x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508752
როგორ შეძლო სტეფან მანდელმა ლატარიის 14–ჯერ მოგება და გამხდარიყო მილიონერი
ლატარიაში დიდი მოგება მილიონობით ადამიანის ოცნებაა მთელს მსოფლიოში. ოღონდ შეიძლება მთელი ცხოვრება დაუთმოთ ბედთან თამაშს, მაგრამ მაინც ვერ მიიღოთ სანუკვარი სიმდიდრე. არიან ისეთებიც, რომლებმაც ლატარიაში რამდენჯერმე მოიგეს. წარმოუდგენელი გამართლება? ყოველთვის არა. რუმინელმა სტეფან მანდელმა შეძლო სისტემის დაშლა „მეცნიერებათა დედოფლის“ მათემატიკის დახმარებით.



image



ეს ამბავი 1960–იან წლებში დაიწყო. იმ დროს რუმინეთი მძიმე პერიოდს განიცდიდა და მისი ბევრი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობდა. მათ შორის იყო ახალგაზრდა ეკონომისტი სტეფან მანდელი. მისი ხელფასი იყო 360 ლეი (დაახლოებით 10 დოლარი). რა თქმა უნდა, სტეფანს, როგორც ნებისმიერ ახალგაზრდას, სურდა გამდიდრება, კარგად ცხოვრება, გემრიელად ჭამა და ლამაზად დასვენება.



image




ფული და ლამაზი ცხოვრება შორეულ პერსპექტივაშიც არ ჩანდა და მანდელს ეს კარგად ესმოდა. ახალგაზრდას კრიმინალით ფულის შოვნა არ უფიქრია. ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ლატარიაზე, რომლის მოგება ბევრ ადამიანს შეუძლებლად მიაჩნდა. სტეფანი არ აპირებდა იღბალზე დაყრდნობას და მთელი ხელფასით ბილეთების ყიდვას. მიმართა მათემატიკას, რომლითაც სკოლის წლებიდან გატაცებული იყო.



სასარგებლო ჰობი



მანდელის გატაცება იყო ალბათობის საკითხებზე თეორიული ნაშრომების შესწავლა. განსაკუთრებით აინტერესებდა შუა საუკუნეების იტალიელი მეცნიერის ლეონარდო ფიბონაჩის ნაშრომები. მათემატიკის ნაშრომზე დაყრდნობით სტეფანმა შეიმუშავა „რიცხვების შერჩევის ალგორითმი“. თავის საავტორო მეთოდს, რომელიც იდეალურია ლატარიის სათამაშოდ, უწოდა „კომბინატორული კონდენსაცია“.



image



სახელი საოცრად ჭკვიანურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულია. თუ მოთამაშე ირჩევს 6 რიცხვს 49 ბურთიდან, მაშინ მისი მოგების შანსი 13 983 816–დან ერთია. 15 რიცხვის არჩევისას მოგების შანსი იზრდება, 2 794–დან ერთამდე. მართალია, ამისათვის საჭიროა 5005 პარტიის ყიდვა, რომ თითოეული კომბინაციისთვის საკმარისი იყოს. მანდელი ამტკიცებდა, რომ მის მეთოდს შეეძლო პარტიების რაოდენობის შემცირება 5005–დან მხოლოდ 569–მდე.



თუ 15 არჩეულ ვარიანტს შორის არის 6 გამარჯვებული ნომერი, მოთამაშეს შეუძლია იმედი ჰქონდეს მინიმუმ მეორე პრიზზე. ამასთან, მცირე მოგების რაოდენობა ასობით შეიძლება იყოს. ჯეკპოტის მოხსნის ალბათობა არის 10–დან ერთი, რაც სულაც არ არის ცუდი.



სტეფან მანდელის ალგორითმი



ამ მეთოდის მუშაობის შემოწმება ერთი ადამიანისთვის რთულია. ამიტომაც სტეფანმა საქმეში ჩართო ოთხი მეგობარი. მათ ჯამში იყიდეს 228 ბილეთი ერთი ტირაჟიდან. პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. მანდელმა მოიგო 72 783 ლეი, რაც მაშინდელი კურსით 15 ათას დოლარს შეადგენდა.



image



წარმატებამ სტეფანი შთააგონა, მაგრამ მიხვდა, რომ სოციალისტურ რუმინეთში განვითარების უფლებას არ მისცემდნენ. ჯერ ვალები გაისტუმრა, დარჩენილი მოგებით ჩინოვნიკები მოისყიდა და ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ მანდელი 4 წელი იცვლიდა ევროპის ქვეყნებს და „თავის“ ადგილს ეძებდა. ვინაიდან ევროპაში ვერ იპოვა, ძებნის არეალი გააფართოვა და საბოლოოდ ავსტრალიაში დასახლდა.



მწვანე კონტინენტზე მანდელმა განაგრძო ლატარიის თამაში, რათა საბოლოოდ გამდიდრებულიყო. მათემატიკოსი მუდმივად სრულყოფდა თავის მეთოდს, რამაც მოუტანა არა მხოლოდ ფული, არამედ კმაყოფილების გრძნობაც. მამაკაცი გატაცებული იყო რიცხვებით თამაშით და მის შემთხვევაში ძალიან მომგებიანიც იყო. ინვესტორები იპოვა და შექმნა „ლატარიის სინდიკატი“, რათა თავისი მეთოდი უფრო ეფექტურად გამოეყენებინა.



image



მალე მანდელმა ხელით გამოთვლები მიატოვა და კომპიუტერული სისტემა შექმნა. ის ავტომატურად ახორციელებდა ალგორითმს და ითვლიდა რიცხვებს, რომლებიც ბილეთებში უნდა ჩაეწერა. „ლატარიის სინდიკატის“ კაპიტალის და ავტომატიზაციის გამოყენებით მოიგო 12 ლატარია და მიიღო 400 ათასი დოლარი მცირე პრიზებით. 1986 წელს კი პირველად მოხსნა ჯეკპოტი და მიიღო 1, 1 მილიონი დოლარი.



ვირჯინიის ლატარიის მილიონები

ავსტრალიაში პროფესიონალი მოთამაშე თავს შებოჭილად გრძნობდა. დაიწყო სხვა ქვეყნებში ლატარიების მოძებნა დიდი მოგებით. მალე ვირჯინიის ლატარიის შესახებ გაიგო. ის განსაკუთრებული სახის თამაშს წარმოადგენდა. მოთამაშეებს შეეძლოთ შეუზღუდავი რაოდენობის ბილეთების შეძენა და მათი დაბეჭდვა სახლში. სტეფანი მიხვდა, რომ ამით გამდიდრება შეეძლო.



image



მომზადება რთული და ხარჯიანი იყო. სტეფანმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ფიქციური კომპანია, რომ ბილეთების შესაძენად კაპიტალი მოეზიდათ. „ლატარიის სინდიკატმა“ შეიძინა კომპიუტერები და პრინტერების პარტია, დაიქირავა თანამშრომლები. მთელი ძალისხმევა აუნაზღაურდათ – მოგება გახდა ყველაზე დიდი ვირჯინიის ლატარიის ისტორიაში. 27 036 142 დოლარი შეადგინა.



მანდელი მილიონერი გახდა, თან კანონიერად. არაფერი დაურღვევია და მხოლოდ საკუთარ ალგორითმს და ინვესტორების ფულს ეყრდნობოდა. მაგრამ ფულთან განშორება ადვილი არ არის, მით უმეტეს დიდთან. ლატარიის კომპანიამ განაცხადა, რომ მანდელმა სისტემა მოატყუა. ბრწყინვალე გონების რუმინელის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რომლის გამოძიებაში 14 ქვეყნის სპეცსამსახური იყო ჩართული.



მათ შორის იყვნენ CIA, FBI, აშშ–ს შიდა შემოსავლების სამსახური, ავსტრალიის დანაშაულთა გამოძიების კომისია და ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების კომისია. მოტყუების ფაქტი ვერ დაამტკიცეს და მანდელი გაუშვეს. მის გარშემო სერიოზული აჟიოტაჟი ატყდა და მთელმა მსოფლიომ შეიტყო ადამიანის შესახებ, რომელმაც „სისტემა გატეხა“. ავსტრალიაში თითქმის სახალხო გმირი გახდა.



image



ახლა სტეფან მანდელი ლატარიას აღარ თამაშობს. უკვე აქვს საკმარისი ფული, როგორც ახალგაზრდობაში ოცნებობდა. 90 წლის „ლატარიის ჭექა–ქუხილი“ ვანუატუს შტატის ერთ–ერთ კუნძულზე ცხოვრობს. ეს სამოთხეა ოკეანეში და საოცნებო ადგილი მათთვის, ვინც კომფორტულ და მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩებოლი – როგორ მოახდინა ეკონომიკური სასწაული დაკანონებულმა ნეპოტიზმმა სამხრეთ კორეაში

მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა

წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

4 უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიაში

საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

როგორ იშოვა ფული ელვის პრესლის მენეჯერმა "ჰეითერებზე"

0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
350