x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134940
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
„კაბასაც ჩავიცვამ და წითელ პომადასაც წავითხიპნი, ჰოდა მომავალი წლის ევროვიზიაზე მე მივდივარ!"-გურამ შეროზია
image

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში „ევროვიზია“ 2024 წლის გამარჯვებულის, შვეიცარიელი Nemo-ს ფოტოს აქვეყნებს და ასეთ პოსტს ურთავს:



„არც კი გაბედოთ შეწინააღმდეგება!

კაბასაც ჩავიცვამ და წითელ პომადასაც წავითხიპნი, თუ სამშობლოს დასჭირდება. ვოკალზე უკვე დავდივარ რამდენიმე თვეა და შარშანდელზე ბევრად მაღალ ნოტებსაც ვიღებ, ჰოდა მომავალი წლის ევროვიზიაზე მე მივდივარ!


მესიჯების გაჟღერება რომ არ შემეშლება და ჩრდ. მეზობლის გმობა და ევროპული ფასეულობების ხაზგასმა - ამაში მგონი არავის გვეპარება ეჭვი, ხომ?!

მანამდე კიდევ მომივა იდეები, ჰოდა ვიგეეეებთ!

ოღონდ ერთი პირობით, იმის შემდეგ წელს ფოთში ვატარებთ ევროვიჟენს“, - წერს გურამ შეროზია.


შეგახსენებთ, რომ შვედეთის ქალაქ მალმეში სიმღერის კონკურსი "ევროვიზია 2024" დასრულდა. 591 ქულით გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი. საქართველოს წელს ნუცა ბუზალაძე წარმოადგენდა სიმღერით "Firefighter", რომელიც 21-ე ადგილს დასჯერდა.

3
534
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
534
  
არ უყურო, ისე მოუსმინე :)
14 მაისი, 19:33
ახლა დამაინტერესა შენი კომენტარის შემდეგ..ერთი რა სიმღერაა მეთქი შევედი იუ ტუბზე...1 წუთი 20 წამი გავუძელი,მეტი ვეღარ გავქაჩე და გავთიშე)))))
არ ვიცი, სხვას როგორ... მაგრამ, მე მისი სიმღერა მომეწონა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, მთავარი მხოლოდ კაბა და პომადა არ ყოფილა.
0 1 3