x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134940
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
ის ხალხი არ უნდა გვასწავლიდეს ჭკუას, ვინც სააკაშვილის დროს ქუჩაში ხალხის ხოცვას არ აპროტესტებდა
image
2007 წლის 7 ნოემბერს ქართველი ერის დიდი ნაწილის და ზოგადად საქართველოს მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლები სისხლში ჩაახრჩო ხელისუფლებამ, რომელიც ცრემლსადენი საშუალებებით, მაღალი წნევით წყალმტყორცნებით და მიმართული მოქმედების ნეიროპარალიტიკური გენერატორებით სასტიკად დაარბიეს დემონსტრანტები.


ვანო მერაბიშვილი ამალასთან ერთად, დალეწილი, დასისხლიანებული ქართველების ფონზე ბადრი პატარკაციშვილის დედას აგინებდა და სპეცრაზმელებსაც აგინებინებდა.



ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში გამარჯვებული სარდლებივით ყელმოღერებულებმა გაიარეს მთელი რუსთაველი.
რამდენიმე დემონსტრანტი ისე იქცა ნაცემი სპეცრაზმელების მიერ, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.



როცა შენივე ერის წინააღმდეგ იყენებ ნეიროპალატიკურ აკუსტიკურ სისტემებს, მაშინ როცა დემონსტრაცია მშვიდობიანი ფორმით ტარდება, ავტომატურად ხდება ძალის გადამეტება.




ეს სისტემები, გამოყოფს მიმართული მოქმედების სპექტრის აკუსტიკურ ვიბრაციულ ტალღებს, რომელსაც აღიქვამს ადამიანის ტვინი, თან ისე, რომ ადამიანს მთელ გონებას ეუფლება პანიკა, ის კარგავს საკუთარ თავზე კონტროლს, ქვეცნობიერი კარნახობს, რომ გაიქცეს, გაქცეულები კი გაუაზრებლად გარბიან, გარბიან დაუგეგმავად, გაურკვეველი მიმართულებით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ტვინი ახერხებს სხეულზე კონტროლის აღდგენას და სწორედ ასეთ დროს ხვდება ადამიანი, რომ მისთვის გაურკვეველმა ძალამ აიძულა ის გაქცეულიყო. ასეთ ადამიანებს ძალიან დიდხანს ახასიათებთ ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ვერ ხსნის.


აკუსტიკური, ნეიროპალატიკური სისტემები რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიყენა 2007 წლის 7 ნოემბერს.

image
ახლა კი ამ ბარბაროსობის ავტორები და ბრძანების გამცემები გვიკიჟინებენ: ხალხს გადაუარეს და ხმას არ იღებენო!


ჩვენ, რომ შემდგარი ერი ვიყოთ "ორი გვამის მსურველი" და მისნაირი ნაგვები დღესაც ციხის საკნებს უნდა ხეხავდნენ.


არ მესმის, რატომ არ აქვეყნებს სუს-ი იმ ფონდებს, რომლებითაც ფინანსდება მომიტინგეები.


სხვათაშორის დემონსტრანტების ნაწილს აქვს სპეც ეკიპირება, რომელსაც საქართველოში ვერცერთ მაღაზიაში ვერ იყიდი და ვერც გამოიწერ, რადგან კანონი კრძალავს მათ შემოტანას.


პოლიტიკური "კიკუები", რომელთა მოვალეობა ამჟამად გახლავთ რუსთაველზე "მაიდნის" მოწყობა, ჭკუას არ უნდა გვარიგებდნენ.


დემონსტრაცია, რომ მართულია ამაზე მეტყველებს სტუდენტებს შორის წინა ხელისუფლების ცნობილი სახეების დანახვა. წინა ხელისუფლებასთან გამიჯნულებს კი, როგორც კეთროვანებს ისე იშორებენ სწორედ ყოფილი ხელისუფლების ცნობადი სახეების მითითებით.


დემონსტრაციას, რომელსაც დემონსტრანტების მხრიდან აგრესია, სპეცრაზმელების და შსს-ს თანამშრომლების მიმართ დედის აუგად ხსენება მოსდევს, მუდამ მოჰყვება პროვოკატორების დაკავება.


ვიღაცა გაილახაო-ამაზე აპელირებენ, ბიჯო ცემა თქვენ აშკარად არ გინახიათ, 7 ნოემბერს დაკავებულები იყვნენ ნაცემი თუ იყვნენ ნაცემი.

აგერაა კადრები და გაბედოს და ვინმემ მითხრას, რომ მე ვიტყუები.

imageimageimageimageimageimageimage

ყველაფრის მიუხედავად დემონსტრანტებს მაშინ ეროვნული დროშა ისე ეკავათ, როგორც უნდა ეკავოს საქართველოს მოქალაქეს ეროვნული დროშა და დღევანდელი დემონსტრანტებივით საჯდომებს არ "ითბობენ" ეროვნული დროშით.

მაშინ ასე ექცეოდნენ ეროვნულ დროშას.

imageimage
ახლა როგორ ექცევიან დემონსტრანტები ეროვნულ დროშას.

imageimage
ზაზა ბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, არაკაცი რომელიც ქართველების დალეწვა დასახიჩრებისათვის მიშას ზონდერებს გმირებს ეძახდა.
"იმედის" დარბევა და ეთერიდან იძულების წესით გამორთვა.


გენერალური პროკურორის მოადგილე ყოფილი "პოლიტიკური პატიმარი" ნიკა გვარამია უსირცხვილოდ "აპრავებდა" ტვ "იმედში" შეჭრას.
ამ ლოგიკით "მთავარი არხი" საერთოდ დასახურია.



არანაირი რუსული კანონი არ მტკიცდება საქართველოს პარლამენტში, ესაა კანონი გამჭვირვალობის შესახებ.
ბუნებრივია "ჰელენ" ხოშტარიას და ისეთებს, ვისაც რუსეთი უხდის მილიონობით რუბლს არ მოეწონებათ აღნიშნული კანონი.
"მაიდანი" თბილისში ვერ შედგება!!!











0
244
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
244