x
მეტი
  • 23.05.2024
  • სტატია:134843
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509235
როგორ იცვამენ ზულუს ტომის ქალები აფრიკაში

image


ზულუ - უძველესს სამხრეთ აფრიკულ ეთნოსს წარმოადგენს, რომლის ხალხიც დღემდე აგრძელებს ტრადიციების შესაბამისად ცხოვრებას, საგულისხმოა რომ ამ ტომისთვის გარეგნობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მოდით, თვალი გადავავლოთ ზულუელი ქალების ტრადიციულ ჩაცმულობას.


image


ზულუელი ქალები განთქმულნი არიან თავიანთი სინატიფითა და სილამაზით, ტანსაცმელი კი მათი პიროვნებისა და სოციალური სტატუსის გამოხატვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ზულუს ტომის ქალების ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ასპექტი რთული გზავნილებისა თუ სიმბოლიზმის გადმოსაცემად სხვადასხვა ფერის მძივებისა და ყვავილების გამოყენებაა.


image


ზულუს კულტურაში ქალების მოშიშვლებულ მკერდს სექსუალური დატვირთვა არ აქვს


image


რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო მეტად იფარავს ის სხეულს



image


ზულუს კულტურას უძველესი ფესვები გააჩნია, რომელიც არაერთ საუკუნეს ითვლის. საუკუნეების მანძილზე ზულუს ხალხი საკუთარ უნიკალურ ადათ-წესებს, მათ შორის ტრადიციულ სამოსსაც ავითარებდა, რომელიც საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ტანსაცმლის თითოეული დეტალი არა მხოლოდ მატარებლის სტატუსსა და ასაკს ასახავს, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტისა და რიტუალების სიმბოლოსაც წარმოადგენს.


image


სხვადასხვა ფერები და ორნამენტები განსხვავებული ემოციების -სიხარულის, მწუხარების, სიყვარულისა თუ სევდის გადმოსაცემად გამოიყენება. თითოეულ ცერემონიასა და ღონისძიებას საკუთარი უნიკალური დრეს - კოდი გააჩნია, რომელიც მონაწილეებს საკუთარი იდენტობის გამოხატვაში ეხმარება.



0
1139
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1139