზოგჯერ ტვინის იმ ნაწილების აღგზნებას იწვევდა, რომელიც ემოციებთან არის კავშირში. თუმცა, მხოლოდ მოცარტის მუსიკამ მოახდინა თავის ტვინის ქერქის პრაქტიკულად ყველა ნაწილის აქტივაცია. (Mark Bodner & Gordon L. Shaw, 2013).

ასევე, მრავალი კვლევა ჩატარდა, რათა სხვადასხვა კუთხით შემოწმებულიყო მუსიკის ეფექტი ისეთ კოგნიტურ აქტივობაზე, როგორიცაა დავალების შესრულება. არიზონას უნივერსიტეტმა 2016 წელს გამოაქვეყნა სტატია უკანა ფონზე ჩართული მუსიკის გავლენის შესახებ კოგნიტურ აქტივობაზე. მათი მიზანი იყო, გაეგოთ, როგორია ცდის პირებისთვის სასურველი და მათთვის არასაინტერესო მუსიკის გავლენა კითხვის გაგებასა და ყურადღების გადახრადობაზე. ექსპერიმენტის ჰიპოთეზას წარმოადგენდა აზრი, რომ მონაწილეები ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებდნენ მუსიკის გარეშე მუშაობისას, ოდნავ შეაფერხებდათ და გაუფანტავდათ ყურადღებას სასურველი მუსიკა, ხოლო ყველაზე მეტი პრობლემა ექნებოდათ არასასურველი მუსიკის ფონზე დავალების შესრულებისას. მიუხედავად იმისა, რომ შედეგებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავება სასურველი და არასასურველი მუსიკის ფონზე შესრულებული დავალებების საშუალოებს შორის, მაინც გამოიკვეთა გარკვეული ტენდენცია - ცდის პირები უმუსიკოდ მუშაობისას ყველაზე მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ, ხოლო ყველაზე დაბალი შედეგები სასურველი მუსიკის მოსმენის ფონზე მუშაობისას დაფიქსირდა. ავტორებმა შედეგები ორივე, სასურველი და არასასურველი, მუსიკის დისტრაქტული ბუნებით ახსნეს, რის გამოც ორივე ხელისშემშლელი გამოდგა მონაწილეთათვის(AHUJA, J. K., 2016).

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა ეკუთვნით ლ. გაუტამასა და ს. პანდეს. მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს ბიოსტატისტიკისა და კომპიუტერული ინფორმაციის ტექნოლოგიების კურსიდან არჩეულ 40 სტუდენტზე რომელიც იკვლევდა უკანა ფონზე ჩართული მუსიკის გავლენას ტესტის შესრულებაზე. ცდის პირებმა წერეს მუსიკითაც და უმუსიკოდაც, მაგრამ ამ ორ პირობაში დაწერილი ტესტების შედეგების საშუალოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ გამოვლინდა, რაც გულისხმობს იმას, რომ არავითარი, არც დადებითი და არც უარყოფითი გავლენა არ იქონია მუსიკამ. (Gautam, L., & Pandey, S.).

მრავალ კვლევაზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ მუსიკას გავლენა აქვს როგორც განწყობაზე, ასევე ჩვენს ტვინსა და სხეულზე. მუსიკის ზემოქმედებას ადამიანის ბიოლოგიურ ასპექტებზე ადასტურებს დოქტორი ა. სავანის ექსპერიმენტი, რომელის ფარგლებშიც იკვლია უკანა ფონზე ჩართული მუსიკის გავლენა სწავლების სპეციალური საჭიროების და ემოციური და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვების კოორდინაციაზე. წინარე გამოკვლევამ აჩვენა, რომ მუსიკა ცვლიდა გარკვეულ ფიზიკურ და ბიოქიმიურ თავისებურებებს ზემოთ აღნიშნულ ბავშვებში. როცა მუსიკა ჩართული იყო პრაქტიკული სეანსების დროს, მოსწავლეები ხდებოდნენ მეტად კოორდინირებულები და მათი ქცევა უმჯობესდებოდა. ავტორი საინტერესო ფაქტად მიიჩნევდა იმას, რომ ეს ფენომენი არ იჩენდა თავს საშუალო განათლების მქონე მოსწავლეებში. ამის მიზეზად ბიოლოგიურ არგუმენტს ასახელებდა, რომლის მიხედვითაც ლიმბური სისტემის ბგერითი სტიმულაცია სპეციფიკურია ასაკის მიხედვით. იქიდან გამომდინარე, რომ ტვინის ლიმბური სისტემა 2 წლის ასაკისთვის ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ის ჯერ კიდევ ექვემდებარება სტიმულაციის გავლენას და შეიძლება კოორდინაციის გაუმჯობესება, ამ ოპიმალური პერიოდის მერე კი სტიმულაციას ძალა ეკარგება. ამ კვლევის მონაწილეთა 80% არ ჰქონდა მიღებული საჭირო მაღალი სიხსირის აკუსტიკური სტიმულაცია ორ წლამდე. მიუხედავად ამისა, 11 წლის ცდის პირებზე მაღალი სიხშირის ბგერების სტიმულაციამ შეცვალა სხეულის ქიმიური მიმოცვლა და არასაკმარისად განვითარებული კოორდინაციის სისტემამ დაიწყო უკეთესად მოქმედება ხანმოკლე დროის განმავლობაში (Anne Savan, 2009). ცნობილი არაა ეს ეფექტი გასტანს თუ არა დიდ ხანს, მაგრამ შედეგი აშკარაა, რომ მუსიკას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ტვინსა და სხეულზე.

გრეგორი იანგის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ადასტურებს, რომ ცდისპირები აჩვენებდნენ უკეთეს შედეგებს მაშინ, როცა უსმენდნენ საკუთარი გემოვნებით არჩეულ მუსიკას, ვიდრე მაშინ, როცა საერთოდ არ უსმენდნენ და ამ უკანასკნელთა შედეგები უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც უსმენდა იმ მუსიკას, რომელიც არ მოსწონდა(Gregory Young, 2003).


ცნობილია რა, რომ მუსიკას შეუძლია ჩვენი განწყობის ცვლილება და ასევე ისიც, რომ ნებისმიერი ჩვენთვის სასიამოვნო და საინტერესო საგანი მეტად გვეხმარება კოგნიტური აქტივობის სწორად წარმართვაში, მაგალითად უკეთ კონცენტრირებაში, სავსებით დასაშვებია ამ ორი ფაქტორის ერთმანეთთან კორელირება. მათი გათვალისწინებით, ლოგიკურია, თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანისთვის (მისთვის ინდივიდუალურად) სასიამოვნო გარემოს შექმნით ის უკეთ მოახერხებს ფოკუსირებას.
მუსიკა ძლიერ გავლენას ახდენს თავის ტვინის წინაფრონტალურ ნაწილზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს: დამახსოვრებაში, ცნობიერ განცდებსა და ფიქრებში, მოტორულ ფუნქციონირებაში, პრობლემის გადაჭრაში, სპონტანურ გადაწყვეტილებაში, მსჯელობასა და ლოგიკურ აზროვნებაში და სხვა. ეს სწორედ ის უბანია, რომელზეც მუსიკა ყველაზე მეტ გავლენას ახდენს. ზუსტად ამიტომ, ეს ბიოლოგიური საფუძველი ერთ-ერთი არგუმენტია ზემოთ აღნიშნული ვარაუდისა, რომ თუ მუსიკა ტვინის იმ უბანზე დადებითად იმოქმედებს, რომელიც ლოგიკურ მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი, მაშინ ცდის პირები უკეთეს შედეგს აჩვენებენ სასურველი მუსიკის მოსმენისას, ვიდრე არასასურველი მუსიკის ფონზე მუშაობისას.

ყველა ზემოთ განხილული კვლევა, ბიოლოგიური და კოგნიტური ფუნქციონირების არგუმენტები იძლევა საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ თუ მუსიკას გავლენა აქვს როგორც კოორდინაციაზე, ენის აღქმასა და გადამუშავებასა თუ ყურადრების მდგრადობაზე, მას კიდევ უფრო მკაფიო და შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონეს, თუ ის იქნება პიროვნების მიერ ინდივიდუალური გემოვნებით არჩეული. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინდივიდისთვის სასურველი მუსიკის(ნებისმიერი ჟანრის) მოსმენას პოზიტიური გავლენა აქვს ლოგიკური ტიპის დავალების შესრულებაზე, ცდის პირისთვის არასასურველ მუსიკასთან შედარებით, რაც გამოიხატება იმით, რომ პირველ შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილე მეტ სწორ პასუხს დააგროვებს მეორე პირობასთან შედარებით.

მიუხედავად ყველაფერ ზემოთ თქმულისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია მუსიკის რიტმი თუ ტიპი: ვოკალური იქნება თუ ინსტრუმენტული, ხანგრძლივობა და ცდის პირის კოგნიტური შესაძლებლობები. ასევე, ცნობილია, რომ სხვადასხვა სიხშირის ბგერები განსხვავებულ გავლენას ახდენენ ტვინის სხვადასხვა უბანზე. ამიტომ, ტემპი, რომელიც ახასიათებდა თითოეულ მუსიკას მნიშვნელოვანი გასაკონტროლებელი ცვლადია. ნებისმიერი ამ ჩამონათვალიდან შესაძლოა გახდეს არასწორი დასკვნის მიზეზი, ამიტომაც ექსპერიმენტული პირობები აუცილებლად მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არსებობს შეთანხმებული მოსაზრება იმის შესახებ, მუსიკას დადებითი გავლენა აქვს თუ არა მეცადინეობისას ან მუშაობისას ადამიანის კოგნიტურ პროცესებზე, ფსიქოლოგები რეკომენდაციას ვ
ერ უწევენ მსგავსი აქტივობებისას მუსიკის მოსმენას.

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0