x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134616
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508755
ვარსკვლავები, რომლებმაც წონაში მოიმატეს, თუმცა თავიანთი სხეულით მაინც კმაყოფილები არიან

image


გეშინიათ წონაში მატების? არ ინერვიულოთ – ვარსკვლავებიც კი არ ღელავენ თავიანთი რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის გამო. მარტო შეხედეთ რა ლამაზები არიან.




ემილი რატაკოვსკი


image


2022 წელი მოდელისთვის საკმაოდ რთული იყო. ზაფხულში ემილი ქმარს დაშორდა. სტრესის გამო ვარსკვლავი 45 კილოგრამამდე გახდა! თუმცა ემილის თაყვანისმცემლებმა გოგონა დაარწმუნეს, რომ მას წონაში მომატება სჭირდებოდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც მოდელის ავადმყოფური სიგამხდრე მოსწონდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მან პიტ დევიდსონთან შეხვედრა დაიწყო და მოდელის წონაც ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. "როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, ძალიან ვიკლებ წონაში. ზაფხულს ხუთ კილოგრამზე მეტი დავიკელი, მაგრამ ახლა უკვე დაკარგული კილოგრამები უკან დავიბრუნე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ"- აღიარა მოდელმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.





რიანა


image


აი, რას ნიშნავს ნამდვილი თავდაჯერებულობა! რამდენიმე წლის წინ, რირი გამხდარი გოგოდან ფუმფულა ფორმების მქონე დივად იქცა, თუმცა მისმა ყველა თაყვანისმცემელმა მომღერლის ტრანსფორმაცია როდი "დააფასა". ერთი პერიოდი ვარსკვლავის გარეგნობასთან დაკავშირებით ბევრი უარყოფითი კომენტარების წერასაც კი არ ერიდებოდა, ეგონათ რომ რიანას სიამაყეს ამით დააზიანებდნენ, თუმცა სულ ტყუილად. ვარსკვლავს საერთოდ არ ადარდებს აკრეფილი კილოგრამები და საკუთარ თავს ნებისმიერი სახით იღებს: "ვიცი, რომ წონაში მოვიმატე, მაგრამ ეს ჩემთვის სულ ერთია. მე თავს ყოველთვის ძალიან ლამაზად და თავდაჯერებულად ვგრძნობ. განსაკუთრებით კი საცვლებში"- აღიარებს ბარბადოსელი ლამაზმანი.





დემი ლოვატო


image


მომღერალი საკუთარ წონაზე ყოველთვის ღელავდა. ის სოციალურ ქსელებში საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებამდე ფოტოშოპს მუდმივად იყენებდა, რადგან "ჰეითერების" დაცინვის ეშინოდა, მაგრამ როგორც იქნა მიხვდა რომ ადამიანს საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. ახლა ლოვატოს არ რცხვენია საკუთარი სხეულის და ხშირად აქვეყნებს თავის საკმაოდ თამამ ფოტოებსაც. "ადრე მუდმივად ვიყენებდი ფოტოშოპს, რათა ჩემი პროპორციები როგორმე შემემცირებინა. ალბათ, მინდოდა ყველას ეფიქრა რომ იმაზე უკეთესი ვარ, ვიდრე სინამდვილეში, მაგრამ ეს არასწორი იყო. მე საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე"- გულწრფელად აღიარებს დემი.





კრისი ტეიგენი


image


მოდელმა წონაში მატება 2020 წლის ლოქდაუნის პერიოდიდან დაიწყო, კრისი გემრიელ საკვებზე უარს არ ამბობდა და საკუთარ წონას ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა, თუმცა მოდელი არაფერზე ნანობს, და რა მოხდა თუ მან რამდენიმე კილოგრამი მოიმატა, ვის არ მოუმატია წონაში? "კარანტინის დროს საგრძნობლად მოვიმატე, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ!"- ტრაბახობს კრისი, და როგორც ჩანს, ჯერჯერობით მომრგვალებულ ფორმებთან გამომშვიდობებას სულაც არ აპირებს.





ეშლი გრემი


image


2020 წელს პლუს - ზომის მოდელმა პირველი შვილი აიზეკი გააჩინა. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეშლიმ განაცხადა, რომ მან 20 კგ მოიმატა, თუმცა ზედმეტი წონა მას საერთოდ არ აწუხებს: "ორსულობისას 20 კილოგრამი მოვიმატე, ხოლო რაც ყველაზე სასიამოვნოა არის ის, რომ თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია."




კეტი პერი


image


ორსულობისას წონაში ამ მომღერალმაც მოიმატა, თუმცა კეტი ზედმეტი კილოგრამების მოშორებას სულაც არ ჩქარობს. ვარსკვლავი უფრო მეტ ყურადღებას თავის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობას აქცევს, ვიდრე საკუთარ გარეგნობას. მომღერალმა როგორც თავის ერთ - ერთ ინტერვიუში აღიარა ახლა ის თავს ბედნიერად გრძნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ სჭირდება წონის დაკლება. "მე უკვე ისეთი გამხდარი აღარ ვარ როგორც ორსულობამდე ვიყავი, მაგრამ ჩემი გარეგნობა არც ისე მადარდებს, როგორც ჩემი ოჯახის ბედნიერება და ჯანმრთელობა." - განაცხადა გულისამაჩუყებლად კეტიმ.




სელენა გომესი


image


სოციალურ ქსელებში ამ მომღერალს ჭარბი წონის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, სინამდვილეში კი ვარსკვლავმა წონაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოიმატა. სელენა გომესი "ჰეითერების" ყველა მწარე კომენტარს მოკლედ პასუხობს: "მე ისეთი სრულყოფილი ვარ, როგორიც ვარ." ასე რომ "ჰეითერებს" შეუძლიათ ტყუილად არ "გაისარჯონ", რადგან ფსიქოლოგიურ ზიანს მომღერალს მაინც ვერ მიაყენებენ, სელენას უყვარს საკუთარი თავი თუნდაც ამ კონდიციაში და მათ ნეგატივს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.








0
436
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
436