x
მეტი
  • 06.06.2024
  • სტატია:135151
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509458
"მანამდეც მინდოდა ამ თემაზე დაწერა და ახლა დავწერ"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსული კანონის "გაპატიოსნებაზე" უარის თქმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პრეზიდენტს აღნიშნულ გადაწყვეტილებას უწონებს:


"სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და სახე აახია ქოცებს. მანამდეც მინდოდა ამ თემაზე დაწერა და ახლა დავწერ რატომ ვთვლი ასე: კობახიძემ ორი დღის წინ მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ კანონის შეცვლაზე, ოღონდ ახლა ვერაო, მესამე მოსმენით მივიღებთ და მერე პრეზიდენტმა დაწეროს შენიშვნები და იმას გავითვალისწინებთო.


ჩაიკარგა სხვა საკითხებში ეს განცხადება, მაგრამ ეს განცხადება იმის ნიშნად მივიღე, რომ ქოცი პანიკაშია სანქციების გამო და გამოსაძვრომ გზას ეძებს. თუმცა, დავინახე საფრთხე, ჩვენი პარტნიორების ამბავი რომ ვიცი, იმდენად არ უნდათ აქ სიტუაციის ესკალაცია, კიდევ ერთხელ მისცემდნენ სახის შენარჩუნების შანსს ქოცებს, და კიდევ ერთხელ გამოიყენებდა ამას ოცნება ტყუილებისთვის, მანიპულაციებისთვის, კაზუისტიკაში და მუხლებზე წივილ–კივილში ჩაიკარგებოდა, გაიდღაბნებოდა ყველაფერი და მათი პასუხისმგებლობა, ამასობაში გააგრძელებდა ქოცი ისევ იგივეს – ძალადობას, ტერორს, პროპაგანდას და ა.შ. და ბოლოს ისევ გადააგდებდა ყველას. ამ პროცესს შესაძლოა მართლაც ხალხის დაბნეულობა და პროტესტის გაფანტვა გამოეწვია. ხოდა, გამოვიდა დღეს სალომე და გასთხარა ქოცებს ეს ვირეშმაკობა უკან: მე მოტივირებულ შენიშვნებს არ გამოგიგზავნით, ამ კანონს არ გაგიკეთილშობილებთ, ან მიიღეთ რაც არის, ან არაო.



ეს იმას ნიშნავს, რომ ქოცებს აღარ დაუტოვა მანევრირების სივრცე და შეტენა სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც გააკეთებენ უახლოეს კვირებში და ვერავინ ვეღარ შეუნარჩუნებს სახეს. ეს არის ძალიან კარგი. მიიღეთ ქოცებო კანონი, რაღატომ შფოთავთ და ცუღლუტობთ? ბ–ნმა ბიძინამ ხომ გითხრათ მე ყველაფრის კარგად დათვლა ვიცი და ახლაც დავთვალეო. ხოდა, დაუჯერეთ, ენდეთ. ველოდები მოუთმენლად თქვენს გადაწყვეტილებას. ქ–ნო სალომე, ჯიგარი ხართ"- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის გაპატიოსნებაზე "ქართულ ოცნებას" უარი უთხრა:


"უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო… გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი, სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებულს ახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მოღალატე ქვეყნის ჯარის წინაშე… და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით, ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ…იფიქრეთ თქვენ და იყავით. მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხალხში დაბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს.


გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას ან კიდევ უფრი მარტივი, თქვენ თვითონ ამ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნოემბრისთვის. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა, ის არის რუსული, დარჩები რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.








0
372
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
372