x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
გარდაიცვალა ლეგენდარული ლუის მენოტი, რომელმაც თბილისის "დინამოს" ევროპის საუკეთესო გუნდი უწოდა
image85 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება.


მენოტის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები 1978 წელს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.


არგენტინული სპორტული პრესის შეფასებით, არგენტინაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთის სპეციალისტად არის მიჩნეული.


image



მენოტი თავდამსხმელი იყო, თამაშობდა "როსარიო სენტრალში", "რასინგში", "ბოკა ხუნიორსში", "ნიუ-იორკ ჯენერალზში", "სანტოსსა" და "ჟუვენტუდში", სათავეში ედგა "ოლდ ბოიზს", "ურაკანს", არგენტინის ნაკრებს, "პენიაროლს", "ბოკა ხუნიორსს", "ატლეტიკოს", "რივერ პლეიტს", მექსიკის ნაკრებს, "ინდეპენდენტეს", "სამპდორიას", "როსარიო სენტრალს", "პუებლას" და "ესტუდინტესს".

image



1982/83-ის სეზონში "ბარსელონამ" მისი ხელმძღვანელობით ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო.


1981 წელს ლუის მენოტიმ განაცხადა:"ახლა "კარლ ცაისს" გაცილებით მეტი შანსი აქვს გავიდეს ფინალში, ვიდრე "ბენფიკას", რადგან 0:2-ით წაგებული მატჩი ბევრს ნიშნავს. ხოლო ფინალს მოიგებს ევროპის უძლიერესი გუნდი თბილისის "დინამო".

0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0