x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
"ჟონავს ინფორმაციები"- რას წერს კობა სუბელიანი

image


ამერიკაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, კობა სუბელიანი გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომიტინგეების შესაძლო დარბევასთან დაკავშირებით კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს:


"სამჯერ გასცეს დაშლის ბრძანება და ვერ დაითანხმეს, ბევრი ხალხია ვერ მოვერევითო.


ბიძიოს გინება მიდის შიგნით.


ჟონავს ინფორმაციები.


რაღა ჟონავს, პირდაპირ მოჩქეფს, ჟონავს კი არა და."- წერს სუბელიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს" გაიმართა. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი. ადგილზე იყო მობილიზებული როგორც სპეცრაზმი, ასევე რობოკოპებიც.


ცნობისთვის, ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი "აგენტების შესახებ" პირველი მოსმენით 2024 წლის 17 აპრილს დაამტკიცეს. მეორე საკომიტეტო მოსმენა კი დღეს, დილის 09:00 საათზეა იყო დაგეგმილი. პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული არ არის. მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტის მიღების სავარაუდო თარიღი კი 17 მაისია.






0
892
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
892