x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
შსს "ქართული ოცნების" ოფისს იცავს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს


image


დღეს საღამოს ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია "არა რუსულ კანონს", მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ოფისთან მოაწყვეს, რის გამოც შენობის ირგვლივ შსს-მ პოლიციელების უპრეცენდენტო რაოდენობა განათავსა. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია რომ "კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყონებლივ იქნება აღკვეთილი".



image



"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - წერია შსს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1
99
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
99
  
უპრეცედენტო რაოდენობა რამდენია? ეგ ოფისი ხო კერძო საკუთრება და საკუთრების დაცვა არ გასწავლათ გამჩენმა? კერძო საკუთრების დაუძინებელი მტერი იყო კომუნისტური წყობა და რიგითი კომუნისტი,ხოლო მას იცავენ დასავლურ ცივილიზაციაში. პოლიცია მიტომ არის მობილიზებული რო საკუთრება არ დააზიანონ და არა იმიტო რო ვიღაცას იცავენ. ისე 29 აპრილს დაატოლებთ ჭუჭულიკებს და გამოჩნდება ვინ რისი მაქნისია
0 1 1