x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134939
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
იცით, რატომ არის უკანონო წვიმის წყლის შეგროვება აშშ–სა და კანადაში?
წვიმის წყალი შესანიშნავი ვარიანტია მცენარეების მორწყვისთვის თქვენს ბაღში და ბოსტანში, მაგრამ ასეთი წყლის შეგროვება ყველგან შეუძლებელია. ამერიკაში და კანადაში წვიმის წყლის შეგროვებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.


ამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ უნდა აკონტროლოთ მასშტაბები.



image



ეს ქვეყნები სერიოზულად არეგულირებენ მოსახლეობის მიერ წყლის მოხმარებას. თუ ვინმეს კერძო ტერიტორიაზე ნაკადული მიედინება, მაშინ ადამიანს მისი გადაკეტვის უფლება არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა მოქალაქეების უფლებები ირღვევა. ანალოგიურად, ადამიანს უნებართვოდ ჭის ამოთხრის უფლება არ აქვს. თუ ტერიტორიაზე ჭა საჭიროა, მფლობელი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვის ასაღებად. ჯერ სპეციალისტები ზომებს იღებენ და კვლევას ატარებენ. საქმე იმაშია, რომ ჭაბურღილების არსებობამ მთლიან ეკოსისტემას დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს.




image



რაც შეეხება წვიმის წყლის ჩამონადენს, ეს არის ზედაპირული დინების კომპონენტი, რომელიც ჩაედინება სხვადასხვა რეზერვუარში. სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ წყლის შესაგროვებლად მოქალაქეს ნებართვის აღება სჭირდება. ბუნებრივია, თუ პატარა კონტეინერია, რომელშიც წვიმის წყალი სახლის სახურავიდან ჩადის, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ყურადღება მიაქციოს. თუ წყალი გროვდება დიდი აუზისთვის ან დეკორატიული გუბისთვის, 90% შემთხვევაში პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ.



image



ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთში კლიმატი მშრალია, ამიტომ წყლის უფლებები საკმაოდ პრობლემური საკითხია. ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ორეგონის შტატში, აშშ–სა და კანადის საზღვართან, რამდენიმე წლის წინ (2017) მოხდა შემთხვევა, როდესაც ამერიკელს დაეკისრა 1000 დოლარი ჯარიმა და 30 დღიანი პატიმრობა.



image



მიზეზი გახდა საკმაოდ დიდი სამი რეზერვუარი, საკუთარ მიწაზე ამოთხრილი, რომელიც ნელ–ნელა წვიმის წყლით ივსებოდა. არა ერთი გაფრთხილების მიუხედავად არაფერი შეცვალა და ირწმუნებოდა, რომ მისი პირადი საკუთრებაა და კონსტიტუციით მისი უფლებაა.



image



რეგულირდება არა მხოლოდ წვიმის წყლის შეგროვება, არამედ მისი გამოყენების ფარგლებიც. კანადის სხვადასხვა პროვინციას განსხვავებული კანონები აქვს. ზოგიერთში წვიმის წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ სარწყავად ან გასარეცხად.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ არ იყენებენ ამერიკელები ელექტროჩაიდანს?

რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს?

კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა


0
1262
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1262