საზოგადოება " არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად. ფრთხილად!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი 11 მაისი, 19:00 ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სამართალდამცავების მიერ სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბინების დღიურად გამქირავებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:"უჩას და მისი ადვოკატის უფლებაა არ ისაუბრონ ამ საქმეზე. მესმის, რომ ძალიან სენსიტიური შეიძლება იყოს ბევრი დეტალი და ზუსტად იქ გაარტყეს ქოცებმა, სადაც ადამიანს ყველაზე ძალიან ტკივა. მაგრამ, მე, იმ ინფორმაციიდან და იმ დასკვნებიდან გამომდინარე, რაც მაქვს, არ მაქვს უფლება არ გაგაფრთხილოთ ყველა, ვინც ბინას აქირავებთ დღიურად: იცოდეთ, რომ ასეთი ბინების უმრავლესობაში სუსს აქვს დაყენებული ჩამწერი კამერები სხვადასხვა ნივთებში, ნახატებით დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული.როგორ, რანაირად აღწევენ ამ ბინებში ეს არც ისე რთული მისახვედრია. იცოდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სუსმა თავისი გადაღებული ვიდეოები შეიძლება თქვენს კომპიუტერებში და ვინჩესტერებში შეტენოს და თქვენ დაგიჭიროთ მათი გადაღებისთვის. თან თუ ამ ვიდეოებში თქვენც მოგიხელთეს, მთლად კარგი. ფრთხილად იყავით!"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა დღეს მისი ცოლი, მარიამ იაშვილიც დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით აბაშიძემ და მისმა მეუღლემ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა გადაწყვიტეს და ამ მიზნით, მარიამ იაშვილის სახლში კამერები დაამონტაჟეს.ცნობისთვის, უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.818 1-ს არ მოსწონს |